წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2014 წლის მაისი-აგვისტო, ნაწილი 1)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2014 წლის მაისი-აგვისტო, ნაწილი 1)

იეჰოვას მოწმეები უორიკში (ნიუ-იორკი) ახალ კომპლექსს აშენებენ, სადაც მსოფლიო მთავარი სამმართველო განთავსდება. 2014 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. და-ძმები მუშაობდნენ ავტოსარემონტო სახელოსნოს, ადმინისტრაციული შენობის და C და D საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ეს ფოტოები წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობდა ამ მეტად დატვირთული თვეების განმავლობაში.

უორიკის კომპლექსის მაკეტი

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

სამშენებლო ობიექტი უორიკში (2014 წლის 1 მაისი)

სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთით მშვენიერი ხედი იშლება. ფოტოზე აღბეჭდილია ლურჯი ტბა; წინა პლანზე ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს D საცხოვრებელი სახლის სარდაფის მშენებლობა. ტბასთან ახლოს C საცხოვრებელი სახლისთვის ბეტონის კონსტრუქციები მზადდება.

ასაწყობი ტიპის კონსტრუქციები სამშენებლო ობიექტიდან მოშორებით დამზადდა (2014 წლის 14 მაისი)

მშენებლები აწყობენ ასაწყობი ტიპის სააბაზანოებს საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც შედგება კარკასისგან, კედლებისგან და სავინტილაციო სისტემისგან; აგრეთვე ხდება იმის გათვალისწინება, თუ სად უნდა გაიყვანონ ელექტრობა და წყალგაყვანილობის სისტემა, ამასთან, სად უნდა განთავსდეს საშხაპე. როცა ასაწყობი ტიპის სააბაზანოს შენობაში დაამონტაჟებენ, ის დასრულებულ სახეს მიიღებს.

ავტოსარემონტო სახელოსნო (2014 წლის 22 მაისი)

სანტექნიკოსები ამჟამად სარდაფში მუშაობენ. სანამ პროექტი დასრულდება, შენობის ამ ნაწილს სასადილოდ გამოვიყენებთ, რომელიც დაახლოებით 500 კაცს დაიტევს, ამავე შენობის სხვა ნაწილებში განთავსებული სასადილო კი დამატებით კიდევ 300 ადამიანს მოემსახურება. პროექტის ბოლოსთვის ეს დროებითი სასადილო ოთახები მოიშლება და საბოლოოდ ეს შენობა ავტოსარემონტო სახელოსნო გახდება.

ავტოსარემონტო სახელოსნო (2014 წლის 2 ივნისი)

მშენებლების ერთი ჯგუფი სახურავის გამწვანებაზე მუშაობს. მწვანე საფარის წყალობით ნაკლებად ბინძურდება გარემო, რადგან იგი ხელს უწყობს ელექტროენერგიის დაზოგვას, ამცირებს ნალექის რაოდენობას და ფილტრავს წვიმის ჭუჭყიან წყალს.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 5 ივნისი)

ეს კომპლექსი ერთმანეთთან დაკავშირებული სამი შენობისგან შედგება, რომლის საერთო ფართობი 42 000 კვადრატული მეტრია. კონტრაქტორები ახლა სვეტების გასამაგრებელ რკინის კონსტრუქციებს ამზადებენ.

ავტოსარემონტო სახელოსნო (2014 წლის 18 ივნისი)

მშენებლები ჰიდროიზოლის მეშვეობით ხურავენ სახურავს, რისთვისაც გაზის სანთურას იყენებენ. უსაფრთხოებისთვის მათ დამცავი ღვედი უკეთიათ.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 24 ივნისი)

მიმდინარეობს მილგაყვანილობის, გათბობის, სავინტილაციო და კონდიცირების სისტემების მონტაჟი. უორიკის პროექტზე მშენებელთა დაახლოებით 35 პროცენტი ქალია.

მონტგომერი, ნიუ-იორკი (2014 წლის 11 ივლისი)

ეს შენობა, რომელიც გამოიყენება საწყობად და ასევე ასაწყობი ტიპის კონსტრუქციების გასაკეთებლად, 2014 წლის თებერვალში იქნა შეძენილი. მისი ფართობი შეადგენს 20 000 კვადრატულ მეტრს. სურათზე მარჯვენა კიდეში ჩანს თეთრი ყუთები; ეს ასაწყობი ტიპის სააბაზანოებია, რომლებიც უკვე გამზადებულია დანიშნულების ადგილზე გადასატანად.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 24 ივლისი)

ფოტოს წინა პლანზე ნაჩვენებია ამ შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადი; ეს საცხოვრებელი სახლი დაახლოებით 200 ადამიანზეა გათვლილი. საცხოვრებელი ოთახების ფართობი დაახლოებით 30-55 კვადრატული მეტრი იქნება. თითოეულ ოთახში განთავსდება სამზარეულო და სააბაზანო, და ყველა მათგანს ექნება პატარა აივანი.

