წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის იანვარი-აპრილი, ნაწილი 3)

ფოტოგალერეა „უორიკი“ (2015 წლის იანვარი-აპრილი, ნაწილი 3)

ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით

უორიკის კომპლექსის მაკეტი

  1. ავტოსარემონტო სახელოსნო

  2. ავტოსადგომი სტუმრებისთვის

  3. მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის

  4. საცხოვრებელი სახლი B

  5. საცხოვრებელი სახლი D

  6. საცხოვრებელი სახლი C

  7. საცხოვრებელი სახლი A

  8. ადმინისტრაციული შენობა

ავტოსარემონტო სახელოსნო (2015 წლის 2 იანვარი)

ჰაროლდ კორკერნი, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტს უწევს დახმარებას, კითხულობს მოხსენებას, სახელწოდებით „მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები!“. უორიკში ხშირად ჩადიან ძმები, რომ გამამხნევებელი მოხსენებები წაუკითხონ მოხალისეებს.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 14 იანვარი)

თეთრი სპეციალური ბრეზენტი, რომლითაც შენობაა შეფუთული, იცავს მშენებლებს, რათა ზამთრის პერიოდში შეძლონ სამუშაოების შესრულება. შენობის ამ ნაწილში განთავსდება სასადილო, მედპუნქტი, სამზარეულო და სამრეცხაო.

საცხოვრებელი სახლი D (2015 წლის 16 იანვარი)

ელექტრიკოსებს გაჰყავთ კაბელები. საცხოვრებელ შენობებში 12 000 მეტრზე მეტი კაბელი გაიყვანეს. უორიკში ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო ტერიტორიის ყიდვისთანავე და გაგრძელდება პროექტის დასრულებამდე.

საცხოვრებელი სახლი A (2015 წლის 16 იანვარი)

მშენებელი საიზოლაციო ლენტას გარშემო აკრავს აივანს, რომელიც წყალგაუმტარი მასალით დაიფარება. ეს აივნები, რომლებიც ბოლო სართულზეა, მოპირკეთდება ორგანული მინით — წყალგაუმტარი საფარით, რომლის დაგებაც თხევადი სახით ხდება.

საცხოვრებელი სახლი A (2015 წლის 23 იანვარი)

ელექტრიკოსების ბრიგადაში მომუშავე მამას თავის ქალიშვილთან ერთად დენის კაბელები გაჰყავს საცხოვრებელ ოთახებში.

ავტოსარემონტო სახელოსნო (2015 წლის 6 თებერვალი)

დროებით მოწყობილ სასადილოში მშენებლები გემრიელად შეექცევიან სადილს. ყოველდღიურად 2 000-ზე მეტი მოხალისისთვის მზადდება სადილი.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 12 თებერვალი)

სამშენებლო ბრიგადა ამონტაჟებს რკინის კონსტრუქციებს სახელოსნოების საძირკვლისთვის.

საცხოვრებელი სახლი C (2015 წლის 12 თებერვალი)

ბავშვები თავიანთ წერილებში მადლიერებას გამოხატავენ მშენებლების მიმართ. ბევრი მოხალისე პროექტზე მცირე ხნით მუშაობს. ყოველკვირა თითქმის 500 ახალი მშენებელი ჩამოდის. თებერვალში ყოველდღე დაახლოებით 2 500 მოხალისე მუშაობდა უორიკის სამშენებლო ობიექტზე.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 24 თებერვალი)

სამუშაოების თითქმის 60 პროცენტი უკვე დასრულებულია. 2015 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დასრულდა საცხოვრებელი სახლების საყრდენი კონსტრუქციების აგება და ადმინისტრაციული შენობის რკინის კონსტრუქციების აწყობა. ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლებმა აგრეთვე დაიწყეს ბეტონის პანელების დაყენება მომსახურების შენობაზე; ასევე საცხოვრებელი სახლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკების დაგება და ლურჯ ტბაზე დამცავი ჯებირის აღდგენა.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 25 თებერვალი)

