არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეებს მადლობის სიგელი გადასცეს

იეჰოვას მოწმეებს მადლობის სიგელი გადასცეს

ავსტრალიაში ცხრა იეჰოვას მოწმეს მადლობის სიგელი გადაეცა იმისთვის, რომ ისინი ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმიგრანტთა დაკავების დაწესებულებაში მყოფთ. მოწმეებს ეს სიგელი გადაეცა ქალაქ დერბის (დასავლეთი ავსტრალია) მახლობლად მდებარე ჯონ კერტინის სახელობის იმიგრანტთა დაკავების დაწესებულების სახელით. *

იეჰოვას მოწმეები ყოველკვირა ინახულებენ იმიგრანტთა დაკავების დაწესებულებაში მყოფთ და ბიბლიური ცნობით ანუგეშებენ. მეკავშირე ოფიცერი, კრისტოფერ რიდოკი, რელიგიისა და კულტურის ცენტრში მომსახურე პირი, გვიზიარებს: „შედეგები, რომლებიც მოწმეების მიერ დაკავებულთა მონახულებას მოაქვს, ყველასთვის თვალნათლივ ჩანს“. მისი სიტყვების თანახმად, მოწმეების ვიზიტის შემდეგ დაკავებულები უფრო კარგ გუნებაზე დგებიან და თავს ბედნიერად გრძნობენ, რადგან ხედავენ, რომ „არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან მათი კეთილდღეობით დაინტერესებული“.

მისტერ რიდოკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ სიგელით სურთ, მადლიერება გამოხატონ იმისთვის, რასაც მოწმეები „მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად და სანუგეშებლად აკეთებენ, ვინც ამ დაწესებულებაში იმყოფება“. იგი დასძენს, რომ მოწმეები „სანიმუშო ხალხია, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ თავიანთ ოჯახებს, კრებასა და რელიგიას“.

^ აბზ. 2 ამ დაწესებულებაში დაახლოებით 1 500 დაკავებული იმიგრანტის განთავსებაა შესაძლებელი

გაიგეთ მეტი

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

რამდენ იეჰოვას მოწმეს იცნობთ? რა იცით სინამდვილეში მათ შესახებ?

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

შესძენს ჩემს ცხოვრებას აზრს რელიგია, ღმერთი ან ბიბლია?

გაიგეთ, როგორ გააუმჯობესებს ღვთის გაცნობა თქვენს ცხოვრებას დღესაც და მომავალშიც.