წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ უნდა ისარგებლოთ სასწავლო ბიბლიით

როგორ უნდა ისარგებლოთ სასწავლო ბიბლიით

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (სასწავლო გამოცემა) შესულია შესწავლისთვის დამხმარე შემდეგი საშუალებები:

  • ბიბლიის თითოეული წიგნის წინასიტყვაობა, მათ შორის სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც ამ წიგნს გვაცნობს

  • თითოეული წიგნის მოკლე შინაარსი

  • შესასწავლი მასალა, რომელიც თან ერთვის მუხლს

  • სქოლიოები, რომლებიც თან ახლავს ცალკეულ სიტყვებსა თუ ფრაზებს

  • მარგინალური მუხლები, რომლებიც კატეგორიებადაა დაყოფილი

  • მედია-ფაილები (სურათები და ვიდეორგოლები)

  • ბიბლიური ტერმინების ლექსიკონი

  • დანართები თანდართული რუკებით, დიაგრამებით და სხვა საკვლევი მასალით

  • თითოეული თავის აუდიოჩანაწერი

  • ბიბლიური მუხლები სხვადასხვა თარგმანიდან

მათეს სახარების სასწავლო გამოცემა ინგლისურ ენაზე 2015 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ბიბლიის სხვა წიგნები ეტაპობრივად გამოვა მას შემდეგ, რაც დასრულდება მათთვის დამატებითი სასწავლო მასალის მომზადება.

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს, რათა უკეთ გაეცნოთ სასწავლო ბიბლიის თავისებურებებს:

 მოძებნეთ ბიბლიის კონკრეტული წიგნი და თავი

იხილეთ პუბლიკაციები > ბიბლია და შემდეგ დააწკაპუნეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სასწავლო გამოცემის ყდაზე ან მის ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

სარჩევში ხელმისაწვდომი წიგნები ლურჯად იქნება დაფერილი. აქვე აგრეთვე მოცემულია დამატებითი მასალების — ლექსიკონის, რამდენიმე დანართისა და მედია-ფაილების (სურათები და ვიდეოები) ბმულები.

  • დააწკაპუნეთ ჰორიზონტალური ჩვენების ღილაკზე, რათა კომპაქტური ფორმატით იხილოთ მასალა, რომელიც სასწავლო ბიბლიას ახლავს თან. ჩვენების ეს რეჟიმი ავტომატურადაა დაყენებული.

  • დააწკაპუნეთ ვერტიკალური ჩვენების ღილაკზე, რათა ვერტიკალური სიის სახით იხილოთ მასალა, რომელიც ერთვის სასწავლო ბიბლიას, სადაც ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ცალ-ცალკე სვეტებად არის მოცემული.

დააწკაპუნეთ ბიბლიის რომელიმე წიგნზე. ეკრანზე გამოჩნდება გვერდი, რომელზეც მოცემულია წიგნის თავები, წიგნის მოკლე შინაარსი და დამატებითი მასალის სანახავად განკუთვნილი ორი ღილაკი, რომლებიც გადაგიყვანთ:

  • არჩეული წიგნის წინასიტყვაობასა და სპეციალურ ვიდეორგოლზე, რომელიც გვაცნობს ამ წიგნს.

  • არჩეული წიგნის მოკლე შინაარსზე. „ახალი ქვეყნიერების თარგმანისგან“ განსხვავებით, რომელშიც წიგნის თითოეული თავის მოკლე შინაარსია მოცემული, ბიბლიის შესასწავლი გამოცემა მთლიანი წიგნის მოკლე შინაარსს გადმოგვცემს.

აირჩიეთ თავი, რომლის შესწავლაც გსურს.

გვერდის თავში ჩამოსაშლელ სანავიგაციო პანელზე ნაჩვენებია თქვენ მიერ არჩეული წიგნი და თავი. გამოიყენეთ ეს ჩამოსაშლელი პანელი, რათა იხილოთ ბიბლიის სხვა წიგნები და თავები ან სასწავლო ბიბლიის სხვა დამატებითი მასალა, როგორიცაა ბიბლიის წიგნების მოკლე შინაარსი და ლექსიკონი.

 გამოიყენეთ ბიბლიის კონკრეტული თავის შესწავლაში დამხმარე საშუალებები

ბიბლიის ტექსტი მოცემულია საკითხავ ველში ეკრანის მარცხენა მხარეს, ხოლო შესწავლისთვის დამხმარე მასალა ეკრანის მარჯვენა მხარეს სასწავლო ველში (შენიშვნა: მობილურ მოწყობილობებში სასწავლო ველი არ ჩანს ბიბლიის ტექსტთან ერთად, ის იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ ბიბლიური მუხლის ნომერზე, სქოლიოს ნიშანზე, მარგინალური მუხლის აღმნიშვნელ ასოზე ან ჩვენების ველის ღილაკზე დააწკაპუნებთ).

ქვემოთ მოცემული მითითებები დაგეხმარებათ, ისარგებლოთ ყველა იმ ფუნქციით, რომელიც სასწავლო ბიბლიას ერთვის:

  • დააწკაპუნეთ რომელიმე თავის ან მუხლის ნომერზე, რათა სასწავლო ველში გამოჩნდეს სასწავლო მასალა, რომელიც ამ მუხლს ერთვის.

  • დააწკაპუნეთ სქოლიოს ნიშანზე, რათა იხილოთ სქოლიო, რომელიც სიტყვას ან ფრაზას ერთვის.

  • დააწკაპუნეთ მარგინალური მუხლის აღმნიშვნელ ასოზე, რათა სასწავლო ველში გამოჩნდეს მარგინალური მუხლი და ნახოთ ის მონაკვეთი, რომელიც ამ მუხლთან არის დაკავშირებული.

  • კონკრეტული მუხლის აუდიოჩანაწერის მოსასმენად დააწკაპუნეთ ტექსტზე და როცა ეკრანზე სპეციალური ღილაკი გამოჩნდება, დააწკაპუნეთ მასზე.

  • მთლიანი თავის აუდიოჩანაწერის მოსასმენად გვერდის თავში მოცემულ აუდიოპანელზე ჩართვის ღილაკზე დააწკაპუნეთ.

  • დამატებითი მუხლების აუდიოჩანაწერის მოსასმენად დააწკაპუნეთ ჩართვის ღილაკზე.

  • დააწკაპუნეთ პაუზის ღილაკზე, თუ გსურთ აუდიოჩანაწერის დაპაუზება.

  • დააწკაპუნეთ კვლევის ღილაკზე, რომ გაააქტიუროთ საკვლევი ფანჯარა სასწავლო ველში და იხილოთ ყველა შესასწავლი მასალა, სქოლიოები, მარგინალური მუხლები და მედია-ფაილები, რომლებიც ამა თუ იმ თავს ერთვის (როცა კონკრეტულ თავს ჩართავთ, ეს ფანჯარა ავტომატურად გამოჩნდება).

  • დააწკაპუნეთ სხვადასხვა თარგმანის შედარების ღილაკზე, რათა სასწავლო ველში გაიხსნას სპეციალური ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მონიშნული მუხლის სხვადასხვა თარგმანი.

  • დააწკაპუნეთ მარგინალური მუხლების ღილაკზე, რათა გაააქტიუროთ სასწავლო ველში სპეციალური ფანჯარა, სადაც ნახავთ მოცემული თავის კატეგორიებად დალაგებულ მარგინალურ მუხლებს.

  • იმისათვის, რომ შედარებით პატარა მობილურ მოწყობილობებში გამოჩნდეს სასწავლო ველი, დააწკაპუნეთ ველის ჩვენების ღილაკზე.

  • შედარებით პატარა მობილურ მოწყობილობებში სასწავლო ველის ჩასაკეცად დააწკაპუნეთ ველის დამალვის ღილაკზე.

საკვლევი ფანჯარა

საკვლევი ფანჯარის გახსნისას ავტომატურად გამოჩნდება არჩეული თავის მოკლე შინაარსი. თუ მოკლე შინაარს თან ახლავს დამატებითი ტექსტი, რომელიც არ ჩანს, დააჭირეთ პლუსს (+), რათა სრულად იხილოთ ტექსტი, ხოლო ტექსტის — დასამალად მინუსს (-).