ტექნიკური მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2014 წლის 25 ივლისი)

ამ ადგილას წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ფოტოს მარცხენა კიდეში ჩანს ქვის სამტვრევი მანქანა, რომელიც ქვა-ღორღს შემდგომი გამოყენებისთვის გადაამუშავებს. პროექტის დამთავრებისთვის დაახლოებით 260 000 კუბური მეტრი მიწა იქნება გატანილი უორიკის სამშენებლო ობიექტიდან. ყოველდღე საშუალოდ 23 თვითმცლელი მუშაობს.

ავტოსარემონტო სახელოსნო (2014 წლის 30 ივლისი)

სახურავი იფარება მცენარეული საფარით.

სამშენებლო ობიექტი უორიკში (2014 წლის 8 აგვისტო)

ფოტო გადაღებულია ამწეს კალათიდან. აი, ასეთი ხედი იშლება ადმინისტრაციული შენობის მხრიდან სამხრეთ-დასავლეთით. სურათის წინა პლანზე, მარცხენა კუთხეში ვხედავთ სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის დასრულებულ შენობას, სადაც ამჟამად იქ ჩასული მოხალისე მშენებლები აყენებენ თავიანთ მანქანებს; სადგომი ყოველდღე მანქანებითაა გადაჭედილი. ზოგ იეჰოვას მოწმეს, რომლებიც უორიკში სამი-ოთხი დღით ჩადიან სამუშაოდ, ობიექტამდე მისასვლელად თითქმის 12 საათი უწევს მგზავრობა.

ავტოსარემონტო სახელოსნო (2014 წლის 13 აგვისტო)

მალე დასრულდება დროებითი სასადილოს მოსამზადებელი სამუშაოები. მონიტორების (ჯერ არ არის დამონტაჟებული) და ჭერზე დაკიდებული ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით მშენებლები მოისმენენ დილის თაყვანისცემას და სხვა მსგავსი სახის პროგრამებს, რომლებიც გადმოიცემა შეერთებული შტატების ფილიალიდან.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 14 აგვისტო)

უკვე სრულდება ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ბეტონის ჩასხმა. სურათზე მარჯვნივ მშენებელს ბეტონის ვიბრატორი უჭირავს, რომლის მეშვეობით ჰაერი გამოიდევნება, რაც ბეტონის სიმყარეს უწყობს ხელს.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 14 აგვისტო)

ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ შენობის შუა ნაწილში ელექტროგაყვანილობის სისტემა ბეტონით დაიფაროს.

ადმინისტრაციული შენობა (2014 წლის 14 აგვისტო)

თითქმის დასრულდა პირველ სართულზე ბეტონის ჩასხმა. რაც ამ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ ამდენი ბეტონი ერთ ჯერზე არ ჩაუსხამთ. ბეტონის რაოდენობამ 540 კუბური მეტრი შეადგინა, რომელიც უორიკის სამშენებლო ტერიტორიაზე ჩვენივე ბეტონის ქარხანაში მომზადდა; ამის შემდეგ მის გადასატანად 8 ბეტონსარევი და 2 ბეტონსაქაჩი პომპი იქნა გამოყენებული. ბეტონის ჩასხმა დაახლოებით ხუთსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ცენტრში კიბეებიანი კოშკურაა აღმართული.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 14 აგვისტო)

მშენებლები სახურავზე დამცავ მოაჯირს აკეთებენ. უკანა პლანზე ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს A საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ჩაყრა.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 15 აგვისტო)

ასაწყობი ტიპის სააბაზანოები ამწეთი მესამე სართულზე ააქვთ. ჩვენ ბევრ მსგავსი ტიპის კონსტრუქციას ვიყენებთ, რაც ხელს უწყობს იმას, რომ არ გადაიტვირთოს სამშენებლო ობიექტი და პროექტი სწრაფად დასრულდეს.

საცხოვრებელი სახლი C (2014 წლის 20 აგვისტო)

კონტრაქტორები შენობაზე გარედან ამონტაჟებენ ბეტონის პანელებს, რომლებიც ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს. ეს პანელები უკვე შეფერილია; ასე რომ, არც შეღებვას საჭიროებს და არც დიდ მოვლა-პატრონობას. მათ დამონტაჟებას ბევრი დრო არ სჭირდება, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ პროექტზე მუშაობას დროულად დავასრულებთ.

სამშენებლო ობიექტი უორიკში (2014 წლის 31 აგვისტო)

ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან. წინა პლანზე ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს D საცხოვრებელი სახლის შემდეგი სართულის მოსამზადებელი სამუშაოები; უკანა პლანზე კი მოჩანს C საცხოვრებელი სახლი, რომელიც თითქმის დასრულებულია.