წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

წინასწარშექმნილი აზრის დაძლევა

წინასწარშექმნილი აზრის დაძლევა

იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ ღმერთი არ არჩევს სხვადასხვა რასის ადამიანებს ერთმანეთისგან (საქმეები 10:34, 35). ჩვენ ბიბლიური ცოდნის მეშვეობით ვცდილობთ, დავეხმაროთ ადამიანებს, დასძლიონ წინასწარშექმნილი აზრები, რომლებსაც ღრმად აქვთ მათში ფესვი გადგმული.

გარდა ამისა, ჩვენ არ ვემხრობით ამა თუ იმ მოძრაობას, რომლებსაც რასობრივი თუ ეთნიკური სიძულვილი ამოძრავებთ. მაგალითად, გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები მხარს არ უჭერდნენ ჰიტლერს, რომელიც ყველგან სიძულვილს თესავდა. ასობით იეჰოვას მოწმეს ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები არ აქეზებდნენ თანამორწმუნეებს, 1994 წელს რუანდაში მომხდარ გენოციდში მიეღოთ მონაწილეობა. ზოგმა საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი და ზოგმა სიცოცხლეც კი დაკარგა მათ დასაცავად, რომელთაც ეძებდნენ და ხოცავდნენ.

რადგანაც ყველა ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილი გვაქვს, გამოვცემთ და ვავრცელებთ ბიბლიურ ლიტერატურას დაახლოებით 600 ენაზე. შედეგად, ჩვენს კრებას უერთდება ხალხი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხადება 7:9).

 

გაიგეთ მეტი

მსოფლიო მიკერძოების გარეშე როდის?

ბიბლია მრავალს დაეხმარა მიკერძოების დაძლევაში. როდის აღმოიფხვრება სრულად მიკერძოება და დისკრიმინაცია?

ენდობით ისეთ რელიგიას, რომელიც მხარს უჭერს ომს?

იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ჰყვარებოდათ მოყვასი. იცავენ დღეს ამ მცნებას რელიგიური წინამძღოლები?