არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

60-დღიანი ვადა!

60-დღიანი ვადა!

პარასკევს, 2013 წლის 5 ივლისს, შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახი აღფრთოვანებით შეხვდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, ენტონი მორისის განცხადებას: „ბრუკლინში, ადამს-სტრიტის 117-სა და სენდს-სტრიტის 90-ში მდებარე ექვსი შენობისგან შემდგარი კომლექსის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. * ხელშეკრულების მიხედვით ხუთი შენობა ამ წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა გავათავისუფლოთ“.

ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამის შესრულება ადვილი საქმე არ გახლდათ. შენობების საერთო ფართობი, თუ გავითვალისწინებთ ყველა სართულს, 11 საფეხბურთო მოედნის მოცულობას შეადგენს. ეს შენობები კი 60 დღეში უნდა გათავისუფლებულიყო.

ათწლეულების მანძილზე, ამ ხუთ შენობაში ლიტერატურის საბეჭდი და ასაკინძი დაზგები იყო მოთავსებული, მაგრამ 2004 წელს ეს მოწყობილობა ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც უოლკილში (ნიუ-იორკი) მდებარეობს.

მას შემდეგ, ეს შენობები საწყობებად და ტექმომსახურების საჭიროებებისთვის იყო განკუთვნილი. ასევე ამ შენობებში ინახებოდა სამშენებლო მასალები, საოფისე ავეჯი და სხვადასხვა მოწყობილობები შეერთებულ შტატებსა თუ საზღვარგარეთ არსებული სამშენებლო პროექტებისთვის.

ამ შენობების დროულად დასაცლელად საგულდაგულო გეგმის შედგენა იყო საჭირო. თავდაპირველად შენობებში არსებული ნივთების ინვენტარიზაცია გაკეთდა და გადაწყდა, რისი გაყიდვა შეიძლებოდა, რისი ჯართად ჩაბარება სჯობდა და რა უნდა შენახულიყო. შემდეგ დადგინდა, თუ როგორ გაკეთდებოდა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ და ეფექტურად.

ბეთელის ოჯახმა დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. მათ გარდა, 41 მოხალისე იყო მოწვეული დასახმარებლად. მოხალისეები შეერთებული შტატების სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოვიდნენ. მათი უმრავლესობა, ფიზიკურად ძლიერი, დაუქორწინებელი მამაკაცები იყვნენ. მოხალისეებმა დროებით დათმეს თავიანთი ოჯახები, მეგობრები და სამსახურები, რომ ბეთელში ექვსი ან ათი კვირით ემუშავათ. ვნახოთ, რას ამბობენ ისინი ბეთელში მუშაობის შესახებ.

ჯორდანი, 21 წლის, ვაშინგტონის შტატიდან: „ვნანობ, განცხადება უფრო ადრე რატომ არ შევავსე“.

სტივენი, 20 წლის, ტეხასის შტატიდან: „მე იმ შრომისმოყვარე და ბედნიერი ოჯახის წევრი ვარ, რომელიც მთელი მსოფლიოს ადამიანებს აერთიანებს“.

ჯასტინი, 23 წლის: „ბეთელში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. საოცარია აქ არსებული სულიერი სიბრძნის სიმდიდრე, სიყვარული და გამამხნევებელი ურთიერთობა“.

ადლერი, 20 წლის, პუერტო-რიკოდან: „დილით ადრე ადგომა ცოტა არ იყოს რთულია, მაგრამ აქ არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე და ჩვენი მეგობრობა მარადიულად გაგრძელდება“.

ვილიამი, 21 წლის: „ბეთელში მსახურებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. როცა მოვედი მეგონა, თავს მარტოდ ვიგრძნობდი და გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან ვცდებოდი. ბეთელში გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეებია! ვერც კი წარმომიდგენია ამაზე უკეთეს ადგილას ყოფნა“.

ჩაეტია მოხალისეთა ჯგუფი შენობების დაცლისთვის განსაზღვრულ დროში? დიახ! უფრო მეტიც — მათ 55 დღეში დაასრულეს ყველაფერი!

^ აბზ. 2 საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენდს-სტრიტის 90 ნომერში მდებარეობს, 2017 წელს გათავისუფლდება.