წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გულთბილად გეპატიჟებით შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსების დასათვალიერებლად!

გულთბილად გეპატიჟებით შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსების დასათვალიერებლად!

„არასდროს დაგვავიწყდება ბეთელში გატარებული წუთები“, — თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს ერთი წყვილი ვანუატუდან, რომლებმაც მოინახულეს იეჰოვას მოწმეების ბეთელის კომპლექსები შეერთებულ შტატებში. ყოველწლიურად ამ კომპლექსებს 70 000-ზე მეტი ადამიანი ინახულებს და მათაც მსგავსი გრძნობები ეუფლებათ.

თქვენ თუ დაგითვალიერებიათ შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსები? თუ არა, მაშინ გულთბილად გეპატიჟებით.

რას ნახავთ ბეთელის სამ კომპლექსში?

მთავარი სამმართველო, ბრუკლინი, ნიუ-იორკი. ექსკურსიამძღოლი გაგაცნობთ იმას, თუ როგორ ეწევა მთელ მსოფლიოში ორგანიზება სასიხარულო ცნობის ქადაგებას. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ექსკურსიამძღოლის გარეშე დაათვალიეროთ ორი გამოფენა. ერთის სახელწოდებაა „ხალხი იეჰოვას სახელისთვის“. ამ გამოფენაზე გაიგებთ, რა გზა განვლო იეჰოვას ხალხმა პირველი საუკუნიდან დღემდე. მეორე გამოფენაზე, სახელწოდებით „ბიბლია და ღვთის სახელი“, წარმოდგენილია ბიბლიის არაერთი თარგმანი, სადაც ღვთის სახელი გვხვდება.

„საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი, პატერსონი, ნიუ-იორკი. ექსკურსიის დროს თქვენ მეტს გაიგებთ ისეთი სკოლების შესახებ, როგორიცაა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ და სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი ცოლებისთვის. თქვენ ნახავთ საინტერესო სტენდებსა და ვიდეორგოლებს, სადაც ახსნილია, რა სამუშაოები სრულდება მხატვრული გაფორმების, აუდიო-ვიდეო, იურიდიულ და სამსახურებრივ განყოფილებებში.

სტამბა და გზავნილთა განყოფილება, უოლკილი, ნიუ-იორკი. ექსკურსიამძღოლი დაგათვალიერებინებთ სტამბას და აგიხსნით, როგორ იბეჭდება ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა, აგრეთვე, როგორ ხდება მათი აკინძვა და ტრანსპორტირება მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, კარიბის კუნძულებსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

რამდენ ხანს გრძელდება ექსკურსია?

ექსკურსიამძღოლის თანხლებით ექსკურსია ბრუკლინში დაახლოებით ერთ საათს გრძელდება, პატერსონში — ორ საათამდე, ხოლო უოლკილში — თითქმის საათ-ნახევარი.

ვინ არიან ექსკურსიამძღოლები?

ექსკურსიამძღოლობას ბეთელის სხვადასხვა განყოფილებებში მომუშავე ჩვენი თანაქრისტიანები გაგიწევენ. ისინი თვლიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად ეს ექსკურსიებიც მოწმეების მსოფლიო საგანმანათლებლო საქმეს ემსახურება. 2014 წლის მაისის მონაცემებით, შეერთებული შტატების ბეთელის სამივე კომპლექსში 5 000-ზე მეტი და-ძმა მსახურობდა და მათგან დაახლოებით 3 600-მა ექსკურსიების ჩასატარებლად სპეციალური მომზადება გაიარა. ექსკურსიები დაახლოებით 40 ენაზე ტარდება.

მოგიწევთ ექსკურსიაში ფულის გადახდა?

ექსკურსიები უფასოდ ტარდება.

აუცილებელია იეჰოვას მოწმე იყო, ბეთელის კომპლექსები რომ დაათვალიერო?

რა თქმა უნდა, არა. ბეთელის კომპლექსებს არაერთი სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი ათვალიერებს. ეს ექსკურსიები დაეხმარება როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე სხვებს, მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ როგორ ეწევა მოწმეების მსოფლიო საქმიანობას ორგანიზება.

ერთმა მუსლიმანმა ქალბატონმა, რომელიც ინდოეთიდანაა, დაათვალიერა ჩვენი ფილიალი პატერსონში. ექსკურსიის შემდეგ მან აღნიშნა: „მინდა, მეც თქვენ შორის ვიყო. დიდი მადლობა, გულისხმიერებისთვის!“.

ბავშვებიც შეგიძლიათ წამოიყვანოთ?

რა თქმა უნდა. ბეთელში სტუმრობამ შესაძლოა ბავშვებზე წარუშლელი კვალი დატოვოს. ჯონი, რომელიც შეერთებული შტატებიდანაა, გვიზიარებს: „ჩვენი ჯგუფის ბავშვები იმდენად აღტაცებულები იყვნენ, რომ მთელი გზა ვერ ჩუმდებოდნენ. ექსკურსიამდე მათ ბევრი არაფერი იცოდნენ ბეთელში მსახურების შესახებ, მაგრამ ახლა, როცა ამდენი რამ გაიგეს, ბეთელში მსახურება დაისახეს მიზნად“.

შესაძლებელია იეჰოვას მოწმეების ფილიალების დათვალიერება სხვა ქვეყნებში?

დიახ, იეჰოვას მოწმეთა ფილიალებს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ ესტუმროთ. თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ ინფორმაცია ფილიალების ადგილმდებარეობისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა დეტალების თაობაზე. გულთბილად გეპატიჟებით ჩვენი ფილიალების დასათვალიერებლად!

გაიგეთ მეტი

რა კეთდება იეჰოვას მოწმეების ფილიალში?

მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ფილიალის დათვალიერება ექსკურსიამძოლის დახმარებით. გულთბილად გეპატიჟებით ბეთელში!