წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„თქვენ ნამდვილად სამაგალითონი ხართ!“

„თქვენ ნამდვილად სამაგალითონი ხართ!“

სიცილიის ქალაქ საპონარაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ქალაქის მერიამ ღირსების ორდენით დააჯილდოვა იმ შრომისთვის, რომელიც სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად გასწიეს.

2011 წლის 22 ნოემბერს საშინელმა წყალდიდობამ დააზარალა რამდენიმე ქალაქი და სოფელი მესინას პროვინციაში. იმავე საღამოს, საპონარაში, მეწყერმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა — ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

წყალდიდობიდან მალევე იეჰოვას მოწმეებმა ჩამოაყალიბეს მოხალისეთა ჯგუფები, რათა ტალახისა და ნანგრევებისგან გაეწმინდათ ის ტერიტორიები, რომელთაც ყველაზე მეტი ზარალი მიადგა.

მოხალისეთა ჯგუფები თანამშრომლობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სთავაზობდნენ დახმარებას იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო. მათ მაშინაც განაგრძეს სხვებისთვის დახმარების აღმოჩენა, როცა გადაუდებელი დახმარების გაწევის საჭიროება აღარ არსებობდა. ამაში მონაწილეობას იღებდა 50—80 მოწმე. ზოგ მათგანს 97 კილომეტრზე მეტის გავლაც კი მოუწია, დაზარალებულთა დასახმარებლად რომ ჩასულიყო.

სტიქიით დაზარალებული პროვინციის ზოგიერთი მაცხოვრებელი მოწმეების მიმართ მადლიერებას გამოხატავდა. ქალაქის მერს გამუდმებით ესმოდა იეჰოვას მოწმეების მისამართით ნათქვამი სიტყვები: „თქვენ ნამდვილად სამაგალითონი ხართ!“.

ხუთი თვის შემდეგ მერიის წარმომადგენელმა ფაბიო ვინჩიმ, ქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებას ღირსების ორდენი გადასცა.