წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

უყურეთ სტრიმინგს როკუ მედიაფლეიერის მეშვეობით

უყურეთ სტრიმინგს როკუ მედიაფლეიერის მეშვეობით

JW მაუწყებლობაზე არის სტრიმინგის განყოფილება, რომელიც ტელევიზიის მსგავსად შეიცავს სხვადასხვა არხს თავისი პროგრამებით. თუ გსურთ ვიდეოს თავიდან ყურება, შეჩერება, წინ ან უკან გადახვევა, შედით ვიდეოარქივის განყოფილებაში.

(შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია როკუ 3-ის პულტის დიაგრამების ინსტრუქცია. თქვენი პულტი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს).

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს, რათა გაიგოთ მეტი JW მაუწყებლობის სტრიმინგის შესახებ როკუში:

 უყურეთ არხს სტრიმინგში

აირჩიეთ სტრიმინგი JW მაუწყებლობის საწყისი გვერდიდან, რათა ჩამოტვირთოთ არხების ჩამონათვალი.

როკუ მედიაფლეიერის პულტზე მოცემული მარცხენა და მარჯვენა ისრების მეშვეობით აირჩიეთ სასურველი არხი. მონიშნული არხი გამოჩნდება ეკრანის შუა ნაწილში სურათით, სახელწოდებით და მოკლე აღწერით. დააჭირეთ ღილაკს დიახ და აირჩიეთ მონიშნული არხი.

ვიდეოს ჩამოტვირთვის პროცესში არხის მენიუში გამოჩნდება არხის სახელი და მიმდინარე ვიდეოსა და შემდეგი სამი ვიდეოს სახელწოდება.

რჩევა: იმისათვის, რომ არხის მენიუ ეკრანზე არ ჩანდეს, ვიდეოს ჩამოტვირთვის შემდეგ დააჭირეთ როკუს პულტზე მარცხენა ისარს.

  აირჩიეთ სხვა არხი

არსებობს ორი საშუალება, რომ არხის სტრიმინგში ყურების დროს, სხვა არხი აირჩიოთ:

  • დაბრუნდით არხის ასარჩევ მენიუში.

    დააჭირეთ მარცხენა ისარს ან უკან დაბრუნების ღილაკს, რომ დაბრუნდეთ არხის ასარჩევ მენიუში. მარცხენა ან მარჯვენა ისრების მეშვეობით აირჩიეთ სასურველი არხი. დააჭირეთ ღილაკს დიახ და აირჩიეთ არხი.

  • გადადით სხვა არხზე.

    არხის სტრიმინგში ყურების დროს დააჭირეთ პულტის ზედა ან ქვედა ისარს, რომ გადართოთ მომდევნო ან წინა არხზე. ვიდეოს ჩამოტვირთვის პროცესში არხის მენიუში გამოჩნდება არხის სახელი და არჩეული ვიდეოს სახელწოდება. დააჭირეთ ზედა ან ქვედა ისარს, თუ გსურთ სხვა არხზე გადართვა ან დაელოდეთ ვიდეოს ჩამოტვირთვას.

 იხელმძღვანელეთ არხის მენიუთი

სტრიმინგში არხის ყურების დროს არხის მენიუს ჩასართავად დააჭირეთ მარჯვენა ისარს.

არხის სახელის, არჩეული ვიდეოსა და შემდეგი ვიდეოების სახელწოდებების გარდა არხის მენიუ შეიცავს ორ ფუნქციას: თავიდან დაწყება და სუბტიტრებით ყურება. რომელიმე ფუნქციის მოსანიშნად გამოიყენეთ ზედა ან ქვედა ისარი. დააჭირეთ ღილაკს დიახ მის გასააქტიურებლად.

  • თავიდან დაწყება: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რათა უყუროთ ვიდეოარქივში განთავსებულ ვიდეოს. ამ განყოფილებაში თქვენ შეგეძლებათ ვიდეოს თავიდან ყურება, შეჩერება და წინ ან უკან გადახვევა.

  • სუბტიტრებით ყურება: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რათა უყუროთ არჩეულ ვიდეოს სუბტიტრებით და ჩართეთ სუბტიტრები (თუ შესაძლებელია) ყველა ვიდეოსთვის სტრიმინგსა და ვიდეოარქივის განყოფილებაში. თუ გსურთ სუბტიტრების გამორთვა, კვლავ შედით მენიუში და აირჩიეთ ყურება სუბტიტრების გარეშე. (შენიშვნა: ეს ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ არჩეულ ვიდეოს აქვს სუბტიტრები.)

არხის მენიუს დასახურად, დააჭირეთ მარცხენა ან მარჯვენა ისარს, ან უკან დაბრუნების ღილაკს.