წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ველური ბუნების დაცვა უორიკში

ველური ბუნების დაცვა უორიკში

იეჰოვას მოწმეებმა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქიდან მოშორებით ლურჯი ტბის მახლობლად ახალი მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობა დაიწყეს. როგორ იცავენ მოწმეები ირგვლივ არსებულ ველურ ბუნებასა და მის ბინადართ?

იმ ტერიტორიის გარშემო, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ხშირად შეხვდებით ჩხრიალა გველებს, წყლისა თუ ტყის კუებს. იმისათვის, რომ ტყის ბინადართა მყუდროება არ დარღვეულიყო მოწმეებმა სამშენებლო ტერიტორიას დროებითი ღობე შემოავლეს. ღობის გარშემო ტერიტორია რეგულარულად მოწმდება, რათა „დაუპატიჟებელი სტუმრები“ ტყეში უვნებლად დააბრუნონ. მშენებლობის დასრულების შემდეგ დროებით ღობეს მოხსნიან და თუ შენობასთან ახლოს ჩხრიალა გველებს აღმოაჩენენ, ამ საქმეში გამოცდილი პიროვნება მათ ტერიტორიიდან უვნებლად გაიყვანს.

სიალია

მოწმეებმა მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის გასათავისუფლებლად ხეები ზამთარში მოჭრეს, რათა სიალიას (ჩიტის სახეობა) ბუდობისთვის ხელი არ შეეშალათ. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოწმეები ხეებზე ხის ბუდეებს მიამაგრებენ, რომ ჩიტებმა თავისუფლად შეძლონ დაბრუნება.

ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით და-ძმები მიწას ასუფთავებენ და ამუშავებენ, რომ ხელი შეუწყონ გადაშენების პირას მყოფი მცენარის, უსუპის თესლის გაღივებასა და აღმოცენებას. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან მოყოლებული უორიკის სამშენებლო ტერიტორიაზე ეს მცენარე აღარ იზრდება, მოწმეები მაინც განაგრძობენ მიწის გეგმურად დამუშავებას.

ლურჯ ტბაში, რომელიც სამშენებლო ტერიტორიას ესაზღვრება, მრავლად არის თევზების ისეთი სახეობა, როგორიცაა კალმახი, ქარიყლაპია და ქორჭილა; აქვე ბინადრობს წყლის ფრინველთა ნაირსახეობა. მოწმეები ტბის გარშემო არსებულ მცენარეულ საფარს უფრთხილდებიან და იცავენ. ხოლო იმისათვის, რომ ტბა არ დაბინძურდეს პროექტის დიზაინერები ეკოლოგიური მშენებლობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მაგალითად, იგეგმება შენობების სახურავებზე მცენარეების დარგვა, რომ არ გადაიტვირთოს სანიაღვრე სისტემა, რაც თავის მხრივ, შეამცირებს დაბინძურების რისკს.

ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ პროექტში, აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე დამატებით გეგმებსა და დროს მოითხოვს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუფრთხილდეთ უორიკის ეკოსისტემას“.

გაიგეთ მეტი

იეჰოვას მოწმეების სათაო ოფისი ადგილს იცვლის

იეჰოვას მოწმეების სათაო ოფისი 1909 წლიდან ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარეობდა. რატომ გადადის სათაო ოფისი ნიუ-იორკის ჩრდილოეთით?