წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ოჯახებს, თავი დაიცვან სექსუალური მანიაკებისგან

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ოჯახებს, თავი დაიცვან სექსუალური მანიაკებისგან

ღმერთი მოუწოდებს მშობლებს, შვილები, რომლებსაც ბიბლია ღვთის ძღვენს უწოდებს, სიყვარულით დაარიგონ და მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვან (ფსალმუნი 127:3; იგავები 1:8; ეფესოელები 6:1—4). ერთ-ერთი საფრთხე, რომლისგანაც მშობლებმა შვილები უნდა დაიცვან, სექსუალური შეურაცხყოფაა.

ათწლეულებია იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ და აქვეყნებენ ისეთ პუბლიკაციებს, რომლებიც სწორედ ამ საკითხს აშუქებს; მსგავსი სახის ინფორმაციის საშუალებით მშობლებს შეუძლიათ ჯანსაღი ატმოსფერო შექმნან ოჯახში. მოწმეები ეხმარებიან მათ, დაიცვან შვილები სექსუალური ძალადობისგან და აგრეთვე ასწავლონ, როგორ აარიდონ თავი სექსუალურ მანიაკებს. ქვემოთ მოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაციების და აგრეთვე ვიდეომასალების ჩამონათვალი, რომლებიც მშობლებს ამ კუთხით პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს მასალები საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოიცა და თანაც მრავალ ენაზე. *

  • სტატიის სათაური: „ინცესტი — ფარული დანაშაული“

    • პუბლიკაცია: 1981 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“

    • ტირაჟი: 7 800 000

    • ენების რაოდენობა: 34

  • სტატიის სათაური: „დახმარება მათთვის, ვინც ინცესტის მსხვერპლი გახდა“

    • პუბლიკაცია: 1983 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“

    • ტირაჟი: 10 050 000

    • ენების რაოდენობა: 102

  • სტატიების სათაურები: „ძალადობა ბავშვებზე — დედებს აშინებთ, მათი შვილებიც არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი“; „ძალადობა ბავშვებზე — ვინ შეიძლება იყოს მოძალადე?“; „ძალადობა ბავშვებზე — თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები“

    • პუბლიკაცია: 1985 წლის 22 იანვრის „გამოიღვიძეთ!“

    • ტირაჟი: 9 800 000

    • ენების რაოდენობა: 54

  • სტატიების სათაურები: „ბავშვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან“; „რა კვალს ტოვებს სექსუალური ძალადობა ბავშვებზე?“

    • პუბლიკაცია: 1991 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“

    • ტირაჟი: 12 980 000

    • ენების რაოდენობა: 64

  • სტატიის სათაურები: „თქვენი შვილი საფრთხეშია!“; „როგორ დავიცვათ შვილები საფრთხისგან?“; „ძალადობის აღმოფხვრა ოჯახში“

    • პუბლიკაცია: 1993 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“

    • ტირაჟი: 13 240 000

    • ენების რაოდენობა: 67

  • სათაური: „დაიცავით შვილები საფრთხისგან!“

    • პუბლიკაცია: 2002 წელს გაკეთებული რიგით მე-4 სოციალური რეკლამა.

    • ენების რაოდენობა: 2

  • სტატიის სათაური: „ღმერთმა დაიცვა იესო“

  • სტატიების სათაურები: „საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს“; „როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები ღვთიური სიბრძნის საშუალებით?“; „დაე, თქვენი ოჯახი უსაფრთხო თავშესაფარი იყოს!“

    • პუბლიკაცია: 2007 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“

    • ტირაჟი: 34 267 000

    • ენების რაოდენობა: 81

  • სტატიების სათაურები: „როგორ დავიცვა თავი სექსუალური მოძალადეებისგან?“ „მშობელთა შეკითხვები: უნდა ველაპარაკო თუ არა ჩემს შვილს სექსზე?“

  • სტატიის სათაური: „რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?“

    • პუბლიკაცია: ვებ-გვერდი jw.org, 2013 წლის 5 სექტემბრის სტატია

    • ენების რაოდენობა: 64

იეჰოვას მოწმეები კვლავაც აღმოუჩენენ დახმარებას ოჯახებს, არ გაებან სექსუალური მოძალადეების მახეში.

^ აბზ. 3 მითითებულია ინგლისური გამოცემის თარიღები.

გაიგეთ მეტი

რას ნიშნავს იყო კარგი მშობელი?

როგორ უნდა დაეხმაროთ შვილს, არ გაებას უზნეობის მახეში?