წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პატიმრებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენა

პატიმრებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენა

იეჰოვას მოწმეთა ფილიალი ყოველდღიურად ათასობით წერილს იღებს იმ პატიმრებისა თუ პაციენტებისგან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების გამოსასწორებელ დაწესებულებებში სასჯელს იხდიან ან მკურნალობენ. ამ წერილებში ისინი სულიერ დახმარებას ითხოვენ.

ჩვენ თითოეულ მათგანს ვეხმაურებით და ორგანიზებას ვუწევთ იმას, რომ ადგილობრივი კრების მაუწყებლებმა მოინახულონ ისინი და ასწავლონ ბიბლია ციხეებში, სახელმწიფო საავადმყოფოებში, არასრულწლოვანთა კოლონიებსა თუ ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრებში.

ზოგ ციხეში ჩვენი მაუწყებლები ციხეში რეგულარულად ატარებენ კრების შეხვედრებს. მაგალითად, ერთ საპატიმროში 32 პატიმარი დაესწრო საჯარო მოხსენებას, რომელიც ციხის ტერიტორიაზე არსებულ ორ ეზოში წაიკითხეს.

შედეგი საოცარი იყო. ერთი მამაკაცი, რომელსაც ინდიანას შტატში (აშშ) სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო, რადიკალურად შეიცვალა, მოინათლა და დღეს იეჰოვას მოწმეა.

ერთი იეჰოვას მოწმე იმ პატიმრის შესახებ, რომელიც სასჯელს იხდის კალიფორნიის ერთ დიდ გამოსასწორებელ დაწესებულებაში, და რომელსაც ის ბიბლიას ასწავლის, ამბობს: „მახსოვს, როგორი პიროვნება იყო ის, სანამ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, მაგრამ ახლა ძალიან შეცვლილია. ენით ვერ აღვწერ, რამდენი რამ შეცვალა საკუთარ თავში, რომ მონათლულიყო“.

ბევრმა პატიმარმა შეიყვარა ბიბლიური ჭეშმარიტება, თუმცა იცოდნენ, რომ ამის გამო შეიძლება მათ სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. მაგალითად, ზოგი, რომლებმაც გაწყვიტეს კავშირი თავიანთ ბანდებთან, უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში ან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ციხის ადმინისტრაცია გააოცა იმან, თუ როგორ შეუძლია ბიბლიას ადამიანების შეცვლა. ზოგმა მოწმემ მადლობის წერილები და ჯილდოც კი მიიღო იმ სასარგებლო საქმისათვის, რომელიც გამოსასწორებელ დაწესებულებებში გააკეთა.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არის სასარგებლო ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება?

იესომ აგვიხსნა, თუ რატომ გვჭირდება ხელმძღვანელობა და რომელი ორი ბიბლიური პრინციპი არის ძალზედ მნიშვნელოვანი.