არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოგალერეა ბრიტანეთი (2015 წლის იანვარი — აგვისტო, ნაწილი 1)

ფოტოგალერეა ბრიტანეთი (2015 წლის იანვარი — აგვისტო, ნაწილი 1)

ბრიტანეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალი, რომელიც მილ ჰილში მდებარეობს, ადგილს იცვლის. ახალი ფილიალი აშენდება 70 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით, ქალაქ ჩელმსფორდის (ესექსი) მახლობლად. 2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ფილიალის სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 23 იანვარი)

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნებართვით, მოხალისეებმა სამშენებლო ტერიტორიაზე ხეები მოჭრეს. ისინი ცდილობდნენ, ეს საქმე მანამდე დაესრულებინათ, სანამ ჩიტების ბუდობის პერიოდი დაიწყებოდა. ხის მასალა მშენებლობისთვის შემოინახეს, ხოლო ნახერხით ბილიკები გააკეთეს ფეხით მოსიარულეთათვის.

დროებითი სასადილო (2015 წლის 30 იანვარი)

ელექტრიკოსი ყოფილი სასტუმროს შენობაში მონიტორებისთვის შტეფსელებს ამონტაჟებს. მალე ამ შენობაში სამზარეულო და სასადილო განთავსდება. მონიტორების მეშვეობით სამშენებლო ბრიგადას საშუალება ექნება, თვალი ადევნოს დილის თაყვანისმცემლობის პროგრამასა და ბეთელის „საგუშაგო კოშკის“ ოჯახურ შესწავლას.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 23 თებერვალი)

მოხალისეები ღობის შემოვლებას იწყებენ, რომელიც მალე მთელი სამშენებლო ტერიტორიის ირგვლივ გაკეთდება. რამდენადაც ეს ტერიტორია ქალაქგარეთ მდებარეობს, მშენებლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ადგილობრივი ველური ბუნება არ დააზიანონ. მაგალითად, ღობის ძირში ისინი 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე სივრცეს ტოვებენ, რომ მაჩვებმა თავისუფლად შეძლონ ღამით საკვების მოპოვება.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 23 თებერვალი)

კეთდება დროებითი გზა, რომელიც ტერიტორიას, სადაც დროებითი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, მთავარ სამშენებლო ობიექტთან დააკავშირებს.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 5 მარტი)

ხედი აღმოსავლეთიდან. სურათზე ნაჩვენებია დასრულებული დროებითი გზა. ეს გზა მთავარ სამშენებლო ტერიტორიამდე მიდის. შენობები, რომლებიც მარცხნივ მოჩანს, მშენებლებისთვის საცხოვრებელ ადგილად გადაკეთდა. მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე განთავსდება დამატებითი საცხოვრებელი ბინები.

დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია (2015 წლის 20 აპრილი)

სამშენებლო ბრიგადა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა და მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა მოინახულა. მონახულების კვირის ბოლოს სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ბრიტანეთისა და ირლანდიის ყველა კრებას ტრანსლაციით გადაეცა. ამ შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ წინა ღამით ჩელმსფორდის მუნიციპალიტეტისგან მიიღეს მშენებლობის ნებართვა.

დამხმარე შენობების ტერიტორია (2015 წლის 13 მაისი)

მოხალისეები ორ ასაკოვან მუხას შორის ფესვების დამცავ სპეციალურ სისტემას ამონტაჟებენ. გზის ეს მონაკვეთი მთავარ სამშენებლო ობიექტს დამხმარე შენობების ტერიტორიასთან აკავშირებს. სპეციალური სისტემის წყალობით მძიმე სამშენებლო ტექნიკა ამ გზაზე გავლისას აღარ დააზიანებს ხის ფესვებს.

დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია (2015 წლის 21 მაისი)

მოხალისეები ელექტროენერგიის კაბელების, კანალიზაციისა და წყლის მილების გასაყვანად თხრილებს აკეთებენ. სურათის უკანა მხარეს მოჩანს 50 დროებითი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე, რომლებშიც მშენებლები იცხოვრებენ.

დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია (2015 წლის 16 ივნისი)

სანტექნიკოსი ერთ-ერთი დროებითი საცხოვრებელი ბინისთვის წყლის მილებს ამონტაჟებს.

დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია (2015 წლის 16 ივნისი)

ხედი აღმოსავლეთიდან. სურათზე ნაჩვენებია დროებითი საცხოვრებელი ბინები. წინა პლანზე მოჩანს დამატებითი ბინებისთვის მომზადებული ადგილები. მარცხნივ მდებარეობს სხვა დამხმარე შენობები, მათ შორის სასადილო მშენებლებისთვის. ფილიალის მთავარი შენობა განთავსდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც სურათის უკანა მხარეს, შუა ნაწილშია.

დროებითი საცხოვრებელი ბინების ტერიტორია (2015 წლის 16 ივნისი)

ტექნიკოსი ტელეკომუნიკაციისთვის განკუთვნილ ოთახში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს აერთებს. მშენებლობის დასაწყისში საჭირო იყო კომპიუტერული ქსელი და ინტერნეტ კავშირი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო სხვა ფილიალებთან და მთავარ სამმართველოსთან დაკავშირება.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 6 ივლისი)

დაქირავებული სპეციალისტი GPS მოწყობილობის მეშვეობით თხრილების ადგილმდებარეობას ადგენს. ეს თხრილები არქეოლოგებს ეხმარება, შეაფასონ ტერიტორია, სანამ მშენებლობა დაიწყება. მართალია, ჩელმსფორდის მახლობლად ერთ დროს რომაელები ცხოვრობდნენ, მაგრამ თავდაპირველი გათხრების დროს, როდესაც 107 თხრილი გაკეთდა, არანაირი ისტორიული მნიშვნელობის ნივთი არ იქნა აღმოჩენილი.

დამხმარე შენობების ტერიტორია (2015 წლის 6 ივლისი)

მოხალისე კარის ჩარჩოს ჭრის. დამხმარე შენობების ტერიტორიაზე მდებარე ზოგიერთი შენობა განახლდა და სახელოსნოებად გადაკეთდა. აქვე განლაგდება დროებითი ოფისებიც.

დამხმარე შენობების ტერიტორია (2015 წლის 6 ივლისი)

მოხალისე ავტოთვითმცლელში მიწას ყრის, რომლითაც თხრილებს ამოავსებენ.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 7 ივლისი)

ხედი სამხრეთიდან. სურათზე ჩანს ტერიტორია, რომელიც 34 ჰექტარს მოიცავს. ახლოს მდებარე მთავარი გზის მეშვეობით (სურათზე არ ჩანს) ადვილად არის შესაძლებელი ნავსადგურამდე, აეროპორტამდე და ლონდონამდე მისვლა.

ფილიალის სამშენებლო ობიექტი (2015 წლის 23 ივლისი)

დაქირავებული მშენებლები ძველ შენობებს ანგრევენ და ტერიტორიას ახალი ფილიალის მშენებლობისთვის ამზადებენ.

დამხმარე შენობების ტერიტორია (2015 წლის 20 აგვისტო)

60-ტონიანი ამწეთი ასაწყობი ტიპის ოთახს დგამენ. სურათის წინა პლანზე ჩანს მომზადებული ადგილები, რომლებზეც სხვა ოთახები აიწყობა. ამ ოთახებში განთავსდება ოფისები, საიდანაც ხელმძღვანელობა გაეწევა მშენებლობას.

გაიგეთ მეტი

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

რა კეთდება იეჰოვას მოწმეების ფილიალში?

მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ფილიალის დათვალიერება ექსკურსიამძოლის დახმარებით. გულთბილად გეპატიჟებით ბეთელში!