იეჰოვას მოწმეები კესონ-სიტიში (ფილიპინები) აშენებენ ფილიალის ახალ შენობებს და უკვე არსებულ შენობებს არემონტებენ. ვინაიდან ამჟამად ფილიპინელებისთვის ლიტერატურა იაპონიის ფილიალის სტამბაში იბეჭდება, ყოფილი სტამბის შენობაში განთავსდება კომპიუტერული, ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო, ტექნიკური მომსახურების, გზავნილების და მთარგმნელობითი განყოფილებები. ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები ყოფილი სტამბის თუ სხვა შენობებში 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით. ამ პროექტის დასრულება იგეგმება 2016 წლის ოქტომბრისთვის.

ფილიპინების ფილიალის კომპლექსის მაკეტი. ქვემოთ ჩამოთვლილია შენობები, რომელთა მშენებლობა და რემონტი მიმდინარეობს.

  • შენობა 4 (საცხოვრებელი სახლი)

  • შენობა 5 (აუდიო-ვიდეო სტუდია, სამსახურებრივი განყოფილება)

  • შენობა 6 (ავტოსარემონტო, შემდუღებელთა სახელოსნო და გამწვანებაზე მომუშავეთათვის განკუთვნილი ადგილი)

  • შენობა 7 (კომპიუტერული, ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო, ტექნიკური მომსახურების, გზავნილების და მთარგმნელობითი განყოფილებები)