წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს Apple TV-ის მეშვეობით

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს Apple TV-ის მეშვეობით

აუდიოს განყოფილებაში შედის რამდენიმე კატეგორია, მათ შორის მუსიკა და ბიბლიის მხატვრული კითხვა.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული Apple TV-ის პულტის დიაგრამები შესაძლოა განსხვავებული იყოს თქვენი პულტის დიაგრამებისგან.

JW მაუწყებლობის საწყისი გვერდიდან აირჩიეთ აუდიოს განყოფილება, რომ ნახოთ აუდიოჩანაწერების ჩამონათვალი. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს და მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს:

 მოუსმინეთ აუდიოპროგრამას

ეკრანზე მოცემულია აუდიოჩანაწერების ჩამონათვალი. აუდიოჩანაწერების ჩამონათვალის დასახელება მოცემულია ჩამონათვალის თავში.

  • გაუსვით თითი პულტის სენსორულ ზედაპირს ზემოდან ქვემოთ ან პირიქით, რათა იხილოთ აუდიოჩანაწერების სხვა ჩამონათვალი.

  • გაუსვით თითი სენსორულ ზედაპირს მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით, რათა დაათვალიეროთ ჩამონათვალში მოცემული აუდიოპროგრამები და აირჩიოთ რომელიმე მათგანი. არჩეული აუდიოპროგრამის გამოსახულება სხვებთან შედარებით ოდნავ დიდი ფორმატით გამოჩნდება.

  • დააჭირეთ პულტის სენსორულ ზედაპირს, რათა აირჩიოთ მონიშნული პროგრამა და ეკრანზე იხილოთ აუდიოპროგრამის მართვის ღილაკები.

აირჩიეთ ქვემოთ მოცემული რომელიმე მოქმედება:

  • ჩართვა: ჩართეთ აუდიოპროგრამა.

  • ყველას ჩართვა: ჩართეთ არჩეულ ჩამონათვალში განთავსებული ყველა აუდიოპროგრამა. მას შემდეგ, რაც ჩამონათვალში განთავსებულ ყველა აუდიოპროგრამას მოუსმენთ, ის შეწყდება.

  • განახლება: განაახლეთ აუდიოპროგრამის მოსმენა იმ ადგილიდან, სადაც შეწყვიტეთ.

აუდიოპროგრამის მართვის ღილაკების ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალში განთავსებული ყველა სხვა ვიდეო. გაუსვით თითი ზემოდან ქვემოთ, რომ აირჩიოთ ქვემოთ მოცემული რომელიმე ვიდეო. შემდეგ გაუსვით თითი ქვემოდან ზემოთ, რათა დაუბრუნდეთ აუდიოპროგრამის მართვის ღილაკებს.

 მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს

შეგიძლიათ მოუსმინოთ ცალკეულ აუდიოპროგრამებს ან ჩამონათვალში განთავსებულ ყველა აუდიოპროგრამას თანმიმდევრულად. აუდიოჩანაწერების გვერდიდან გახსენით სასურველი ჩამონათვალი და აირჩიეთ ქვემოთ მოცემული რომელიმე მოქმედება:

  • ყველას ჩართვა: ჩართეთ პირველით დაწყებული ყველა პროგრამა.

  • არევა: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რომ მოუსმინოთ ყველა პროგრამას არათანმიმდევრულად.

მას შემდეგ, რაც ჩამონათვალში განთავსებულ ყველა აუდიოჩანაწერს მოისმენთ, ის შეწყდება.

 მართეთ აუდიოჩანაწერები

აუდიოპროგრამის მოსმენისას Apple TV-ის პულტის მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ აუდიოპროგრამა შემდეგნაირად:

  • ჩართვა ან დაპაუზება: დააპაუზეთ აუდიოპროგრამა. ხელახლა დააჭირეთ ჩართვის ღილაკს, რომ განაახლოთ მისი მოსმენა ან შეეხეთ პულტის სენსორული ზედაპირის შუა ნაწილს, რათა ჩართოთ ან დააპაუზოთ აუდიოპროგრამა.

  • უკან გადახვევა: თითი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვით, რათა აუდიოპროგრამა თავიდან ჩაირთოს. დააჭირეთ ჩართვას ან დაპაუზებას, რომ განაახლოთ აუდიოპროგრამის მოსმენა.

  • წინ გადახვევა: თითი მარცხნიდან მარჯვნივ გაუსვით, რათა ჩართოთ აუდოპროგრამის ბოლო ნაწილი. დააჭირეთ ჩართვას ან დაპაუზებას, რომ განაახლოთ აუდიოპროგრამის მოსმენა.

  • წინ გადასვლა: თუ გსურთ, აუდიოპროგრამა ათი წამით წინ გადაახვიოთ, დააჭირეთ თითი პულტის სენსორული ზედაპირის მარჯვენა კიდეს.

  • როდესაც პროგრესის ზოლზე დაინახავთ აუდიოპროგრამის გადახვევის ნიშანს, დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს.

  • უკან გადასვლა: თუ გსურთ, აუდიოპროგრამა ათი წამით უკან გადაახვიოთ, დააჭირეთ თითი პულტის სენსორული ზედაპირის მარცხენა კიდეს.

  • როდესაც პროგრესის ზოლზე დაინახავთ აუდიოპროგრამის გადახვევის ნიშანს, დააჭირეთ თითი პულტის სენსორულ ზედაპირს.

  • მენიუ: დაუბრუნდით აუდიოპროგრამის მართვის ღილაკებს.