წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უორიკში იეჰოვას მოწმეების მხარდამხარ მრავალი ადამიანი შრომობს

უორიკში იეჰოვას მოწმეების მხარდამხარ მრავალი ადამიანი შრომობს

ბევრს აოცებდა იმის დანახვა, თუ რა გულმოდგინედ შრომობდნენ იეჰოვას მოწმეები უორიკში სამშენებლო პროექტზე. იმ კომპანიის დირექტორმა, რომელიც ლიფტების დამონტაჟებაზე მუშაობს, ერთ მოხალისეს უთხრა: „ნამდვილი გმირობაა ის, რასაც თქვენი გუნდი აკეთებს. ანაზღაურების გარეშე დღეს იშვიათად თუ იმუშავებს ვინმე“.

როდესაც ამ კომპანიის დირექტორმა და მასთან ერთად სხვებმა შეიტყვეს, რომ იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს მშენებლობაში ძირითადად მოხალისეები მიიღებდნენ მონაწილეობას, იფიქრეს, რომ ისინი ადგილობრივი მოწმეები იქნებოდნენ, რომლებიც მხოლოდ შაბათ-კვირას იმუშავებდნენ. მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგეს, რომ ამ პროექტზე სამუშაოდ იეჰოვას მოწმეები მთელი ნიუ-იორკიდან ჩამოვიდნენ და იმისათვის, რომ უორიკში რამდენიმე თვე ან წელი ემუშავათ, სამსახურებიც კი მიატოვეს.

2015 წლის ბოლოს უორიკში ამერიკის შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად დაახლოებით 23 000 მოხალისე მუშაობდა. მოწმეების გარდა, ამ პროექტში 750-მდე მშენებელი იღებდა მონაწილეობას. ამ მშენებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეებს შორის არსებულმა სითბომ და სიყვარულმა.

სასიამოვნო გარემო

ფანჯრებისა და ასაწყობი კედლების მწარმოებელი კომპანიის მენეჯერმა მოწმეებს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ჩვენი კომპანიის თანამშრომლები აღფრთოვანებულები არიან თქვენი ხალხის საქმისადმი დამოკიდებულებით. სწორედ ამიტომაა, რომ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ თქვენთან“.

მოწმეებმა საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მშენებლები დაიქირავეს. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ სამმა მშენებელმა გადაწყვიტა, უორიკში გაეგრძელებინა მუშაობა. მათ დატოვეს თავიანთი სამსახური და იმ კომპანიაში დაიწყეს მუშაობა, რომელიც კვლავ აგრძელებდა იეჰოვას მოწმეებთან თანამშრომლობას.

პროექტზე მომუშავე ზოგ მშენებელზე დიდი გავლენა მოახდინა იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულმა თვისებებმა. იმ კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ფუნდამენტის ჩაყრაზე მუშაობს, რამდენიმე თვე ითანამშრომლა იეჰოვას მოწმეებთან უორიკში. მათთან ურთიერთობამ მასზე იმდენად დადებითად იმოქმედა, რომ ქცევა და საუბრის მანერაც კი შეიცვალა, რაც მის ცოლს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ის აღნიშნავს: „ჩემს ქმარს ვეღარ ვცნობ“.

ისინი არ აპირებენ სამუშაოს გაცდენას

მამაკაცების მხარდამხარ იეჰოვას მოწმე ქალებიც გულმოდგინედ შრომობდნენ — მართავდნენ ავტობუსებსა და სამშენებლო ტექნიკას, ალაგებდნენ ოთახებს, ასრულებდნენ მდივნის მოვალეობებს, არეგულირებდნენ ტრანსპორტის მოძრაობას; მუშაობდნენ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებზე, მილების საიზოლაციო ლენტით დაფარვასა და თაბაშირ-მუყაოს კედლების დაყენებაზე. ისინი აგრეთვე ამონტაჟებდნენ საკანალიზაციო მილებს და ასხამდნენ ბეტონს.

