წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუვიწყარი მოგზაურობა

დაუვიწყარი მოგზაურობა

ყოველ წელს ათი ათასობით ადამიანი ათვალიერებს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოსა და შეერთებული შტატების ფილიალებს ნიუ-იორკის შტატში. ამ ადგილებს ეწოდება „ბეთელი“, რომელიც ებრაულად „ღვთის სახლს“ ნიშნავს. სტუმრები აქ მსოფლიოს რომელი კუთხიდან აღარ ჩამოდიან, რომ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ იბეჭდება ლიტერატურა და როგორ ეწევა ორგანიზება იეჰოვას მოწმეების საქმიანობას; ამავდროულად, ინახულებენ თავიანთ მეგობრებს, რომლებიც ბეთელში მსახურობენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთი იეჰოვას მოწმე სწორედ იმ მიზნით ჩავიდა ნიუ-იორკის შტატში, რომ ბეთელი დაეთვალიერებინა.

ამ იეჰოვას მოწმეს მარსელესი ჰქვია; იგი ალასკის შტატიდან (აშშ), კერძოდ ანკორიჯიდან არის. * რამდენიმე წლის წინ მას ინსულტი დაემართა, რის გამოც მეტყველება იმდენად უჭირს, რომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეუძლია. უფრო მეტიც, ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული და ყოველდღიურ საქმეებს დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს. ამ სირთულეების მიუხედავად, მას ბეთელის ნახვის ძლიერი სურვილი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ მან აისრულა თავისი ოცნება.

„მას ძალიან უნდოდა ბეთელის დათვალიერება, — ყვება მარსელესის მეგობარი, კორი, რომელიც მას გამგზავრებაში დაეხმარა. — ის გამუდმებით მირეკავდა, რათა დაწვრილებით გაეგო ყველაფერი. მარსელესს იმდენად უჭირს მეტყველება, რომ საუბრისას მხოლოდ ორ სიტყვას იყენებს — დიახ და არა. ამიტომ, როცა მირეკავდა, ბევრ კითხვას ვუსვამდი იმისთვის, რომ გამეგო, რა აინტერესებდა. ჩვენ დაახლოებით ასე ვესაუბრებოდით ხოლმე ერთმანეთს:

— ხომ არ გინდა, შენთან გამოვიდე?

— არა.

— გინდა, ექიმს დავურეკო?

— არა.

— ბეთელის მონახულების თაობაზე ხომ არ გაინტერესებს რამე?

— დიახ.

შემდეგ დაწვრილებით ვუხსნიდი, როგორ მიდიოდა ნიუ-იორკში გამგზავრებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი საქმეები. ძალიან გამიხარდა, რომ საბოლოოდ მარსელესმა მიაღწია თავის მიზანს“.

მარსელესმა არაერთი დაბრკოლება გადალახა, თავისი ოცნება რომ აეხდინა. იგი ორი წლის მანძილზე ზოგავდა თანხებს, რათა 5 400 კილომეტრით დაშორებულ ნიუ-იორკის შტატში ჩასულიყო და იქ ყოფნის ხარჯები დაეფარა. თავისი ფიზიკური უძლურების გამო მას საიმედო თანამგზავრიც უნდა მოეძებნა. გარდა ამისა, ნიუ-იორკში წასასვლელად ექიმის ნებართვაც სჭირდებოდა და ეს ნებართვა მან გამგზავრებამდე ზუსტად რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

როცა მარსელესი ნიუ-იორკში ჩავიდა, მან ექსკურსიამძღოლის თანხლებით დაათვალიერა ბეთელის შენობები ბრუკლინში, პატერსონსა და უოლკილში. მან საკუთარი თვალით ნახა უზარმაზარი საბეჭდი მანქანები, რომელთა მეშვეობითაც ბიბლიები და სხვა წიგნები იბეჭდება. აგრეთვე ბევრი რამ შეიტყო იმის შესახებ, თუ როგორ ეწევა ორგანიზება ჩვენს საქმიანობას. მან დაათვალიერა გამოფენები, სახელწოდებით „ბიბლია და ღვთის სახელი“ და „ხალხი იეჰოვას სახელისთვის“. მარსელესმა სტუმრობის დროს ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა. ეს მისთვის მართლაც დაუვიწყარი მოგზაურობა იყო!

ბევრს იმდენად აღაფრთოვანებს ბეთელში ნანახი, რომ სიტყვებით უჭირთ გადმოსცენ თავიანთი გრძნობები. მაგრამ როცა მარსელესს ჰკითხეს, უღირდა თუ არა ამხელა ძალისხმევად აქ ჩამოსვლა, მან სამჯერ გაიმეორა: „დიახ! დიახ! დიახ!“

ვიმედოვნებთ, რომ ბეთელის დათვალიერება თქვენზეც ისეთივე შთაბეჭდილებას მოახდენს, როგორიც მარსელესზე მოახდინა. გულთბილად გეპატიჟებით ყველას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან!

^ აბზ. 3 მარსელესი 2014 წლის 19 მაისს გარდაიცვალა, როცა ეს სტატია გამოსაქვეყნებლად მზადდებოდა.

გაიგეთ მეტი

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.

რა კეთდება იეჰოვას მოწმეების ფილიალში?

მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი ფილიალის დათვალიერება ექსკურსიამძოლის დახმარებით. გულთბილად გეპატიჟებით ბეთელში!