წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მილიონებს სულიერი საზრდოთი ამარაგებენ

მილიონებს სულიერი საზრდოთი ამარაგებენ

ორმოცი წლის წინ, 1973 წლის 2 თებერვალს, უოლკილში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) დამონტაჟდა ახალი საბეჭდი მანქანები. სწორედ აქ უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“.

ამ მოვლენამდე 10 წლით ადრე იეჰოვას მოწმეებმა ეს მიწები სამეურნეო მიზნით შეიძინეს. აქ მოყვანილი მოსავლით მარაგდებოდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარე იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო. ვინაიდან ტერიტორიაზე მეურნეობის გარდა, სტამბაც იარსებებდა, არა მხოლოდ მოსავალს მოიწევდნენ, არამედ სულიერი საზრდოთითაც მოამარაგებდნენ ხალხს (მათე 24:45—47).

„საგუშაგო კოშკის“ მეურნეობა, უოლკილი, ნიუ-იორკის შტატი, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისი

ფილიპ უილკოქსი, რომელიც უოლკილში ბეჭდვით საქმიანობას მეთვალყურეობდა, იხსენებს, როგორ ამუშავდა პირველად საბეჭდი მანქანა უოლკილში: „მთელი თვის მანძილზე ვაწყობდით მაღალი სიჩქარის რულონურ როტაციულ საბეჭდ მანქანას. როგორც იქნა, დადგა დამონტაჟებული დანადგარის გამოცდის დრო. ძალიან მალე დავბეჭდეთ ჟურნალის ათასობით ეგზემპლარი. ეს ჟურნალები მყისვე ბრუკლინის სტამბაში გადავგზავნეთ, საიდანაც კრებები იღებდნენ ლიტერატურის შეკვეთებს. გვინდოდა, რომ ტყუილუბრალოდ არ დაგვეხარჯა მასალა და თითოეულ ჟურნალს ადრესატამდე მიეღწია“.

ახალ სტამბას, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა უოლკილში გახსნეს, ბრუკლინის სტამბის პარალელურად უნდა ემუშავა. მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისთვის ბიბლიურ ლიტერატურაზე მოთხოვნა გაიზარდა. პუბლიკაციების ის რაოდენობა, რასაც ბრუკლინის სტამბაში და-ძმები დღის საათებში ბეჭდავდნენ, მკვეთრად ჩამოუვარდებოდა საჭირო რაოდენობას. სწორედ ამიტომ ბრუკლინის სტამბაში შეიქმნა ღამის ცვლა და მუშაობა ღამითაც არ წყდებოდა.

ზემოთ: 1973 წლის იანვარი. მოწმეები ამონტაჟებენ MAN-ის პირველ საბეჭდ დანადგარს უოლკილში. ქვემოთ: MAN-ის საბეჭდ დანადგარში ფურცლებს ალაგებენ.

უოლკილში სტამბის ახალ შენობაში განთავსდა ოთხი საბეჭდი დაზგა, გზავნილების განყოფილება და სამეფო დარბაზი. პარალელურად მოწმეებმა იქვე ახალი, უფრო დიდი შენობის მშენებლობა წამოიწყეს. პუბლიკაციებზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდებოდა. ამიტომ, ახალ შენობაში კიდევ ექვსი საბეჭდი დანადგარი დამონტაჟდა, რომლებიც მაშინ აამუშავეს, როცა მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

წლების განმავლობაში საბეჭდი მოწყობილობები დაიხვეწა. ამასთანავე, ბიბლიურ პუბლიკაციებზე მოთხოვნაც სულ უფრო იზრდებოდა. ამიტომ, მოწმეებს რამდენჯერმე მოუხდათ სტამბის შენობის გაფართოება და ახალი ტექნიკით აღჭურვა. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში სასტამბო საბეჭდი მანქანები მაღალი სიჩქარის ოფსეტურმა საბეჭდმა მანქანებმა ჩაანაცვლა.

2004 წელს ბრუკლინის სტამბა დაიხურა და პირველად წიგნების ბეჭდვა უოლკილის სტამბამ დაიწყო. 2010 წელს კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. ჟურნალების დაბეჭდვა იეჰოვას მოწმეთა კანადის ფილიალში მდებარე სტამბას დაევალა. დღესდღეობით ახალი საბეჭდი მოწყობილობის წყალობით, საათში 200 000 ცალი ჟურნალი იბეჭდება.

ზემოთ: უოლკილში პუბლიკაციებს ასაკინძად ამზადებენ, 2005 წელი. ქვემოთ: „საგუშაგო კოშკის“ მეურნეობა, უოლკილი, ნიუ-იორკის შტატი, 2013 წელი.

დღეს უოლკილის სტამბა უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მთლიანად ავტომატიზებულია. ამ სტამბაში 281 მოხალისე და-ძმა შრომობს. მხოლოდ გასულ წელს უოლკილის სტამბაში დაიბეჭდა 17 მილიონი ეგზემპლარი წიგნი, მათ შორის, ბიბლია. გარდა უოლკილის და კანადის სტამბებისა, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს, იეჰოვას მოწმეებს 13 სტამბა აქვთ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზეც — აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში. ამგვარად, ისინი დროულად ამარაგებენ სულიერი საზრდოთი მილიონებს (მათე 5:3).

 

გაიგეთ მეტი

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.