ერთმა მშენებელმა, რომელიც სახურავებს ამონტაჟებს, შენიშნა, რომ ზოგი წყვილი ავტობუსიდან სამუშაო ადგილამდე ხელიხელჩაკიდებული მიდიოდა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. მშენებელს არც ის დარჩენია შეუმჩნეველი, რომ ქალები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ის აღნიშნავს: „ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ცოლები უბრალოდ ქმრებს ახლდნენ და მუშაობას სულაც არ აპირებდნენ. მაგრამ, როცა მუშაობა იწყებოდა, ისინი ისე შრომობდნენ, რომ კაცებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. ნიუ-იორკში ბევრ სამშენებლო პროექტზე მიმუშავია, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს“.

2014-2015 წლებში უჩვეულოდ ცივი ზამთარი იყო. ისეთი სუსხიანი ამინდები იყო, რომ გარეთ გამოსვლა და მუშაობა არავის მოუნდებოდა. ჯერემი, მშენებლობის ზედამხედველის დამხმარე, იხსენებს: «მეტისმეტად ცუდი ამინდების დროს ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი მკითხავდა ხოლმე: „ხვალ სამუშაოდ ქალებიც მოვლენ?“

— „დიახ“, — ვპასუხობდი მე.

— „ისინიც, ვინც ტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ?“

— „დიახ“, — კვლავ მივუგებდი.

მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ის თავის თანამშრომლებს აფრთხილებდა, სამუშაოდ გამოსულიყვნენ, რადგან ცივი ამინდის მიუხედავად, იეჰოვას მოწმე ქალებიც კი არ აპირებდნენ სამუშაოს გაცდენას».

ავტობუსის მძღოლები სიამოვნებით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს

მოწმეებმა 35-ზე მეტი ავტობუსი დაიქირავეს მოხალისეთა ტრანსპორტირებისთვის.

ერთხელ ერთმა მძღოლმა ასეთი რამ გვითხრა: „თქვენთან თანამშრომლობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გთხოვთ, მისწეროთ ჩემს უფროსს, რომ როცა კი ჩვენი მომსახურება დაგჭირდებათ, მე გამომიშვას. თქვენ ბიბლიიდან ბევრი რამ მასწავლეთ. მანამდე არც ღვთის სახელი ვიცოდი და არც ის, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა. ახლა სიკვდილის აღარ მეშინია. მომავალ კვირას აუცილებლად გესტუმრებით სამეფო დარბაზში“.

დამიანა, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც უორიკში მუშაობდა, გვიყვება: «ერთხელ, როცა ავტობუსში ავედით მძღოლმა გვითხრა, რომ რაღაც ჰქონდა ჩვენთვის სათქმელი. მან აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის სხვადასხვა ადგილიდან სამშენებლო ტერიტორიამდე მისი ავტობუსით 4 000-მდე იეჰოვას მოწმეს უმგზავრია. ის ამბობს: „მართალია, ყველანი განსხვავებულები ხართ, მაგრამ ეს ხელს არ გიშლით, იშრომოთ ერთმანეთის მხარდამხარ. ამის დანახვა, მართლაც რომ სასიამოვნოა“. მან ისიც თქვა, რომ იეჰოვას მოწმეებთან საუბარი ძალიან უყვარს.

როცა მძღოლმა საუბარი დაასრულა, ერთმა იეჰოვას მოწმემ ჰკითხა: „მოგწონთ ჩვენი სიმღერები?“ მან ღიმილით გვიპასუხა: „დიახ! შეგიძლიათ 134-ე სიმღერა იმღეროთ?“». *

^ აბზ. 21 134-ე სიმღერა მოცემულია წიგნში „უმღერეთ იეჰოვას“. ამ სიმღერის სათაურია „როდესაც ყველაფერი ახალი იქნება“. მასში აღწერილია ის სიხარული, რომელიც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში დაგვეუფლება.

გაიგეთ მეტი

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?