გარდა ამისა, თითოეულ მუხლს მოცემულ თავში ერთვის შემდეგი მასალა:

  • შესასწავლი მასალა: მასალა, რომელიც კონკრეტული მუხლის გაგებაში გვეხმარება.

  • მედია-ფაილები: სურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც თან ერთვის ამ მუხლს. დააწკაპუნეთ სურათზე ან წარწერაზე, რათა შეხვიდეთ მედია-ფაილების გალერეაში.

  • სქოლიოები: დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მუხლში მოცემულ კონკრეტულ სიტყვასა თუ ფრაზას ერთვის.

  • მარგინალური მუხლები: მარგინალური მუხლები უკავშირდება მუხლში მოცემულ კონკრეტულ სიტყვას ან ფრაზას. მარგინალური მუხლის წასაკითხად დააჭირეთ პლუსს (+), დასამალად კი — მინუსს (-).

საკითხავ ველში დააწკაპუნეთ მუხლის ნომერზე, სქოლიოს ნიშანზე ან მარგინალური მუხლის აღმნიშვნელ ასოზე, რათა სასწავლო ველში გამოჩნდეს მასალა, რომელიც თან ერთვის მუხლს.

ბიბლიის სხვადასხვა თარგმანის შედარების ფანჯარა

სხვადასხვა თარგმანის შედარების ფანჯარაში შეგიძლიათ იხილოთ მონიშნული მუხლის სხვადასხვა თარგმანი. საკითხავ ველში დააჭირეთ სხვა მუხლს, რათა ამ მუხლის ალტერნატიული თარგმანები ნახოთ.

მარგინალური მუხლების ფანჯარა

მარგინალური მუხლების ფანჯარაში შეგიძლიათ ნახოთ მონიშნული თავის ყველა მარგინალური მუხლი, რომლებიც სამ კატეგორიადაა დაყოფილი:

  1. პარალელური მოვლენები: სხვადასხვა წიგნში აღწერილი ერთი და იგივე მოვლენა.

  2. ციტატები: სხვა ბიბლიური მუხლები, რომლებიც მოცემულ თავშია ციტირებული.

  3. ზოგადი ინფორმაცია: მარგინალური მუხლები, რომლებიც არც პირველ და არც მეორე კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვა ბიბლიურ მონაკვეთს, სადაც მოხსენიებულია იგივე პერსონაჟი ან გეოგრაფიული ადგილი და შესრულებული წინასწარმეტყველება, აგრეთვე გამოყენებულია მსგავსი ფრაზა ან განიხილება მსგავსი პრინციპი.

თითოეულ შემთხვევაში დააჭირეთ პლუსს (+), რათა ნახოთ ყველა მარგინალური მუხლი და ტექსტი, რომელიც ერთვის მოცემულ მუხლს, ან დააჭირეთ მინუსს (-), რათა დამალოთ ეს ინფორმაცია.

დააწკაპუნეთ მარგინალური მუხლების ერთ-ერთ კატეგორიასთან მიბმულ ჩარჩოზე ყველას მონიშვნა, რათა საკითხავ ველში მოინიშნოს ყველა ის მარგინალური მუხლი, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. მაგალითად, ეს დაგეხმარებათ, ნახოთ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც ქრისტიანული-ბერძნული წერილების დამწერი ებრაული წერილებიდან ციტირებს.

 იხილეთ სურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც თან ერთვის ბიბლიის წიგნს

მედია-ფაილების გალერეაში განთავსებულია ის სურათები და ვიდეორგოლები, რომლებიც დაკავშირებულია ბიბლიის კონკრეტულ წიგნთან. მედია­-ფაილები იმის მიხედვით ჩნდება, რომელ ბიბლიურ მონაკვეთთანაც არის მიბმული.

მედია-გალერეაში შესვლა რამდენიმე გზით შეგიძლიათ:

  • დააწკაპუნეთ სურათზე სასწავლო ველში.

  • სარჩევში ან ჩამოსაშლელ სანავიგაციო პანელზე აირჩიეთ მედია-ფაილები. დააწკაპუნეთ სურათზე ან ბმულზე, რომელიც ბიბლიის წიგნზე გადაგიყვანთ.

