წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის მაისი-აგვისტო, ნაწილი 4)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის მაისი-აგვისტო, ნაწილი 4)

ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა და როგორ უჭერდნენ მხარს მოხალისეები ამ პროექტს 2015 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით.

უორიკის კომპლექსის მაკეტი

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 6 მაისი)

ავიამექანიკოსი ამზადებს მოწყობილობას ლურჯ ტბაში ჩასაშვებად, რომელიც დიდი ნარჩენებისგან გაფილტრავს წყალს.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 6 მაისი)

სამშენებლო ბრიგადა ტექმომსახურების შენობის სახურავის მოაჯირს ფარავს ბრიზგით. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო სწრაფად ხდება კედლების ბეტონით დაფარვა, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდით, გალესვით.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 15 მაისი)

ფოტოგრაფი, რომელიც დოკუმენტური მასალების განყოფილებაში მუშაობს, სურათებს იღებს სამშენებლო ობიექტზე. ხელმძღვანელ საბჭოს სურათები ყოველკვირა ეგზავნება, რათა ნახონ, როგორ მიიწევს წინ მშენებლობა.

ტაქსიდო (2015 წლის 30 მაისი)

ორი მოხალისე, რომლებიც ტაქსიდოში სამხრეთ კალიფორნიიდან ჩავიდნენ, წყალგაყვანილობაზე მუშაობდნენ. მათთან ერთად ასობით მოხალისე ჩავიდა ტაქსიდოში, სადაც დროებითი საცხოვრებელი ოთახები, ოფისები, საწყობები და სახელოსნოებია. აღსანიშნავია, რომ პროექტზე სამუშაოდ 1 აგვისტოს 707 მოხალისისგან შემდგარი ახალი ბრიგადა ჩავიდა.

საცხოვრებელი სახლი B (2015 წლის 9 ივნისი)

დაქირავებული ფირმის მშენებლები შენობაზე გარედან ამონტაჟებენ ბეტონის პანელებს. საცხოვრებელი სახლი B იყო ბოლო შენობა, რომელზეც დამონტაჟდა კედლის პანელები და ფანჯრები.

საცხოვრებელი სახლი C და D (2015 წლის 16 ივნისი)

დაქირავებული ფირმის მშენებლები ამონტაჟებენ C და D საცხოვრებელ სახლებთან დამაკავშირებელ ხიდს.

საცხოვრებელი სახლი C (2015 წლის 25 ივნისი)

სამშენებლო ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში აგებენ ბალახს.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 2 ივლისი)

სამშენებლო ბრიგადა დამბასთან მდებარე წყალსადინარს ანახლებს. ძველი წყალსადინარი 1950-იან წლებში აშენდა. ახალი წყალსადინარი ქარიშხლისა და ძლიერი წვიმების დროს მთავარი სამმართველოს კომპლექსისა და მის მიმდებარე ტერიტორიას დაიცავს დატბორვისგან.

საცხოვრებელი სახლი A (2015 წლის 15 ივლისი)

იმისათვის, რომ სამშენებლო ტერიტორია არ გადატვირთულიყო, გარე სამუშაოები, როგორიცაა შეღებვა და მილების საიზოლაციო მასალით დაფარვა, მიმდინარეობდა ღამით. მეორე ცვლაში — შუადღის 3 საათიდან ღამის 2 საათამდე — ასობით მოხალისე მუშაობდა.

საცხოვრებელი სახლი D (2015 წლის 20 ივლისი)

ტექნიკური ბრიგადის წევრი ასწავლის მოხალისეს, როგორ უნდა დაიფაროს მილები საიზოლაციო ლენტით.

საცხოვრებელი სახლი B (2015 წლის 21 ივლისი)

მოხალისე ღებავს B საცხოვრებელი სახლისა და მომსახურების შენობასთან დამაკავშირებელ ხიდს.

ტაქსიდო (2015 წლის 27 ივლისი)

მოხალისეების ჯგუფი დგას ავტოსადგომზე. ისინი უორიკში ავტობუსებით მიდიან სამშენებლო ტერიტორიამდე და იმავე ავტობუსებით ბრუნდებიან.

ტაქსიდო (2015 წლის 27 ივლისი)

სამ მოხალისეს ჭრიან თმას. ტაქსიდოში, უორიკსა და მონტგომერში ყოველკვირა 400-ზე მეტი მოხალისე იჭრის თმას.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 3 აგვისტო)

მოხალისეები აწყობენ ყალიბებს ბეტონის ჩასასხმელად, სადაც გეოთერმული სადგური აშენდება. 120 ჭაბურღილის მეშვეობით, რომელთაგანაც ზოგი 150 მეტრის სიღრმისაა, ეს გეოთერმული ენერგიის სადგური ნაწილობრივ უზრუნველყოფს გათბობის და გაგრილების სისტემას ზამთარსა და ზაფხულში. გეოთერმული სითბო ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და იაფი ენერგიის წყაროა.

მონტგომერი, ნიუ-იორკი (2015 წლის 7 აგვისტო)

მომწოდებლისგან მიღებული მასალები დაკომპლექტდა, რომლებსაც სხვადასხვა სამუშაოებისთვის გამოიყენებენ უორიკის სამშენებლო ობიექტზე.

ტაქსიდო (2015 წლის 14 აგვისტო)

წყვილი (მარჯვნიდან მეორე და მესამე), რომელიც უორიკის სამშენებლო პროექტზე მოხალისედ მუშაობს, სადილობს იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ ოჯახთან ტაქსიდოში. ეს ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, რომლებმაც მოხალისეები გულთბილად მიიღეს თავიანთ სახლებში საცხოვრებლად.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 17 აგვისტო)

მოხალისე ამოწმებს სიმაღლის დონეს ოპტიკური ნიველირით.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 20 აგვისტო)

დასრულდა ფანჯრების დამონტაჟება მთავარ შესასვლელში, სადაც ექსკურსიაზე მისულ სტუმრებს მიიღებენ.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 26 აგვისტო)

კედლის პანელებისა და სახურავების დამონტაჟება B საცხოვრებელ სახლზე დაიწყო მაისში და დასრულდა აგვისტოში. უკვე დამონტაჟებულია შენობებთან დამაკავშირებელი ხიდები; გამწვანებაზეც დაიწყო მუშაობა.

გაიგეთ მეტი

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?