არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეებმა ქალაქ დონის როსტოვის გალამაზებაში მიიღეს მონაწილეობა

იეჰოვას მოწმეებმა ქალაქ დონის როსტოვის გალამაზებაში მიიღეს მონაწილეობა

2015 წლის 20 მაისს სამხრეთ რუსეთის უდიდესი ქალაქის, დონის როსტოვის, ადმინისტრაციის უფროსმა იეჰოვას მოწმეებს სამადლობელი წერილი გაუგზავნა და შეაქო ქალაქის საგაზაფხულო დასუფთავებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ქალაქ დონის როსტოვის საგაზაფხულო დასუფთავებაში იეჰოვას მოწმეების ოთხმა კრებამ მიიღო მონაწილეობა. მოწმეებმა ქალაქის ქუჩები და მდინარის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. რამდენიმე საათში მათ 300 პარკი აავსეს ნაგვით. მოგვიანებით, ნაგვით სავსე პარკები სატვირთო მანქანებით გაიტანეს.

რამ აღძრა მოწმეები, სიხარულით მიეღოთ მონაწილეობა ქალაქის დასუფთავებაში? 67 წლის რაისა აღნიშნავს: „გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები და ვერ ვუყურებ დანაგვიანებულ ქალაქს; მინდა, ყველამ სუფთა გარემოში იცხოვროს. შეიძლება ბევრმა ვერც კი შენიშნოს ამ საქმეში შეტანილი ჩვენი წვლილი, მაგრამ მე მაინც სიხარულით ვმუშაობ. სხვა თუ არაფერი, იეჰოვა ხედავს და აფასებს ჩვენს შრომას“. ალექსანდრე ამბობს: „ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, არა მხოლოდ ვქადაგებთ, არამედ ხალხს პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ. კმაყოფილებასა და სიამოვნებას მანიჭებს სხვებისთვის სიკეთის კეთება“.

იეჰოვას მოწმეების სულისკვეთებამ ყველა გააოცა. ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი გააკვირვა იმის გაგებამ, რომ მოწმეები ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ. მან გადაწყვიტა, თავადაც მიეღო მონაწილეობა ქალაქის დასუფთავებაში. ის ამბობს: „ვერც კი წარმოვიდგენდი, ქალაქის დასუფთავება ასე სასიამოვნო თუ იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღეს იმ მოწმეებმაც, რომლებიც ამ ქალაქის მაცხოვრებლები არ არიან“.

ქალაქის ერთმა უფლებამოსილმა პირმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფმა დიდი შრომა გასწია. მან სურათიც კი გადაუღო მოწმეებს ნაგვით სავსე პარკების გვერდით, რათა სხვებისთვის ეჩვენებინა, რა გულმოდგინედ იშრომეს მათ.

გაიგეთ მეტი

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?

გამოიღვიძეთ!

რას ამბობს ბიბლია სისუფთავეზე?

დაფიქრდით ღვთის გონივრულ რჩევებზე, რომლებიც მილიონობით ადამიანს ეხმარება, დაიცვან სისუფთავე და ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობა.