წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უოლკილსა და უორიკში მშენებლობა მიმდინარეობს

უოლკილსა და უორიკში მშენებლობა მიმდინარეობს

შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა ორი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტი ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან ჩასული მოხალისეები იღებენ.

უოლკილი (ნიუ-იორკი): აქ 1 600-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. ამ კომპლექსში იბეჭდება იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა. კომპლექსის გაფართოების მიზნით უოლკილში მშენებლები, რომელთა უმეტესობაც მოხალისეა, აშენებენ სამსართულიან საოფისე შენობას, ავტოფარეხსა და სამსართულიან საცხოვრებელ სახლს. 2012 წელს მოხალისეებმა დაასრულეს ტექნიკური მომსახურების შენობა და გააფართოვეს სასადილო, სადაც დამატებით კიდევ 200 კაცი დაეტევა.

იეჰოვას მოწმეებს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიაში, გერმანიასა და მექსიკაში აქვთ ადმინისტრაციული ცენტრები, რომლებიც ფილიალების სახელითაა ცნობილი. შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეებს აქვთ საგანმანათლებლო ცენტრი პატერსონში (ნიუ-იორკი) და ადმინისტრაციული შენობები ბრუკლინში (ნიუ-იორკი). როდესაც გაფართოება დამთავრდება, უოლკილი იქნება იეჰოვას მოწმეთა ყველაზე დიდი კომპლექსი მთელ მსოფლიოში.

უორიკი (ნიუ-იორკი): ამ კომპლექსში განთავსდება იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველო. მშენებლობის დაწყებამდე ტერიტორიაზე არსებული შენობები აიღეს. მოწმეებმა შეისყიდეს უორიკის ჩრდილოეთით 10 კილომეტრში მდებარე 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც გამოიყენებენ სამშენებლო ტექნიკისა და მასალის შესანახად. შესაბამისმა უწყებამ შეისწავლა აღნიშნული პროექტი და დაასკვნა, რომ მშენებლობა უარყოფით გავლენას არ მოახდენს გარემოზე. რადგანაც პროექტი დამტკიცდა, მოწმეები მშენებლობის დაწყების უფლებას მოითხოვენ შესაბამის ინსტანციაში. მანამდე კი იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო ფუნქციონირებას განაგრძობს ბრუკლინში (ნიუ-იორკი).