წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ათასობით ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა

ათასობით ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა

2011 წელს იეჰოვას მოწმეები 5 700-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ წერა-კითხვის სწავლაში. აი, ზოგიერთი ქვეყნის მონაცემები:

განა:

ბოლო 25 წლის მანძილზე 9 000-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ წერა-კითხვის სწავლაში.

ზამბია:

2002 წლიდან მოყოლებული თითქმის 12 000 ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა. 82 წლის აგნესი ამბობს: „როცა კრების შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ წერა-კითხვის შესასწავლი კურსები ჩატარდებოდა, სიხარულით შევავსე განცხადება. პირველ გაკვეთილზე ვისწავლე, როგორ იწერებოდა ჩემი სახელი“.

პერუ:

ერთმა 55 წლის ქალმა დაწერა: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე წერა-კითხვას ვისწავლიდი, რადგან მშობლებს სკოლაში არასდროს ვუტარებივარ“.

მოზამბიკი:

ბოლო 15 წლის მანძილზე 19 000-ზე მეტმა ადამიანმა ისწავლა კითხვა. ერთ-ერთი მათგანი, ფელიზარდა, ამბობს: „ძალიან მიხარია, რომ უკვე შემიძლია სხვებს ბიბლია წავუკითხო. ეს ძალიან მიჭირდა ადრე“.

სოლომონის კუნძულები:

ფილიალი გვატყობინებს: „ადრე პერიფერიებში მცხოვრებთ სკოლაში სიარული არ შეეძლოთ. გარდა ამისა, გოგონებიდან ცოტა თუ იღებდა განათლებას. ამიტომ, მოზარდებს დიდად დაეხმარა წერა-კითხვის შესასწავლი კურსები. ამ კურსებმა ბევრს თავდაჯერებულობა შემატა“.