წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„პორტატიული ბიბლიოთეკა“

„პორტატიული ბიბლიოთეკა“

2013 წლის 7 ოქტომბერს ხელმისაწვდომი გახდა იეჰოვას მოწმეების ახალი კომპიუტერული პროგრამა, JW ბიბლიოთეკა. ამ პროგრამას მობილური მოწყობილობები კითხულობს და მისით ბიბლიის კითხვა და შესწავლაა შესაძლებელი. ამ უფასო პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ 2013 წელს გამოცემული ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანისა“ თუ ბიბლიის სხვა ხუთი თარგმანის (მათ შორის „მეფე ჯეიმზის თარგმანის“) წაკითხვა ინგლისურ ენაზე. *

რატომ შეიქმნა ეს პროგრამა

დღეს მილიონობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა სმარტფონები, პლანშეტები და მსგავსი მობილური მოწყობილობები. მათ, ვინც ასეთ მობილურ მოწყობილობებს იყენებს, JW ბიბლიოთეკის გამოშვებამდეც შეეძლოთ ბიბლიის წაკითხვა და შესწავლა ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org. მაშინ საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო ზემოხსენებული პროგრამის შექმნა?

უმთავრესად ამის მიზეზი ის გახდა, რომ ეს პროგრამა გადმოწერის შემდეგ ინტერნეტის გარეშე მუშაობს. ამასთან, მისი მეშვეობით ძალიან ადვილია ბიბლიური მუხლების მოძებნა და მათი ღრმად გამოკვლევა.

JW ბიბლიოთეკა ბიბლიის შესწავლაში საუკეთესო დახმარებას გაგიწევთ

როდესაც JW ბიბლიოთეკას ხსნით, თავდაპირველად ეკრანზე ბიბლიის წიგნების სია ჩნდება; ხოლო მას შემდეგ, რაც სასურველ წიგნს შეარჩევთ, თქვენი მობილური მოწყობილობის ეკრანზე ბიბლიის თავების ჩამონათვალს დაინახავთ. ამგვარად სასურველი ბიბლიური მუხლისა თუ მონაკვეთის მოძებნა წამებშია შესაძლებელი. ქვემოთ ჩამოთვლილია ამ პროგრამის ზოგიერთი თავისებურება, რომელიც ბიბლიის შესწავლაში დაგეხმარებათ:

  • სქოლიოები, სადაც მოცემულია სიტყვებისა და ფრაზების ალტერნატიული თარგმანები და დამატებითი ინფორმაცია.

  • მარგინალური მუხლები.

  • სპეციალური ძიების ველი, რომელიც დაგეხმარებათ, ადვილად იპოვოთ სასურველი ბიბლიური მუხლები თუ მონაკვეთები.

  • მოკლე შინაარსი, რომელიც ბიბლიის ყოველი წიგნის თავშია მოცემული.

  • ცხრილი, სადაც ნახავთ, ვინ და როდის დაწერა კონკრეტული ბიბლიის წიგნი და რა პერიოდს მოიცავს ამ წიგნში აღწერილი მოვლენები.

  • ფერადი რუკები, სქემები, დროის დიაგრამები და სხვა.

იეჰოვას მოწმეების სხვა პუბლიკაციების მსგავსად, JW ბიბლიოთეკაც უფასოა, ანუ მისი გადმოწერა უსასყიდლოდ შეიძლება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა, რომელიც ნებაყოფლობითი შესაწირავების წყალობით არსებობს, უკვე მილიონზე მეტჯერაა გადმოწერილი (2 კორინთელები 9:7). შენც გადმოწერე ეს პროგრამა და ისარგებლე ამ მართლაც განსაკუთრებული „პორტატიული ბიბლიოთეკით“.

^ აბზ. 2 2014 წლის იანვარში ეს პროგრამა გაუმჯობესდა და ახლა მასში შესულია „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ და „უმღერეთ იეჰოვას“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?