წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ღია კარის დღე

ღია კარის დღე

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ბეჭდვით საქმიანობას 15 ფილიალში ეწევიან. ერთ-ერთი ცენტრალური ევროპის ფილიალია, რომელიც ქალაქ ზელტერსში (გერმანია), შტაინფელსის სახელით ცნობილ ადგილას არის განთავსებული. „შტაინფელს“ გერმანული სიტყვაა და ქართულად სიტყვასიტყვით „ქვის კლდეს“ ნიშნავს.

2014 წლის 23—25 მაისს იეჰოვას მოწმეთა ცენტრალური ევროპის ფილიალმა მეზობლად მცხოვრები ხალხი, ბიზნესის სამყაროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ღია კარის დღეზე მიიწვია. ღონისძიების სახელწოდება იყო „30 წელი ზელტერსში“, რაც მეტად ლოგიკურიც იყო, რადგან ფილიალის შენობის ოფიციალური გახსნა 30 წლით ადრე, 1984 წლის 21 აპრილს შედგა.

ამ ღონისძიებაზე 3 000-ზე მეტი სტუმარი მივიდა. „ყოველთვის, როცა იეჰოვას მოწმეთა ფილიალს სტუმრობ, იქ ნანახი წარუშლელ კვალს ტოვებს შენზე“, — აღნიშნა ქალაქის მერმა, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია სახელისუფლებო ორგანოში მუშაობს. იგი ამბობს: „დღემდე მაოცებს ის, თუ რა სწრაფად მოხდა ამ შენობის აშენება; მშენებლობა 1979 წელს დაიწყო და 1984 წელს შტაინფელსში უკვე წამომართული იყო ფილიალის შენობა“.

ღონისძიების მნიშვნელოვანი მომენტები

აქ მოეწყო ერთი გამოფენა, სახელწოდებით „იეჰოვას ხალხი ცენტრალურ ევროპაში“. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ იმას, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ იეჰოვას მოწმეები ამ რეგიონში დაახლოებით 120 წლის მანძილზე. მნახველებს ფილიალში დღემდე შეუძლიათ ამ ისტორიული მნიშვნელობის გამოფენის დათვალიერება.

ფილიალში კიდევ ერთი გამოფენა მოეწყო, რომელზეც წარმოდგენილი იყო იშვიათი და განსაკუთრებული ღირებულების მქონე ბიბლიის თარგმანები. მაგალითად, 1534 წლით დათარიღებული სრული გერმანული ბიბლიის თარგმანი და 1599 წლით დათარიღებული ელიას ჰატერის მრავალენოვანი ბიბლიის თარგმანის გარკვეული ნაწილი; ბიბლიის ეს თარგმანი შეიცავს ტექსტს 12 სხვადასხვა ენაზე. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოადგინეს სხვადასხვა ნაშრომები, დიაგრამები, ვიდეორგოლები, საიდანაც გამოიკვეთა, თუ რამდენად პრაქტიკული და ფასეულია დღემდე ბიბლიური პრინციპები.

სტუმრებს სთავაზობდნენ ორ ექსკურსიას ექსკურსიამძღოლის გარეშე. მათ გაიგეს, როგორი სამუშაო განრიგი აქვთ 1 000-ზე მეტ კაცსა თუ ქალს, რომლებიც ამ ფილიალში ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ. ერთ ექსკურსიაზე, სახელწოდებით „როგორ ვცხოვრობთ“, დამთვალიერებლებმა ნახეს რამდენიმე საცხოვრებელი ოთახი; მათ აგრეთვე ისადილეს სასადილოში და ისეირნეს ბაღში. ერთმა დამთვალიერებელმა აღნიშნა: „წარმოუდგენლად ლამაზი ადგილია!“.

მეორე ექსკურსიას ერქვა „წარმოება“; სტუმრებმა დაათვალიერეს სტამბა, საამკინძაო და გზავნილთა განყოფილება. დამთვალიერებლებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ იბეჭდება და იკინძება ბიბლიური ლიტერატურა და როგორ იგზავნება 50-ზე მეტ ქვეყანაში. ერთმა მამაკაცმა ასეთი სიტყვები თქვა: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა თავის საქმიანობას. მათი პუბლიკაციები დედამიწის კიდით-კიდემდე აღწევს. სასწაულია, რომ ამხელა საქმეს მოხალისეები ასრულებენ!“.

დამთვალიერებლები ეცნობიან ვებ-გვერდს jw.org

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდის, jw.org-ის, სტენდი. დამთვალიერებლებს, როგორც ახალგაზრდას, ისე ხანდაზმულს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ეყურებინათ ვიდეორგოლებისთვის და სხვადასხვა პრეზენტაციისთვის; მათ უამრავ კითხვაზე მიიღეს პასუხი.

ექსკურსიის წყალობით დამთვალიერებლებმა უფრო მეტი გაიგეს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ; ისინი კმაყოფილების ნიშნად იღიმოდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ერთმა კაცმა აღნიშნა: „ბევრი მცდარი აზრი მქონდა იეჰოვას მოწმეებზე. ახლა ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზო“. ერთმა ქალმა კი რამდენჯერმე გაიმეორა: „ეს დღე ბევრს დაუმსხვრევს წინასწარშექმნილ არასწორ აზრებს“.

^ აბზ. 17 2014 წლის მონაცემები

^ აბზ. 21 2014 წლის მონაცემები

^ აბზ. 24 2014 წლის მონაცემები

 

გაიგეთ მეტი

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.

რა კეთდება იეჰოვას მოწმეების ფილიალში?

მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ფილიალის დათვალიერება ექსკურსიამძოლის დახმარებით. გულთბილად გეპატიჟებით ბეთელში!