წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეთა ფილიალების გაერთიანება

იეჰოვას მოწმეთა ფილიალების გაერთიანება

2012 წლის სექტემბრისთვის იეჰოვას მოწმეთა 20-ზე მეტი ფილიალი უფრო დიდი ფილიალების დაქვემდებარებაში გადავიდა.

გარდა ამისა, სერბეთსა და მაკედონიაში ახალი ფილიალები ჩამოყალიბდა. ცვლილებები ქვემოთ მოყვანილმა ორმა მთავარმა მიზეზმა განაპირობა.

1) ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამარტივა სამუშაო

ბოლო წლებში გაადვილდა კომუნიკაცია და საბეჭდი ტექნოლოგიებიც დაიხვეწა; შესაბამისად, ამან შეამცირა მუშახელის საჭიროება. ზოგ ფილიალში, სადაც გაცილებით ცოტა მოხალისე მსახურობდა და ფართი მეტი იყო, გადაიყვანეს და-ძმები, რომლებიც შედარებით პატარა ფილიალებში მსახურობდნენ.

ამჟამად ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობას გაცილებით მეტი გამოცდილი იეჰოვას მოწმე უწევს ორგანიზებას იმ ფილიალებიდან, რომლებმაც სხვა ფილიალები შეიერთეს. მაგალითად, სამქადაგებლო საქმიანობას კოსტა-რიკაში, სალვადორში, გვატემალაში, ჰონდურასში, ნიკარაგუასა და პანამაში მექსიკის ფილიალი უწევს ზედამხედველობას. სწორედ ამ მიზეზით ზემოთ მოყვანილ ექვსივე ქვეყანაში ფილიალები დაიხურა.

ამ ექვსი ფილიალიდან ორმოცი და-ძმა გადანიშნეს მექსიკის ფილიალში. დაახლოებით 95 და-ძმა კი დარჩა თავის ქვეყანაში და სრული დროით ქადაგებას შეუდგა.

ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნებში დარჩა მთარგმნელობითი ოფისები, რომელთაც ზედამხედველობას უწევს მექსიკის ფილიალი. მაგალითად, პანამაში დაახლოებით 20 მთარგმნელი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს ადგილობრივ ენებზე თარგმნის. გვატემალაში ფილიალის ნაცვლად ფუნქციონირებს მთარგმნელობითი ოფისი, სადაც ამჟამად 16 იეჰოვას მოწმე თარგმნის პუბლიკაციებს ოთხ ადგილობრივ ენაზე. ცენტრალურ ამერიკაში რეორგანიზების შედეგად ფილიალში მომსახურეთა რაოდენობა 300-დან 75-მდე შემცირდა.

2) მეტი მსახური ველზე იშრომებს

ფილიალების გაერთიანების გამო ბევრ გამოცდილ მსახურს, რომელიც შედარებით პატარა ფილიალებში მსახურობდნენ, შეუძლიათ დროის უმეტესი ნაწილი სამქადაგებლო საქმიანობის დაუთმონ.

ერთმა ყოფილმა ფილიალში მომსახურე აფრიკელმა მოწმემ, რომელიც სამქადაგებლო მსახურებაზე გადაერთო, დაწერა: „პირველი რამდენიმე თვის მანძილზე გამიჭირდა ახალ მდგომარეობასთან შეგუება. მაგრამ ყოველდღე მსახურების წყალობით დამიბრუნდა სიხარული და იეჰოვასგან აურაცხელი კურთხევა მივიღე. დღესდღეობით 20 ადამიანს ვასწავლი ბიბლიას და ზოგი მათგანი უკვე ესწრება კრების შეხვედრებს“.