წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმე პაციენტები ხშირად მალე გადიან რეაბილიტაციის პერიოდს

იეჰოვას მოწმე პაციენტები ხშირად მალე გადიან რეაბილიტაციის პერიოდს

ავსტრალია: „ის პაციენტები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან და რელიგიური მრწამსის გამო უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, ქირურგიული ჩარევის შემდეგ უფრო სწრაფად გადიან რეაბილიტაციის პერიოდს, ვიდრე სხვა პაციენტები“, — იუწყება გაზეთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდის“ 2012 წლის 2 ოქტომბრის გამოცემა.

ეს სიტყვები ეფუძნება სიდნეის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეიმზ ისბისტერის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. „პროფესორმა ისბისტერმა თქვა, რომ ვინაიდან ექიმები ცდილობდნენ, დაეზოგათ მათი [იეჰოვას მოწმე პაციენტების] სისხლი, ამგვარად ეს პაციენტები უფრო ხარისხიან სამედიცინო დახმარებას იღებდნენ. შედეგად, ოპერაციის შემდეგ უფრო მეტ იეჰოვას მოწმეს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, ვიდრე სხვა პაციენტებს. გარდა ამისა, ისინი შედარებით ნაკლებ დროს ატარებდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებსა თუ პალატებში, ვიდრე ის პაციენტები, რომელთაც სისხლი გადაუსხეს“, — ნათქვამია იმავე გაზეთში.

ამ დასკვნამდე მხოლოდ ექიმი ისბისტერი არ მისულა. მოწმე პაციენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც გულზე ჩაუტარდათ ოპერაცია, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ გამოცემულ ჟურნალში, 2012 წლის 2 ივლისის გამოშვებაში, ნათქვამი იყო: „მოწმეების შემთხვევაში ოპერაციას ნაკლები გართულებები მოჰყვებოდა და უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ საავადმყოფოში, ვიდრე ის პაციენტები, რომელთაც ანალოგიური ოპერაციის დროს სისხლი გადაუსხეს“.