წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვებ-გვერდი JW.ORG

მოიძიეთ სხვადასხვა მასალა ჟესტების ენაზე

მოიძიეთ სხვადასხვა მასალა ჟესტების ენაზე

ჟესტების ენაზე სხვადასხვა მასალის უმეტესობა ვიდეოფორმატითაა ხელმისაწვდომი. ზოგ ჟესტების ენაზე ჩვენი ვებ-გვერდი ნაწილობრივაა ხელმისაწვდომი საწყისი გვერდის ჩათვლით, ზოგზე კი არ არის ნათარგმნი; თუმცა წიგნები, ჟურნალები და სხვა პუბლიკაციები ხელმისაწვდომია ვიდეოფორმატით. ისინი შეგიძლიათ მოიძიოთ განყოფილებაში „პუბლიკაციები“.

ჟესტების ენაზე სხვადასხვა მასალის მოსაძებნად შეგიძლიათ შემდეგი მითითებებიდან ერთ-ერთს მიჰყვეთ:

 აირჩიეთ ჟესტების ენა

  • მეთოდი 1: გახსენით ენების სია, რათა იხილოთ jw.org-ზე ხელმისაწვდომი ჟესტების ენების სრული ჩამონათვალი.

  • მონიშნეთ „მაჩვენე მხოლოდ ჟესტების ენა“, რათა ენების ჩამონათვალში მხოლოდ ჟესტების ენები გიჩვენოთ.

    შეგიძლიათ აგრეთვე ტექსტურ ველში ჩაბეჭდოთ ის ჟესტების ენა, რომელსაც ეძებთ. ყოველი შემდეგი ასოს ჩაბეჭდვასთან ერთად ენების სია უფრო და უფრო მცირდება.

  • მეთოდი 2: დააჭირეთ საწყის გვერდზე ბმულს „უყურე ვიდეოფაილებს ჟესტების ენაზე“. შემდეგ ჩამონათვალიდან აირჩიეთ სასურველი ჟესტების ენა.

თუ თქვენ მიერ არჩეულ ჟესტების ენაზე ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია, ის ამ ენაზე გაიხსნება.

ჟესტებისენოვან ვებ-გვერდზე მასალის მოძიება ძალიან ადვილია, რადგან მენიუში ყველა განყოფილების გასწვრივ ნიშანია დასმული.

განყოფილებაში „პუბლიკაციები“ ზოგი რამ განსხვავებული ტერმინებითაა მოცემული. მაგალითად, ჟესტებისენოვან ვებ-გვერდებზე, მენიუში „მელოდიები“ ნათარგმნია, როგორც „სიმღერები“.

მენიუში მოცემული ჩამონათვალი დაგეხმარებათ, იპოვოთ თქვენთვის საინტერესო მასალა. შემდეგ შეგიძლიათ ან იქვე ჩართოთ, ან ჩამოტვირთოთ ჟესტებისენოვანი ვიდეოფაილი.

იხილეთ განყოფილება „პუბლიკაციები“

 იხილეთ პუბლიკაციები > ახლახან ატვირთული მასალა.

შეარჩიეთ სასურველი ჟესტების ენა ჩამოშლადი სიიდან. სიაში ასობით ენაა, სასურველი ენის ადვილად მოსაძებნად გახსენით ჩამოშლადი სია და ჩაწერეთ ენის სახელწოდება. ყოველი მომდევნო ასოს ჩაბეჭდვასთან ერთად სია სულ უფრო და უფრო შემცირდება.

თუ თქვენ მიერ არჩეულ ჟესტების ენაზე მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი, ყველა მათგანი „ახლახან ატვირთული მასალის“ გვერდზე გამოჩნდება. თუმცა, თუ თქვენთვის სასურველ ჟესტების ენაზე მრავალი პუბლიკაციაა გამოსული, „ახლახან ატვირთული მასალის“ გვერდზე მხოლოდ ზოგიერთი მათგანი გამოჩნდება. სხვა პუბლიკაციების მოსაძებნად იხილეთ პუბლიკაციების რომელიმე გვერდი (მაგალითად, „ბიბლია“, „ჟურნალები“, „წიგნები და ბროშურები“) რათა სასურველ ჟესტების ენაზე ხელმისაწვდომი ამ კატეგორიის პუბლიკაციების ჩამონათვალი იხილოთ.

გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა ჟესტების ენაზე

აპლიკაცია JW ბიბლიოთეკა ჟესტების ენაზე კარგი საშუალებაა, თუ ...

  •   ხშირად იყენებთ ჟესტების ენაზე მომზადებულ ვიდეოფაილებს.

  • ამ ვიდეოფაილების ნახვა მობილური მოწყობილობით მაშინაც გჭირდებათ, როცა ინტერნეტზე არ მიგიწვდებათ ხელი.

  • ეს აპლიკაცია ჟესტების იმ ენაზეა ხელმისაწვდომი, რომელსაც იყენებთ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ დახმარების გვერდი აპლიკაციის, „JW ბიბლიოთეკა ჟესტების ენაზე“, მომხმარებლებისთვის.