წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2014 წლის სექტემბერი-დეკემბერი, ნაწილი 2)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2014 წლის სექტემბერი-დეკემბერი, ნაწილი 2)

ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

უორიკის კომპლექსის მაკეტი

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

ავტოსადგომი სტუმრებისთვის (2014 წლის 11 სექტემბერი)

ლითონის მასალა C საცხოვრებელი სახლის სახურავის კარკასისთვის.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2014 წლის 18 სექტემბერი)

ხედი სამხრეთიდან; უკანა პლანზე მოჩანს ლურჯი ტბა, ხოლო წინა პლანზე ვხედავთ, როგორ სრულდება B საცხოვრებელი სახლისთვის საძირკვლის ჩასხმა. სამშენებლო ობიექტზე ერთდროულად 13 ამწე მუშაობს.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 26 სექტემბერი)

ფოლადის შველერები და ძელები გამზადებულია კარკასის ასაწყობად. ასეთი ტიპის რკინის კონსტრუქციები დიდი და ფართე დარბაზების აშენების საშუალებას იძლევა; ამავე დროს, აჩქარებს პროექტის დასრულებას.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2014 წლის 9 ოქტომბერი)

C საცხოვრებელი სახლის სახურავისთვის აგებული ლითონის კარკასი მეტალითა და წყალგაუმტარი მასალით იფარება. უკანა პლანზე ვხედავთ, როგორ აგებენ ნახევარგანიან სახურავის კარკასს.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 15 ოქტომბერი)

კონტრაქტორები ფოლადის შველერებით აგებენ კარკასს. შენობის ამ ნაწილში განთავსდება სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო და სხვა სახის მომსახურებისთვის საჭირო განყოფილებები.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2014 წლის 15 ოქტომბერი)

ძმას, რომელიც საკანალიზაციო ჭაში მუშაობს, საწმენდ ჯაგრისს აწვდიან.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2014 წლის 20 ოქტომბერი)

საცდელი კედელი, რომელიც იმ მიზნით აიგო, რომ განესაზღვრათ, როგორი უნდა ყოფილიყო აგურისა და დუღაბის გამოყენების შედეგად კედლის ფასადი. ის აგრეთვე ნიმუშად გამოიყენებოდა ახალმოსული კალატოზებისთვის. მისი საჭიროება უკვე აღარ არის, ამიტომ შლიან.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 31 ოქტომბერი)

ასაწყობი ტიპის სახურავის ერთ ნახევარს ამწეთი დებენ შენობაზე. სამკუთხა ფორმის სახურავი გაალამაზებს შენობის ფასადს.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2014 წლის 7 ნოემბერი)

ამწეთი ჩამოაქვთ 95 000 ლიტრიანი ავზი, რომელიც საწვავისთვისაა განკუთვნილი. მსგავსი ავზების მეშვეობით მოხდება ბოილერების საწვავით მომარაგება.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 12 ნოემბერი)

ფოტოზე ნაჩვენებია შენობის სამხრეთ ფასადი. სურათის მარჯვენა კიდეში ჩანს ლურჯი ტბა. შენობის ფასადის გასალამაზებლად ხდება სხვადასხვა ფერის წინასწარ გამზადებული მასალის გამოყენება.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2014 წლის 21 ნოემბერი)

სანტექნიკოსი წყვილი ამონტაჟებს საკანალიზაციო მილებს, რის შემდეგაც ზედაპირზე ბეტონს დაასხამენ.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 28 ნოემბერი)

მოხალისეები წმენდენ დათოვლილ სახურავს.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2014 წლის 1 დეკემბერი)

კიდევ ერთი სანტექნიკოსი წყვილი წყალგაყვანილობის სისტემის გეგმას ამოწმებს.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2014 წლის 10 დეკემბერი)

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხდება ბეტონის ყალიბების აწყობა და ბეტონის ჩასხმა. სურათის მარცხენა კიდეში ჩანს მშენებარე ადმინისტრაციული შენობა. მისი გარკვეული ნაწილი დაფარულია სპეციალური ბრეზენტით, რათა ხანძარდამცავი მასალისა და ჩასხმული ბეტონისთვის საჭირო ტემპერატურა იყოს შენარჩუნებული. ამგვარად სამუშაოები ზამთარშიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლი D (2014 წლის 12 დეკემბერი)

კედლის პანელების დამაგრებამდე მშენებლები ორთქლგაუმტარი მასალით ფარავენ ბეტონის ფილებსა და სვეტებს.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2014 წლის 15 დეკემბერი)

დასავლეთით ასეთი ხედია გადაშლილი. სურათის ბოლოში ჩანს საცხოვრებელი სახლები, ცენტრში კი, მარჯვენა მხარეს — თეთრი ფერის ადმინისტრაციული შენობა. დაახლოებით 100 ჰექტარი მიწიდან მშენებლობისთვის 20 პროცენტზე ნაკლები იქნა გამოყენებული, რაც საშუალებას გვაძლევს, ირგვლივ მდებარე ტყე ხელუხლებელი დავტოვოთ.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2014 წლის 15 დეკემბერი)

აღმოსავლეთით ასეთი ხედი იშლება. წინა პლანზე ვხედავთ C და D საცხოვრებელ შენობებს. სრულდება სამუშაოები C საცხოვრებელი სახლის სამკუთხა სახურავზე, რომელზეც ლითონის პანელებს ამაგრებენ.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 25 დეკემბერი)

დურგალი აგებს ლამინატს იმ ოთახში, რომელიც ნიმუშად გამოიყენება. წინასწარ მოწყობილი 4 ასეთი ოთახი ნიმუშად იქნება აღებული საცხოვრებელი სახლების ოთახების მოსაწყობად. სანიმუშო ოთახებისთვის წინასწარ არის შერჩეული საღებავი, ხალიჩა, ლამინატი, კაფელი და სამზარეულოს ინვენტარი.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 31 დეკემბერი)

მშენებელი ხელით ასწორებს ბეტონის ზედაპირს, რათა იატაკს ისეთი დაქანება ჰქონდეს, რომ წყალი ჩასადინარში ადვილად ჩავიდეს.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 31 დეკემბერი)

ტექნიკოსს, რომელიც 77 წლისაა, მრავალწვერიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს. იმ დროისთვის, როცა ეს პროექტი დასრულდება, მთლიანობაში 32 კილომეტრი სიგრძის კაბელი იქნება გაყვანილი.

გაიგეთ მეტი

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.