წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნაწილი 5)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნაწილი 5)

ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა და როგორ უჭერდნენ მხარს მოხალისეები ამ პროექტს 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით.

უორიკის კომპლექსის მაკეტი

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 7 ოქტომბერი)

წასაღებად ამზადებენ თაღს, რომელსაც ხიდის ასაგებად გამოიყენებენ. თაღი რომ არ დაზიანებულიყო, ტრანსპორტირებისას გამოიყენეს მანქანის საბურავები. ხიდი გაიდება ჭაობიან ტერიტორიაზე, რის წყალობითაც გარემო ნაკლებად დაზიანდება.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 13 ოქტომბერი)

სახურავები დაფარულია თექვსმეტი სახეობის სქელფოთლებიანი მცენარეებით, რომლებიც ფერს იცვლიან. გამწვანებული სახურავები არა მარტო გარემოს დაცვას უწყობს ხელს ძლიერი წვიმების დროს, არამედ მისი წყალობით ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება.

საცხოვრებელი სახლი D (2015 წლის 13 ოქტომბერი)

დურგალი სამზარეულოში აყენებს პლინთუსებს. 2016 წლის თებერვლისთვის სამზარეულოებში ავეჯის 60 პროცენტზე მეტი უკვე განთავსებული იყო.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 16 ოქტომბერი)

„საგუშაგო კოშკის“ ლოგოს გასანათებლად ელექტრიკოსები აყენებენ დიოდის ნათურებს.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 21 ოქტომბერი)

ღამით განათებული კოშკურა და ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებულია მიმღები. კოშკურიდან სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ულამაზესი ხედებით.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 22 ოქტომბერი)

აგებენ სამაშველო ავტომობილების სავალ გზას. დროებითი დამცავი საფარი მშენებლობის დროს ნიადაგს ეროზიისგან იცავს.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 9 ნოემბერი)

მოხალისეები ამონტაჟებენ ასაწყობი ტიპის მინის სახურავს ლიფტის ოთახისთვის. ადმინისტრაციულ შენობაზე 11 ასეთი სახურავია დამონტაჟებული. შედეგად ოთახები დღის შუქით განათდება.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 16 ნოემბერი)

აცეტილენური საჭრელი აპარატით შემდუღებელი ჭრის ნახშირბადოვანი ფოლადის მილს ცივი წყლის სისტემისთვის.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 30 ნოემბერი)

მოხალისე ამონტაჟებს ხის პანელს, რაზეც ფანჯრის რაფა დამაგრდება.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 17 დეკემბერი)

წვიმიან დღეს აგებენ ფილებს. სურათის მარჯვენა მხარეს ჩანს, როგორ მიმდინარეობს მიწის ზედაპირის მოსწორება. წინა პლანზე ჩანს ჰიდრავლიკური ექსკავატორი, რომლითაც ხდება ფილების დაწყობა. სურათის მარცხენა მხარეს ვხედავთ, რომ მიწა სპეციალური ბრეზენტითაა დაფარული, რაც მას ეროზიისგან იცავს.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 24 დეკემბერი)

მოხალისეებს საშუალო ძაბვის კაბელები გაჰყავთ ქვესადგურამდე, რომელიც შენობებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

ადმინისტრაციული შენობა (2016 წლის 5 იანვარი)

მოხალისე მუშაობს სახურავზე, რომლითაც გადახურულია ავტოსადგომიდან ოფისებამდე მისასვლელი გზა. სახურავი სტუმრებს წვიმისა და თოვლისგან დაიცავს.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2016 წლის 5 იანვარი)

ტექნიკოსს შეჰყავს საქვაბეების მონაცემები მართვის პანელში. ოთხივე საქვაბე უკვე დაყენებულია.

ადმინისტრაციული შენობა (2016 წლის 8 თებერვალი)

მექანიკოსები სამრეცხაოში ამონტაჟებენ საშრობებს. ეს საშრობები 6-დან 45 კგ-მდე სარეცხს გააშრობს. სარეცხი მანქანები დამონტაჟდება მარცხენა მხარეს.

ტაქსიდო (2016 წლის 8 თებერვალი)

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გერიტ ლოში, უძღვება „საგუშაგო კოშკის“ ოჯახურ შესწავლას ბეთელში. უორიკში მომუშავე და-ძმებისთვის პროგრამა ტრანსლაციით გადაიცემა.

საცხოვრებელი სახლი A (2016 წლის 19 თებერვალი)

მოხალისეებს სატვირთო მანქანიდან გადმოაქვთ ხალიჩები. ინტერიერის დიზაინზე პასუხისმგებელმა განყოფილებამ უორიკის შენობებისთვის 65 000 კვადრატული მეტრის სიგრძის ხალიჩა იყიდა.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2016 წლის 22 თებერვალი)

2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე საცხოვრებელი სახლები C და D ექსპლუატაციაში შევიდა, რის შედეგადაც მოხალისეებს იქ ცხოვრების უფლება მიეცათ. ყველა შენობაში დამონტაჟდა ლიფტები. სამშენებლო სამუშაოები რეზიდენს დრაივის ქუჩაზე დასრულებულია. რადგან წელს თბილი ზამთარი გვქონდა, გამწვანებაზე მუშაობა დროზე ადრე დასრულდა.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2016 წლის 24 თებერვალი)

მოხალისე, რომელიც შეკიდული ჭერის დაყენებაზე მუშაობს, დგას ხიმინჯებზე და ამონტაჟებს რკინის კონსტრუქციებს. ერთ-ერთი სამშენებლო განყოფილება ზრუნავს იზოლაციაზე, ჩარჩოებისა და თაბაშირ-მუყაოს კედლების დაყენებაზე; აგრეთვე ცეცხლსაწინააღმდეგო მასალით ღრუების ამოვსებაზე.

გაიგეთ მეტი

ისინი გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ

ბოლო 28 წელზე მეტი ხნის მანძილზე იეჰოვას მოწმეებმა მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო პროექტებში, რომლებიც 120 ქვეყანაში მიმდინარეობდა. გაიგეთ მეტი ამ უნიკალური სამშენებლო პროგრამის შესახებ.