წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდები თანასკოლელებს ეხმარებიან, თავი დაიცვან მჩაგვრელებისგან

ახალგაზრდები თანასკოლელებს ეხმარებიან, თავი დაიცვან მჩაგვრელებისგან

ჰიუგომ, რომელიც 10 წლისაა, ახლახან ბრიტანეთში პრინცესა დაიანას სახელობის საქველმოქმედო ორგანიზაციისგან სპეციალური ჯილდო მიიღო იმისთვის, რომ თანასკოლელებს ეხმარება, თავი დაიცვან მჩაგვრელებისგან.

ჰიუგო გვიზიარებს: «გრაფიკული ანიმაცია „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე!“ რომ არა, ამ ჯილდოს ვერ მივიღებდი. ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ამ ვიდეორგოლის წყალობით, სკოლაში „მშვიდობის ელჩი“ გავხდი».

„დღეს მთელ მსოფლიოში ბევრ ბავშვს ჩაგრავენ და თანაც ყოველდღიურად ... გულს ნუ გაიტეხ, გამოსავალი არსებობს!“ (ნაწყვეტი ვიდეორგოლიდან „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე!“)

ჰიუგომ ეს ანიმაციური ვიდეორგოლი პირველად თავის მასწავლებლებს აჩვენა. ამ ვიდეორგოლმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ გადაწყვიტეს, ვებ-გვერდი jw.org ყველა მოსწავლისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. დღეს სკოლაში, სადაც ჰიუგო სწავლობს, 8-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად სტუმრობენ ამ ვებ-გვერდს. როგორც ისინი ამბობენ, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია ეხმარებათ, არა მხოლოდ ჩხუბისთავებთან გამკლავებაში, არამედ ისეთ კითხვებზე პასუხების მიღებაშიც, როგორიცაა, მაგალითად, „როგორ შევიძინო ნამდვილი მეგობრები?“.

სწორი მიდგომა

ბრიტანეთის სხვა სკოლაში 8 წლის ელაიჯას თანატოლები დასცინოდნენ და ამცირებდნენ. ელაიჯას მშობლებმა გადაწყვიტეს, მასთან ერთად ემსჯელათ ვიდეორგოლზე „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“. ამ განხილვის დროს მათ გაითამაშეს სიტუაცია, თუ როგორ შეეძლო ელაიჯას მოქცეულიყო, როცა თანატოლები დაამცირებდნენ. ასეთმა მომზადებამ ელაიჯას ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საჭირო გაბედულება შემატა. მოგვიანებით, მისმა დამრიგებელმა ეს ვიდეორგოლი მთელ სკოლას აჩვენა.

სკოლაში დაცინვა და დამცირება მხოლოდ ბრიტანეთისთვის არაა ჩვეული. ასეთი რამ მთელ მსოფლიოში ხდება. ეს ვიდეორგოლი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში.

შეერთებულ შტატებში 10 წლის აივეს ეშინოდა ერთი თანაკლასელი გოგონასი, რომელიც სკოლაში მოსვენებას არ აძლევდა. ვიდეორგოლი „მოიგერიე ჩხუბისთავი“ დაეხმარა აივეს, გაბედულება მოეკრიბა და მომზადებული შეხვედროდა კლასელი გოგონას მხრიდან მორიგ შეურაცხყოფას. ის თავისი პრობლემის შესახებ მასწავლებელსაც მოუყვა, რომელიც სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარა. ბოლოს კლასელმა მოუბოდიშა აივეს და დღეს მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.

იეჰოვას მოწმეები დაინტერესებულები არიან ახალგაზრდებით. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პრაქტიკული რჩევების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას ახალგაზრდებისთვის, რაც დაეხმარებათ, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს, მათ შორის ისეთს, როგორიცაა თანატოლების მხრიდან შეურაცხყოფა.

გაიგეთ მეტი

ხომ არ გამოვიდე სკოლიდან?

სკოლიდან გამოსვლაზე ხომ არ მეფიქრა? რა ვარიანტებზე უნდა იმსჯელო?

როგორ უნდა მოვიქცე, თუ მჩაგრავენ?

ბევრი, ვისაც ჩაგრავენ, თავს დაუცველად გრძნობს. ეს სტატია დაგეხმარება გამოსავლის პოვნაში.