წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ლტოლვილებს ცენტრალურ ევროპაში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ლტოლვილებს ცენტრალურ ევროპაში

ბოლო წლებში ევროპაში აფრიკიდან, შუა აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აზიიდან უამრავი ლტოლვილი ჩავიდა. სახელმწიფო ორგანოები და ადგილობრივი მოხალისეები მათ საკვებით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფენ.

მატერიალური დახმარების გარდა ემოციურად დათრგუნულ ლტოლვილებს იმედი და ნუგეში სჭირდებათ. ცენტრალურ ევროპაში იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ლტოლვილებს სულიერი მხარდაჭერა აღმოუჩინონ — ისინი მათ გულისყურით უსმენენ და ბიბლიაში ჩაწერილ მანუგეშებელ ცნობას უზიარებენ.

ლტოლვილებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი

2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული ავსტრიასა და გერმანიაში იეჰოვას მოწმეების 300-ზე მეტი კრება ჩაერთო ლტოლვილთა დახმარების სპეციალურ პროგრამაში, რაც სტენდებით ქადაგებას გულისხმობს. როგორც მოწმეები აღნიშნავენ, ლტოლვილები სიამოვნებთ საუბრობენ მათთან შემდეგ ბიბლიურ თემებზე:

2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით ადგილობრივმა მოწმეებმა ცენტრალური ევროპის ფილიალს ოთხ ტონაზე მეტი ბიბლიური ლიტერატურა შეუკვეთეს. მოწმეები ამ ლიტერატურას უფასოდ სთავაზობდნენ ლტოლვილებს.

ენობრივი ბარიერის გადალახვა

ლტოლვითა უმეტესობა მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობს, ამიტომ იეჰოვას მოწმეები აქტიურად იყენებენ ვებ-გვერდს jw.org, სადაც სხვადასხვა სტატიები თუ ვიდეორგოლები ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი. მატიასი და პეტრა, რომლებიც გერმანიის ქალაქ ერფურტში ქადაგებენ ლტოლვილთა ბანაკთან, ამბობენ: „ზოგჯერ საუბრის დროს ჟესტებს, სურათებსა და ნახატებს ვიყენებთ“. იეჰოვას მოწმეები აგრეთვე იყენებენ ენის შესასწავლ საშუალებას, აპლიკაციას jw ენები და ლტოლვილებს ბიბლიურ იმედს მშობლიურ ენაზე უზიარებენ. ზოგი იეჰოვას მოწმე კი სხვადასხვა ენაზე ხელმისაწვდომ jw ბიბლიოთეკას იყენებს და ლტოლვილებს საკუთარ ენაზე უკითხავს ბიბლიურ მუხლებს და უჩვენებს ვიდეორგოლებს.

მრავალი სიხარულით ეხმაურება

შვაინფურტში მცხოვრები ერთი წყვილი აღნიშნავს: „გარს უამრავი ხალხი შემოგვერტყა; ორსაათ-ნახევარში თითქმის 360 ცალი წიგნი და ჟურნალი გავავრცელეთ. ზოგი ლტოლვილი მადლობის ნიშნად თავს გვიკრავდა“. ვოლფგანგი, რომელიც გერმანიის ქალაქ დიცში მსახურობს, ამბობს: „ლტოლვილებს ძალიან უხარიათ, როცა მათ მიმართ ყურადღებას იჩენენ. ზოგჯერ ისინი ლიტერატურას ხუთ ან ექვს ენაზე ითხოვენ“.

ბევრი მყისვე იწყებს ბიბლიური ლიტერატურის კითხვას; მათგან ზოგი სტენდთან ბრუნდება და მადლობას გვიხდის. ბერლინში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე ილონკა გვიყვება: „ორმა ყმაწვილმა ლიტერატურა გამოგვართვა; ისინი ნახევარ საათში უკან დაბრუნდნენ, საჩუქრად პური მოგვართვეს და მოგვიბოდიშეს, რომ სხვა არაფერი ჰქონდათ, რითაც მადლიერებას გამოხატავდნენ“.

მოწმეებს მადლობას უხდიან

იეჰოვას მოწმეების ძალისხმევას ბევრი აფასებს: ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები თუ ადგილობრივი მოსახლეობა. ერთი სოცმუშაკი, რომელიც 300-მდე ლტოლვილზე ზრუნავს, დიდ მადლობას უხდის იეჰოვას მოწმეებს გაწეული დახმარებისთვის. მან მოწმეებს უთხრა: „უღრმესი მადლობა, რომ ძალებს არ იშურებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საკეთილდღეოდ“. სხვა სოცმუშაკმა იეჰოვას მოწმეებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „მისასალმებელია, რომ ლტოლვილებს მშობლიურ ენაზე აწვდით ბიბლიურ ლიტერატურას; მათ ხომ არავინ არაფერს სთავაზობს, თუ არ ჩავთვლით დღეში სამჯერ უფასო სადილს“.

ავსტრიაში მცხოვრებმა მარიონმა და მისმა მეუღლე სტეფანმა ორ პოლიციელს აუხსნეს, რა მიზანს ემსახურებოდა მათი საქმიანობა. პოლიციელებმა მათ მადლობა გადაუხადეს და სტენდიდან ორი წიგნი აიღეს. მარიონი აღნიშნავს: „პოლიციელები ხშირად გვაქებენ იმისთვის, რომ ასეთი საქმით ვართ დაკავებული“.

ავსტრიაში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც ხშირად უწვდის დახმარების ხელს ლტოლვილებს, შენიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები ნებისმიერ ამინდში დგანან სტენდებთან ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე. ერთ დღეს მან მოწმეებს ასეთი რამ უთხრა: „ყველაზე მეტად ლტოლვილებს იმედი და ნუგეში სჭირდებათ, რასაც თქვენ უშურველად აძლევთ მათ“.

გაიგეთ მეტი

იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის

ბიბლიაში ჩაწერილ პრაქტიკულ სიბრძნეს შეუძლია გაგიუმჯობესოთ, როგორც ეკონომიკური, ისე ემოციური მდგომარეობა