არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეებმა უნგრეთში შექება დაიმსახურეს

იეჰოვას მოწმეებმა უნგრეთში შექება დაიმსახურეს

2013 წლის ივნისში ცენტრალურ ევროპაში უჩვეულოდ ძლიერმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. უნგრეთში მდინარე დუნაის წყლის დონემ რეკორდულ ზღვარს მიაღწია.

საგანგებო მდგომარეობის გამო უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტრომ კითხვით მიმართა უნგრეთში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს, შეეძლოთ თუ არა მოწმეებს, დახმარებოდნენ მათ იმ ზარალის თავიდან არიდებაში, რაც შეიძლებოდა წყალდიდობას ქვეყნისთვის მიეყენებინა. საპასუხოდ ფილიალმა მდინარე დუნაის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ადიდებული წყლის შესაჩერებლად ადგილობრივი მთავრობა უწევდა ორგანიზებას.

კრებების მხრიდან გამოხმაურებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე დღის მანძილზე 900-ზე მეტი მოწმე 72 კრებიდან მონაწილეობდა დუნაის სანაპირო ზოლის გამაგრებით სამუშაოებში. მათ სთხოვეს, გაეკეთებინათ სამკერდე ნიშნები, რომელზეც უნდა დაეწერათ, რომ იეჰოვას მოწმეები არიან; მასზე პირადი სახელი და თავიანთი ქალაქის სახელიც უნდა მიეთითებინათ.

ერთ ქალაქში წითელი ჯვრის წარმომადგენელმა იეჰოვას მოწმეთა კრებას ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „თქვენ ნამდვილად იმსახურებთ მადლობის სიტყვებს და ყველა ჩვენგანის პატივისცემას! დღეს იშვიათად თუ გახდები ასეთი ერთსულოვნებისა და მზადყოფნის მოწმე! იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რამხელა მანძილი გამოიარეთ ამ გადაუდებელი საქმის შესასრულებლად! ჩემს ქალაქში სიამაყით ვილაპარაკებ თქვენზე“.

დაზარალებულთა დახმარების ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელიც აგრეთვე უნგრეთის პარლამენტის წევრია, იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მათ მიერ გაწეული დიდი დახმარებისთვის სამადლობელი წერილი გაუგზავნა.

გაიგეთ მეტი

ხშირად დასმული კითხვები

ეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს?

გაიგეთ, როგორ ვეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს, როგორც თანამორწმუნეებს, ისე სხვებს.

სასიხარულო ცნობა ღვთისგან

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.