არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვებ-გვერდი JW.ORG

მოიძიეთ სხვადასხვა მასალა ჟესტურ ენაზე

მოიძიეთ სხვადასხვა მასალა ჟესტურ ენაზე

ჟესტურ ენაზე სხვადასხვა მასალის უმეტესობა ვიდეოფორმატითაა ხელმისაწვდომი. ზოგ ჟესტურ ენაზე ჩვენი ვებ-გვერდი ნაწილობრივაა ხელმისაწვდომი საწყისი გვერდის ჩათვლით, ზოგზე კი არ არის ნათარგმნი; თუმცა წიგნები, ჟურნალები და სხვა პუბლიკაციები ხელმისაწვდომია ვიდეოფორმატით. ისინი შეგიძლიათ მოიძიოთ განყოფილებაში „პუბლიკაციები“.

ჟესტურ ენაზე სხვადასხვა მასალის მოსაძებნად შეგიძლიათ შემდეგი მითითებებიდან ერთ-ერთს მიჰყვეთ:

 აირჩიეთ ჟესტური ენა

  • მეთოდი 1: გახსენით ენების სია, რათა იხილოთ jw.org-ზე ხელმისაწვდომი ჟესტური ენების სრული ჩამონათვალი.

  • მონიშნეთ „მაჩვენე მხოლოდ ჟესტურ ენაზე“, რათა ენების ჩამონათვალში მხოლოდ ჟესტური ენები გიჩვენოთ.

    შეგიძლიათ აგრეთვე საძიებო ველში ჩაბეჭდოთ ის ჟესტური ენა, რომელსაც ეძებთ. ყოველი შემდეგი ასოს ჩაბეჭდვასთან ერთად ენების სია უფრო და უფრო მცირდება.

  • მეთოდი 2: დააჭირეთ საწყის გვერდზე ბმულს „უყურე ვიდეოფაილებს ჟესტურ ენაზე“. შემდეგ ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ჟესტური ენა.

თუ თქვენ მიერ არჩეულ ჟესტურ ენაზე ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია, ის ამ ენაზე გაიხსნება.

ჟესტურენოვან ვებ-გვერდზე მასალის მოძიება ძალიან ადვილია, რადგან მენიუში ყველა განყოფილების გასწვრივ ნიშანია დასმული.

განყოფილებაში „პუბლიკაციები“ ზოგი რამ განსხვავებული ტერმინებითაა მოცემული. მაგალითად, ჟესტურენოვან ვებ-გვერდებზე, მენიუში „მელოდიები“ ნათარგმნია, როგორც „სიმღერები“.

მენიუში მოცემული ჩამონათვალი დაგეხმარებათ, იპოვოთ თქვენთვის საინტერესო მასალა. შემდეგ შეგიძლიათ ან იქვე ჩართოთ, ან ჩამოტვირთოთ ჟესტურენოვანი ვიდეოფაილი.

იხილეთ განყოფილება „პუბლიკაციები“

 იხილეთ პუბლიკაციები > ახლახან ატვირთული მასალა.

შეარჩიეთ სასურველი ჟესტური ენა ჩამოშლადი სიიდან. სიაში ასობით ენაა, სასურველი ენის ადვილად მოსაძებნად გახსენით ჩამოშლადი სია და ჩაწერეთ ენის სახელწოდება. ყოველი მომდევნო ასოს ჩაბეჭდვასთან ერთად სია სულ უფრო და უფრო შემცირდება.

თუ თქვენ მიერ არჩეულ ჟესტურ ენაზე მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, ყველა მათგანი „ახლახან ატვირთული მასალის“ გვერდზე გამოჩნდება. თუმცა, თუ თქვენთვის სასურველ ჟესტურ ენაზე მრავალი პუბლიკაციაა გამოსული, „ახლახან ატვირთული მასალის“ გვერდზე მხოლოდ ზოგიერთი მათგანი გამოჩნდება. სხვა პუბლიკაციების მოსაძებნად იხილეთ პუბლიკაციების რომელიმე გვერდი (მაგალითად, „ბიბლია“, „ჟურნალები“, „წიგნები და ბროშურები“) რათა სასურველ ჟესტურ ენაზე ხელმისაწვდომი ამ კატეგორიის პუბლიკაციების ჩამონათვალი იხილოთ.

გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე

აპლიკაცია JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე კარგი საშუალებაა, თუ ...

  •   ხშირად იყენებთ ჟესტურ ენაზე მომზადებულ ვიდეოფაილებს.

  • ამ ვიდეოფაილების ნახვა მობილური მოწყობილობით მაშინაც გჭირდებათ, როცა ინტერნეტზე არ მიგიწვდებათ ხელი.

  • ეს აპლიკაცია იმ ჟესტურ ენაზეა ხელმისაწვდომი, რომელსაც იყენებთ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დახმარების გვერდი აპლიკაციის, „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“, მომხმარებლებისთვის.