წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

უყურეთ სტრიმინგს Apple TV-ის მედიაფლეიერის მეშვეობით

უყურეთ სტრიმინგს Apple TV-ის მედიაფლეიერის მეშვეობით

სტრიმინგის განყოფილება ტელევიზიის მსგავსად შეიცავს სხვადასხვა არხს თავისი პროგრამებით. თუ გსურთ ვიდეოს თავიდან ყურება, შეჩერება, წინ ან უკან გადახვევა, შედით ვიდეოარქივის განყოფილებაში.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული Apple TV-ის პულტის დიაგრამები შესაძლოა განსხვავებული იყოს თქვენი პულტის დიაგრამებისგან.

აირჩიეთ სტრიმინგი საწყისი გვერდიდან, რათა გახსნათ არხების ჩამონათვალი.

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას, რათა სრულად გამოიყენოთ JW მაუწყებლობის სტრიმინგის განყოფილება Apple TV-ის მედიაფლეიერის მეშვეობით:

 უყურეთ არხს სტრიმინგში

პულტის სენსორულ ზედაპირს გაუსვით თითი ზემოდან ქვემოთ ან პირიქით, რათა აირჩიოთ სასურველი არხი. ეკრანის მარცხენა მხარეს ნაჩვენებია არჩეულ არხში განთავსებული ვიდეოების ხანგრძლივობა. დააჭირეთ პულტის სენსორულ ზედაპირს, რომ უყუროთ თქვენ მიერ არჩეულ არხს.

აირჩიეთ სხვა არხი

 როგორ უნდა აირჩიოთ სხვა არხი, როცა სტრიმინგს უყურებთ:

  • დააჭირეთ მენიუს ღილაკს, რომ დაბრუნდეთ არხების ჩამონათვალში

  • გაუსვით ხელი ზემოდან ქვემოთ ან პირიქით, რათა აირჩიო სასურველი არხი

  • თითით შეეხეთ სენსორულ ზედაპირს, რათა ჩართოთ არხი