წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქალაქ ატლანტაში გულთბილად იღებენ იეჰოვას მოწმეებს

ქალაქ ატლანტაში გულთბილად იღებენ იეჰოვას მოწმეებს

„მისასალმებელია, რომ თქვენი ორგანიზაციის წევრები მთელი მონდომებით იხარჯებიან ღვთის სამეფოსთვის. ძალიან ვაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ ქველმოქმედებას და იმ მსხვერპლს, რომელსაც თანამორწმუნეებისა და საზოგადოებისთვის იღებთ“.

ასეთი სიტყვები ეწერა ქალაქ ატლანტის (ჯორჯია, აშშ) მერის, კასიმ რიდის წერილში. ამ წერილით ქალაქის მერმა თავისი თბილი დამოკიდებულება გამოხატა იმ იეჰოვას მოწმეების მიმართ, რომლებიც ატლანტაში სამ დიდ კონგრესზე დასასწრებად ჩავიდოდნენ.

ატლანტის საქალაქო საბჭოს განცხადებაში კი, რომელშიც ასეთივე თბილი სიტყვები იყო გამოთქმული კონგრესის დელეგატების მისამართით, აღნიშნული იყო: „მთელ მსოფლიოში დაახლოებით რვა მილიონი იეჰოვას მოწმე მსახურობთ; მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობა გაქვთ და სხვადასხვა ენაზე საუბრობთ, საერთო მიზანი გამოძრავებთ ... თქვენ გსურთ, პატივი მიაგოთ ბიბლიის ღმერთს და ყოველივეს შემოქმედს“.

ქალაქ ატლანტაში 2014 წლის ივლისსა და აგვისტოში სამი კონგრესი ჩატარდა: ორი ინგლისურ ენაზე, ერთი კი — ესპანურზე. კონგრესის დელეგატები დაახლოებით 28 ქვეყნიდან იყვნენ და პროგრამა, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, რუსულსა და იაპონურზეც ითარგმნებოდა, რათა ამ ენაზე მოლაპარაკეთაც თავისუფლად მოესმინათ წარმოთქმული მოხსენებები. სამივე კონგრესზე დამსწრეთა რიცხვმა მთლიანობაში 95 689 შეადგინა.

2014 წელს იეჰოვას მოწმეებმა 24 ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონგრესი ჩაატარეს 9 ქვეყანაში, მათ შორის 16 კონგრესი შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში.

 

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

ვინ არის მეფე ღვთის სამეფოში და რას გააკეთებს ღვთის სამეფო?