არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ათასი სამეფო დარბაზი

ათასი სამეფო დარბაზი

ფილიპინებში 2013 წლის აგვისტო იეჰოვას მოწმეების ისტორიაში განსაკუთრებული იყო — დასრულდა მეათასე სამეფო დარბაზის მშენებლობა. სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, ფილიპინებში მოწმეებს არც საკმარისი მატერიალური სახსრები აქვთ და არც საჭირო სამშენებლო გამოცდილება დარბაზების ასაშენებლად. წლების განმავლობაში ზოგიერთი მათგანი სახლებში იკრიბებოდა, ზოგიც ბამბუკის პატარა ნაგებობებში.

იეჰოვას მოწმეების რიცხობრივი ზრდის შესაბამისად მატულობს სამეფო დარბაზების საჭიროება როგორც ფილიპინებში, ისე სხვა ქვეყნებში. ამიტომ 1999 წელს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ შეიმუშავა სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის. ამ პროგრამის მიხედვით, ადგილობრივი მოწმეების მიერ გაღებულ შესაწირავებს ემატება სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოწმეების მიერ გაღებული შესაწირავები. გამოცდილი მშენებლებისგან იქმნება ჯგუფები, რომლებიც კრებებს ეხმარებიან საკუთარი სამეფო დარბაზის აშენებაში. ეს პროგრამა ფილიპინებში 2001 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.

ილუმინადო მარილაოს კრებაში მსახურობს (ბულაკანი), სადაც მეათასე სამეფო დარბაზი აშენდა. ის მოგვითხრობს: „საკუთარი თვალით დავინახე, რა არის ქრისტიანული საძმო. უამრავი მოხალისე — ქალები და კაცები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები — მხარდამხარ ვშრომობდით მცხუნვარე მზის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ გრძელი სამუშაო დღის შემდეგ დაღლილები ვიყავით, გვიხაროდა იმის დანახვა, რასაც ერთობლივი ძალით ვაღწევდით“.

მოხალისეთა გულმოდგინება გულგრილს არც გარეშეებს ტოვებდა. სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელსაც სამშენებლო ობიექტზე ქვიშა და ხრეში მოჰქონდა, თქვა: „ხალხო, ჭიანჭველებივით ხართ; ყველანი ერთმანეთს ეხმარებით. მსგავსი არაფერი მინახავს“.

დასრულებული სამეფო დარბაზი

მოხალისეებს თვე-ნახევარიც არ დასჭირდათ დარბაზის ასაშენებლად. სამეფო დარბაზის მშენებლობის სწრაფად დასრულებამ საშუალება მისცა კრების წევრებს, სრულად ჩაბმულიყვნენ მნიშვნელოვან საქმეში — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (მათე 24:14).

ადგილობრივი კრების წევრი ელენი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „ძველ სამეფო დარბაზში ვერ ვეტეოდით, რის გამოც ბევრ ჩვენგანს გარეთ უწევდა ჯდომა. ახალი სამეფო დარბაზი ძალიან ლამაზი და კომფორტულია. ახლა ყველას შეგვიძლია უკეთესად მოვისმინოთ პროგრამა და მეტად გავმხნევდეთ“.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ფილიპინები

წაიკითხეთ, რატომ დატოვა ზოგმა სამსახური, რატომ გაყიდა ქონება და რატომ გადავიდნენ შორეულ ფილიპინებში