არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვებ-გვერდი JW.ORG

მოიძიეთ პუბლიკაციები

მოიძიეთ პუბლიკაციები

ვებ-გვერდზე jw.org, განყოფილებაში „პუბლიკაციები“ ასობით ციფრული და აუდიო-ვიდეომასალაა ხელმისაწვდომი. შემდეგი მითითებები დაგეხმარებათ, იპოვოთ სასურველი პუბლიკაცია.

 მოიძიეთ კონკრეტული პუბლიკაცია სახელწოდებით

თუ პუბლიკაციის სათაური მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გახსოვთ, გამოიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მეთოდი, რათა სწრაფად იპოვოთ ეს პუბლიკაცია.

იხილეთ პუბლიკაციები > წიგნები და ბროშურები.

  • გახსენით ჩამოშლადი სია „ყველა ნივთი“ და ჩაბეჭდეთ სიტყვა სასურველი პუბლიკაციის სათაურიდან. მაგალითად, თუ ეძებთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, ჩაბეჭდეთ „გვასწავლის“. ამის შემდეგ ჩამოშლად სიაში იმ პუბლიკაციების ჩამონათვალი, რომლის სათაურშიც ეს სიტყვაა ნახსენები, შემცირდება. ახლა კი უკვე შეგიძლიათ ჩამონათვალიდან აირჩიოთ სასურველი წიგნის სათაური.

  • დააჭირეთ ღილაკს ძიება.

 მოიძიეთ კონკრეტული ჟურნალის ნომერი

იხილეთ პუბლიკაციები > ჟურნალები.

როცა ამ გვერდზე შედიხართ, თქვენ „გამოიღვიძეთ!“-ის და „საგუშაგო კოშკის“ (გამოცემა ფართო მკითხველისთვის) ოთხ უახლეს ნომერს, ხოლო „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემის ბოლო რვა ნომერს ხედავთ. კონკრეტული ნომრის მოსაძებნად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

  • აირჩიეთ კონკრეტული ჟურნალი და გამოცემის თარიღი ჩამოშლადი სიიდან.

  •   დააჭირეთ ძიების ღილაკს.

იხილეთ პუბლიკაციების ყველა ხელმისაწვდომი ფორმატი

ჩვენს ვებ-გვერდზე პუბლიკაციების განლაგების ორი ტიპია მოცემული — ჰორიზონტალური და ვერტიკალური.

ჰორიზონტალური განლაგების შემთხვევაში პუბლიკაციები კომპაქტურადაა დალაგებული. ეს პუბლიკაციების სტანდარტული განლაგებაა.

ჰორიზონტალური განლაგების შემთხვევაში ნაჩვენებია პუბლიკაციების ყდა, ჩამოტვირთვის ნიშანი და სათაური. თუ კურსორს ჩამოტვირთვის ნიშანთან მიიტანთ (მობილურ მოწყობილობაზე თითით უნდა შეეხოთ), იხილავთ ყველა ხელმისაწვდომ ფორმატს (ციფრული ან აუდიო ფორმატი).

განლაგების შესაცვლელად ვერტიკალური განლაგების ნიშანს დააჭირეთ.

ვერტიკალური განლაგების შემთხვევაში თითოეული პუბლიკაციის ყველა ხელმისაწვდომი ფორმატი ჩანს.

ზოგი პუბლიკაცია დამატებითი ფორმატითაც გამოდის, მაგალითად დიდი შრიფტით. დააჭირეთ სასურველ ფორმატს (მაგ. PDF-ს), რათა იხილოთ დიალოგური ფანჯარა, სადაც ყველა ხელმისაწვდომი გამოცემაა მოცემული. შემდეგ კი დააჭირეთ იმ გამოცემის ბმულს, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ.

 მოძებნეთ პუბლიკაცია შინაარსის მიხედვით

თუ თქვენთვის სასურველი პუბლიკაცია ხელმისაწვდომია ონლაინ-რეჟიმში ვებ-გვერდზე წასაკითხად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-გვერდის ძიების ფუნქცია, რათა სათაურში შემავალი სიტყვებით ან ფრაზებით იპოვოთ სასურველი სტატია ან რომელიმე პუბლიკაციის კონკრეტული თავი.

დააჭირეთ ძიების ნიშანს. შემდეგ ჩაწერეთ ან სიტყვები, ან ფრაზა, რომლის მოძებნაც გსურთ და დააჭირეთ ძიებას. თუ სასურველი პუბლიკაციიდან რამდენიმე საკვანძო სიტყვა ან ფრაზა გახსოვთ, შეგიძლიათ ყველა ჩაწეროთ. ამგვარად ამა თუ იმ პუბლიკაციის თავი ან რომელიმე სტატია, რომელსაც ეძებთ, მოძიებული ინფორმაციის სიის თავშივე გამოჩნდება.

თუ გსურთ შეამციროთ ძიების შედეგები, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

  • დააჭირეთ გაფართოებულ ძიებას ან დამატებით პარამეტრებს.

  • კატეგორიების ჩამონათვალის ქვეშ მონიშნეთ პუბლიკაციები.

  • შემდეგ დააჭირეთ ძიებას.