მედია-გალერეა დაყოფილია სამ ნაწილად:

  1. სურათი ან ვიდეორგოლი. დააწკაპუნეთ მარჯვენა ან მარცხენა ისარზე, რათა ნახოთ წინა ან მომდევნო მედია-ფაილი.

  2. წარწერა, რომელიც აღწერს სურათს და სასწავლო ველში მოცემული მუხლების ჩამონათვალი, რომლებიც ამავე სურათთან არის დაკავშირებული.

    შედარებით პატარა მობილურ მოწყობილობებში დააწკაპუნეთ წარწერის ჩვენების ღილაკზე, რათა იხილოთ სურათის წარწერა.

  3. ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული პატარა-პატარა სურათები, რომლებიც მედია-ფაილებზე გადაგიყვანთ. დააწკაპუნეთ მარცხენა ან მარჯვენა ისარზე, რათა იხილოთ უფრო მეტი პატარ-პატარა სურათი. დააწკაპუნეთ რომელიმე პატარა სურათზე, რათა ნახოთ თანდართული სურათი ან ვიდეორგოლი.

როდესაც აირჩევთ რომელიმე სურათს, შეგიძლიათ შესაბამისი ღილაკით გაადიდოთ ან დააპატარაოთ, ხოლო იგივე მოქმედების შესრულება სენსორული ეკრანზე თითის დადებით შეგიძლიათ.

 ვიდეორგოლის არჩევისას ისარგებლეთ იმ ღილაკებით, რომლითაც შეგიძლიათ ჩართოთ ან დააპაუზოთ ვიდეო ან მთლიან ეკრანზე უყუროთ.

გამოიყენეთ ბიბლიის წიგნის მოკლე შინაარსი, ლექსიკონი და დანართები

თქვენ შეგიძლიათ ორი საშუალებით იხილოთ ამა თუ იმ მუხლთან დაკავშირებული შესასწავლი მასალები:

  • დააწკაპუნეთ შესასწავლ ველში მოცემულ დამატებით მასალაზე გადამყვან ბმულზე.

  • აირჩიეთ მასალა სარჩევში ან ჩამოსაშლელ სანავიგაციო პანელზე.

ბიბლიის წიგნის მოკლე შინაარსი მოცემულია არასრული სახით. სრული ტექსტის სანახავად დააჭირეთ პლუსს (+), ხოლო ტექსტის დასამალად — მინუსს (-).

ლექსიკონში მოცემულია ბიბლიური ტერმინები და მათი განმარტებები. თუ სასწავლო ველში დააწკაპუნებთ ლექსიკონის ღილაკზე, პირდაპირ ამ გვერდზე გადაგიყვანთ.

თუ ლექსიკონში შესასვლელად გამოიყენებთ სარჩევს ან ჩამოსაშლელ სანავიგაციო პანელს, აირჩიეთ ანბანიდან რომელიმე ასო და დააწკაპუნეთ. ეკრანზე გამოჩნდება ამ ასოზე დაწყებული ყველა სიტყვა თუ ფრაზა. შემდეგ ჩამოყევით და აირჩიეთ სასურველი სიტყვა თუ ფრაზა.

ზოგ დანართში ინფორმაცია ორგვარადაა მოცემული: ერთ შემთხვევაში როგორც ერთი მთლიანი სურათი (რომელშიც განთავსებულია აგრეთვე ინფორმაცია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დაბეჭდილი ვარიანტიდან), მეორე შემთხვევაში კი ტექსტი ცალკეული სურათებით.

  • იხილეთ შესასწავლი მასალა სურათის სახით. დააწკაპუნეთ სურათზე, რათა შესაბამის პროგრამაში გაიხსნას. შეგიძლიათ სურათი გაადიდოთ ან დააპატარაოთ შესაბამისი ღილაკით, ხოლო იგივე მოქმედების შესრულება სენსორულ ეკრანზე თითის დადებით შეგიძლიათ.

  • იხილეთ შესასწავლი მასალა ტექსტის სახით მასზე მიბმული ცალკეული სურათებით. ასეთი განლაგება საშუალებას მოგცემთ, დააწკაპუნოთ ბიბლიური მუხლის ბმულზე ან სხვა თანდართულ მასალაზე, რათა იხილოთ სასწავლო ველში განთავსებული ტექსტი.