არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა „უოლკილი“ (2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ნაწილი 1)

ფოტოგალერეა „უოლკილი“ (2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ნაწილი 1)

უოლკილში (ნიუ-იორკი) სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს; იეჰოვას მოწმეები იქ არსებული კომპლექსის გაფართოებასა და განახლებაზე მუშაობენ. ეს ფოტოები წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობდა უოლკილში 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით. გეგმის თანახმად, პროექტი 2015 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

ზემოდან გადაღებული უოლკილის კომპლექსის ფოტო (2013 წლის 21 ოქტომბერი)

  1. საკვების შესანახი ადგილი შინაური ცხოველებისთვის (აიღეს 2014 წლის იანვარში)

  2. სამრეცხაო/ქიმწმენდა

  3. სასადილო

  4. საცხოვრებელი სახლი E

  5. საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა

  6. სტამბა

  7. მდინარე შავანგანკ-კილი

სამრეცხაო/ქიმწმენდა (2013 წლის 12 ივლისი)

ბეტონის პანელები, რომლებსაც ფასადისთვის გამოიყენებენ, ამწეთი ააქვთ. ეს პანელები სამშენებლო ობიექტზე ააწყვეს.

საცხოვრებელი სახლი E (2013 წლის 19 ივლისი)

მიმდინარეობს მინაბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული სარტყელის ჩამაგრება ბეტონის იატაკის ღარში. შენობები სეისმურად უფრო გამძლე რომ ყოფილიყო, დაახლოებით 7 600 მეტრი მინაბოჭკოვანი მასალა იქნა გამოყენებული.

საცხოვრებელი სახლი E (2013 წლის 5 აგვისტო)

მიმდინარეობს აგურით მოპირკეთებული ფასადის აღდგენითი სამუშაოები.

სამრეცხაო/ქიმწმენდა (2013 წლის 30 აგვისტო)

და-ძმები ტექმომსახურების ახალი საწყობისთვის ფოლადის კარკასს აწყობენ.

საცხოვრებელი სახლი E (2013 წლის 17 სექტემბერი)

ერთი ძმა სახურავის განახლებაზე მუშაობს.

საცხოვრებელი სახლი E (2013 წლის 15 ოქტომბერი)

მშენებლები ამოწმებენ, ჰაერი ხომ არ არის დარჩენილი მინაბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული სარტყლის ქვეშ. თუ სადმე დარჩენილია ჰაერი, ჭერზე დამატებით სარტყელს ამაგრებენ.

სამრეცხაო/ქიმწმენდა (2013 წლის 15 ნოემბერი)

სახურავზე ჰაერგამწოვის მილს ამონტაჟებენ.

საცხოვრებელი სახლი E (2013 წლის 9 დეკემბერი)

პატარა ბზარებს სპეციალური მასალით ავსებენ. შენობა სეისმურად უფრო გამძლე რომ ყოფილიყო, სამუშაოები წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა.

სამრეცხაო/ქიმწმენდა (2013 წლის 11 დეკემბერი)

ერთი ძმა წყლის ახალი ჭაბურღილის დასამონტაჟებლად წინამოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.

საკვების შესანახი ადგილი შინაური ცხოველებისთვის (2014 წლის 10 იანვარი)

მიმდინარეობს მარცვლეულის ელევატორის დაშლა, რომელსაც 1960 წლიდან 2008 წლამდე ვიყენებდით. ეს ელევატორი მეტად აღარ არის საჭირო, რადგან უოლკილში ქათმები, მეწველი ძროხები და ღორები აღარ გვყავს.

საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა (2014 წლის 22 იანვარი)

და-ძმები იღებენ სკამებს, რადგან დარბაზი სრულ რესტავრაციას საჭიროებს.

საკვების შესანახი ადგილი შინაური ცხოველებისთვის (2014 წლის 29 იანვარი)

ამ მარცვლეულის კონტეინერებს ერთ დროს შინაური ცხოველების საკვების შესანახად იყენებდნენ.

სტამბა (2014 წლის 3 მარტი)

აქ განთავსდება ტექნიკური მომზადების განყოფილება.

საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა (2014 წლის 4 ივლისი)

შემდუღებელი საყრდენ სვეტებს ამაგრებს.

სასადილო, საცხოვრებელი სახლი E (2014 წლის 19 სექტემბერი)

შენობის იმ ნაწილში, რომელსაც მშენებლებისთვის სასადილოდ იყენებდნენ, და-ძმები ხალიჩას აგებენ.

საცხოვრებელი სახლი E (2014 წლის 22 სექტემბერი)

პირველ სართულზე, მრგვალი ტიპის ოთახში, სრულდება თაბაშირ-მუყაოს კედლებზე მუშაობა.

საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა (2014 წლის 24 სექტემბერი)

ძმა ახალი ლიფტის შახტისთვის რკინის კონსტრუქციას ამზადებს.

სასადილო, საცხოვრებელი სახლი E (2014 წლის 2 ოქტომბერი)

გაფართოების შემდეგ სასადილო 1 980-მდე კაცს დაიტევს.

საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა (2014 წლის 22 ოქტომბერი)

ძმები საძირკვლის გაფართოებაზე მუშაობენ. ამ სამუშაოების შედეგად, ეს შენობა სეისმურად უფრო გამძლე იქნება.

გაიგეთ მეტი

ბეთელი

გულთბილად გეპატიჟებით შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსების დასათვალიერებლად!

ექსკურსიის დროს თქვენ დაათვალიერებთ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს და შეერთებული შტატების ფილიალებს.