წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითი საქმიანობა მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში

იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითი საქმიანობა მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში

მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში დაახლოებით 290 მთარგმნელია. ექვს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეს და-ძმები 60-ზე მეტ ენაზე თარგმნიან ბიბლიურ ლიტერატურას. რა საჭიროა ამდენ ენაზე თარგმნა? მიზანი ისაა, რომ ყველამ მშობლიურ ენაზე წაიკითხოს ბიბლიური პუბლიკაციები, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს მათ გულამდე წაკითხული (1 კორინთელები 14:9).

თარგმანის ხარისხის გასაუმჯობესებლად ზოგი მთარგმნელი, რომლებიც ქალაქ მეხიკოში მდებარე იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობდნენ, ისეთ ტერიტორიებზე გადაიყვანეს, სადაც მათ მშობლიურ ენებზე საუბრობენ. სწორედ იქ განათავსეს მთარგმნელთა ოფისები. როგორ დაეხმარა ეს მათ? მთარგმნელებს ახლა უფრო მეტი შეხება აქვთ იმ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, რომელზეც პუბლიკაციებს თარგმნიან. ეს კი ეხმარებათ, ისე თარგმნონ, რომ ნათარგმნი ბუნებრივი და ყველასთვის ადვილად გასაგები იყოს.

თავად მთარგმნელები რას ფიქრობენ ამ ცვლილებაზე? ფედერიკო ნაუატლიზე თარგმნის, რომელზეც გერეროს შტატის მთიან მხარეში საუბრობენ. იგი ამბობს: „დაახლოებით ათი წლის მანძილზე მეხიკოში ჩემს ენაზე მოლაპარაკე მხოლოდ ერთი ოჯახი ვიპოვე. მაგრამ აქ, ჩვენს მთარგმნელობით ოფისთან ახლომდებარე ქალაქებში თითქმის ყველა ამ ენაზე ლაპარაკობს“.

კარინი, რომელიც მექსიკაში, ჩიუაუას შტატში, ქვემო გერმანულზე თარგმნის, გვიზიარებს: „იქ მენონიტებს შორის ვცხოვრობ, რაც მეხმარება, ფეხი ავუწყო ენაში მომხდარ ცვლილებებს. ჩვენ ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. როცა ფანჯრიდან ვიყურები, ძალიან მიხარია იმ ხალხის დანახვა, რომლებსაც ჩვენ მიერ ნათარგმნი პუბლიკაციები მართლაც დიდ დახმარებას გაუწევს“.

ნიფი, რომელიც ამჟამად მერიდაში (მექსიკა) მთარგმნელობით ოფისში მსახურობს, აღნიშნავს: „როცა მაიას ტომის ხალხთან ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ვხედავთ, რისი გაგება უჭირს ამ ხალხს. ამიტომ ვცდილობთ მხედველობაში მივიღოთ ეს და ბუნებრივად, მათთვის გასაგებ ენაზე ვთარგმნოთ“.

საინტერესოა, რას გრძნობენ ისინი, ვინც მშობლიურ ენაზე კითხულობს ბიბლიურ პუბლიკაციებს? ერთი იეჰოვას მოწმე, ელენა, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა და რომლის მშობლიური ენაც ტლაპანეკია, ერთ დროს რეგულარულად ესწრებოდა მოწმეების კრების შეხვედრებს ესპანურ ენაზე; მაგრამ ვერ იგებდა მოსმენილს, რადგან ესპანური მისი მშობლიური ენა არ არის. ის აღნიშნავს: „უბრალოდ, ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა დავსწრებოდი შეხვედრებს“. მაგრამ მას შემდეგ, რაც ელენამ ტლაპანეკი ენაზე გამოცემული ბროშურით დაიწყო ბიბლიის შესწავლა, უფრო მეტად შეიყვარა ღმერთი, თავი მიუძღვნა მას და 2013 წელს მოინათლა. ახლა ის ამბობს: „მადლობელი ვარ იეჰოვასი, ასე ადვილად რომ ვიგებ მის სიტყვას, ბიბლიას“.

გაიგეთ მეტი

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?