წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სტუდენტებმა იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალი მოინახულეს

სტუდენტებმა იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალი მოინახულეს

სტუდენტებს, რომლებმაც იეჰოვას მოწმეთა მექსიკის ფილიალი და ტიპოგრაფია მოინახულეს, „შეეცვალათ წინასწარშექმნილი აზრი“, — ნათქვამი იყო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში (Gaceta).

ამ ექსკურსიის შემდეგ სტუდენტებმა აღნიშნეს:

  • „სასიამოვნოდ გაგვაოცა იქ ნანახმა ... ყველა პატივს სცემდა და თავაზიანად ექცეოდა ერთმანეთს, არავინ არავის უყურებდა ზემოდან. ყველას სუფთად ეცვა“.

  • „ისინი ერთმანეთთან ხალისით თანამშრომლობდნენ, რაც მართლაც მისაბაძი მაგალითია“.

  • „ყველა თავდაუზოგავად ასრულებდა თავის სამუშაოს და თან მათ სახეებს ღიმილი არ სცილდებოდა“.

  • „ჩვენზე წარუშლელი კვალი დატოვა იმან, თუ რა კარგად ეწეოდა ორგანიზება საგამომცემლო საქმეს სტამბაში“.

ეს სტუდენტები მეხიკოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო-საგამომცემლო საქმეს სწავლობდნენ.

იეჰოვას მოწმეები ყველას გულითადად იწვევენ, რომ ექსკურსიამძღოლის თანხლებით უსასყიდლოდ დაათვალიერონ მათი ფილიალები და სტამბები დაახლოებით 100 ქვეყანაში. ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს, სტუდენტთა ჯგუფს დაათვალიერებინოს იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი ფილიალი, დაწვრილებითი ინფორმაცია შეუძლია მოიძიოს ჩვენს ვებ-გვერდზე. იხილეთ განყოფილება ჩვენ შესახებ > ექსკურსიები ფილიალებში. ყველას, ცალკეულ პირებსა თუ ოჯახებს, გულთბილად გიწვევთ, მოხვიდეთ და დაათვალიეროთ ჩვენი ფილიალები.

 

გაიგეთ მეტი

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.