კიბეებიანი კოშკურას ძირიდან გადაღებული სურათი. ხუთსართულიანი კოშკურას რკინის კონსტრუქციები კონტრაქტორებმა ააგეს, ხოლო ბეტონი მოხალისე მშენებლებმა ჩაასხეს.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 26 თებერვალი)

ზამთრის ერთ სუსხიან დღეს სამშენებლო ბრიგადა ამონტაჟებს პირველი სართულის რკინის კონსტრუქციებს. იანვრიდან მარტის ჩათვლით უორიკში თოვლის საფარმა თითქმის 127 სანტიმეტრს მიაღწია. პერიოდულად მოხალისეები თოვლისგან წმენდნენ სამშენებლო ობიექტს. ზამთრის პერიოდში მოხალისეებისთვის სპეციალურად იყო მოწყობილი ოთახები, რათა გამთბარიყვნენ.

ავტოსადგომი სტუმრებისთვის (2015 წლის 12 მარტი)

სახურავის კარკასზე ამაგრებენ ლითონის პანელებს. აპრილის ბოლოსთვის თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლის სამკუთხა სახურავი უკვე გამზადებული და დამონტაჟებული იყო. B საცხოვრებელი სახლის სახურავების დამონტაჟება დასრულდება ივნისის შუა რიცხვებში.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 18 მარტი)

ამწეს კაბინიდან მოჩანს B საცხოვრებელი სახლი.

მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის (2015 წლის 18 მარტი)

სანტექნიკოსები ბეთელელებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის წინ დგანან და ამოწმებენ ნახაზებს. მთლიანი პროექტისთვის 3 400-ზე მეტი კონსტრუქციული ნახაზი გაკეთდა.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 23 მარტი)

ამწეს კალათიდან მოხალისეები შენობას აკრავენ სპეციალურ დამცავ ბრეზენტს. დროდადრო მშენებლებისთვის ტარდება ტრეინინგები, რათა ამწეს მემანქანეებმა უსაფრთხოდ მართონ მანქანა და სხვა დანადგარები. ხშირად ტარდება აგრეთვე შეხვედრები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სადაც მოხალისეებს ეძლევათ მითითებები, თუ როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები, როცა ამწეს კალათიდან მუშაობენ, ასევე როგორ გამოიყენონ აირწინაღები და როგორ გადაიტანონ ამწეთი ტვირთი უსაფრთხოდ.

უორიკის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 30 მარტი)

დასავლეთით გადაშლილი ხედი. სურათზე ნაჩვენებია საცხოვრებელი სახლები. აპრილის ბოლოს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები ტექნიკურ და ელექტრო სისტემებზე A, B და D საცხოვრებელ სახლებში. C საცხოვრებელ სახლში დაიწყო თაბაშირ-მუყაოს კედლებზე მუშაობა, კაფელის დაგება და სამღებრო სამუშაოები.

საცხოვრებელი სახლი B (2015 წლის 15 აპრილი)

ორი მოხალისე ამწეს კალათიდან ჰიდროსაიზოლაციო მასალით ფარავს შენობის ფასადს. დაახლოებით ორი თვეა საჭიროა, რომ თითოეული შენობა ამ მასალით დაიფაროს.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 27 აპრილი)

კალატოზები აშენებენ გრანიტის კედელს. შენობის ეს ნაწილი განკუთვნილი იქნება ტვირთის მიმღები და სხვადასხვა სახის მომსახურების განყოფილებებისთვის.

ადმინისტრაციული შენობა (2015 წლის 30 აპრილი)

დაქირავებული მყვინთავი ლურჯ ტბაში ცვლის სპეციალურ სარქველს. ქარიშხლის დროს, სულ რაღაც, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შესაძლებელია წყლის დონის დაწევა, რათა თავიდან იქნას არიდებული ტერიტორიის დატბორვა.

გაიგეთ მეტი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს ნიუ-იორკი

რატომ გადავიდა ერთი წყვილი თავიანთი საოცნებო სახლიდან პატარა სახლში?