წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

უყურეთ ვიდეოარქივს როკუ მედიაფლეიერის მეშვეობით

უყურეთ ვიდეოარქივს როკუ მედიაფლეიერის მეშვეობით

ვიდეოარქივში შეგიძლიათ უყუროთ JW მაუწყებლობაზე განთავსებულ ვიდეოებს. ვიდეოები შეგიძლიათ შეაჩეროთ ან წინ და უკან გადაახვიოთ. კონკრეტულ კატეგორიაში, შეგიძლიათ უყუროთ ერთ ვიდეოს ან თანმიმდევრულად ყველას.

(შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია როკუ 3-ის პულტის დიაგრამების ინსტრუქცია. თქვენი პულტი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს).

JW მაუწყებლობის საწყის გვერდზე აირჩიეთ ვიდეოარქივის განყოფილება, რათა ნახოთ ვიდეოების სხვადასხვა კატეგორიები. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს, რომ იპოვოთ და უყუროთ ვიდეოებს:

 იპოვეთ ვიდეო

როკუ მედიაფლეიერის პულტზე მოცემული მარცხენა და მარჯვენა ისრების მეშვეობით აირჩიეთ სასურველი არხი. არჩეული არხი გამოჩნდება ეკრანის შუა ნაწილში სურათით, სახელწოდებით და მოკლე აღწერით. დააჭირეთ ღილაკს დიახ და აირჩიეთ მონიშნული არხი.

ზოგიერთ ვიდეოს შეგიძლიათ სხვადასხვა განყოფილებაში უყუროთ. მაგალითად, ვიდეო „გზასაცდენილი შვილის დაბრუნება“ განთავსებულია განყოფილებაში ფილმები, ოჯახი და ახალგაზრდები.

თითოეულ განყოფილებაში მოცემულია ვიდეოების ჩამონათვალი. როკუს პულტის ისრების მეშვეობით სასურველი ფილმის არჩევისას, გამოჩნდება ინფორმაციული ჩარჩო, სადაც ეწერება ვიდეოს სახელი და მისი ხანგრძლივობა.

  • ზედა და ქვედა ისრები: ისრების მეშვეობით გადადით ვიდეოების სხვა ჩამონათვალზე. მათი სახელწოდება ვიდეოების ზემოთ არის მითითებული.

  • მარცხენა და მარჯვენა ისარი: ისრების მეშვეობით დაათვალიერეთ ჩამონათვალში მოცემული ვიდეოები.

    რჩევა: ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ნაჩვენები იქნება, რამდენი ვიდეოა ჩამონათვალში და რომელი გაქვთ მონიშნული.

ვიდეოს ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს დიახ და ნახეთ მის შესახებ ინფორმაცია. აირჩიეთ ერთ-ერთი მოქმედება:

  • ჩართვა: ვიდეოს თავიდან ყურება.

  • ვიდეოს სუბტიტრებით ყურება: ეს ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ვიდეოს თან ახლავს სუბტიტრები. მისი არჩევისას ჩაირთვება ვიდეო სუბტიტრებით. აგრეთვე სუბტიტრებით (თუ ხელმისაწვდომია) ჩაირთვება სტრიმინგისა და ვიდეოარქივის განყოფილებაში განთავსებული ყველა ვიდეო. თუ გსურთ სუბტიტრების გამორთვა, აირჩიეთ ყურება სუბტიტრების გარეშე.

  • ყველას ჩართვა: დაწყებული უახლესით უყურეთ ყველა ვიდეოს ჩამონათვალში.

    შენიშვნა: მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა ვიდეოს უყურებთ, ვიდეოს ჩვენება შეწყდება.

 მართეთ ვიდეო

ვიდეოარქივის განყოფილებაში როკუს პულტის მეშვეობით, შეგიძლიათ მართოთ ვიდეო შემდეგნაირად:

  • შეჩერება: შეაჩერეთ ვიდეო. ხელახლა დააჭირეთ ღილაკს, რომ განაახლოთ მისი ყურება.

  • წინ გადახვევა: გააჩერეთ ვიდეო და წინ გადაახვიეთ. როდესაც იმ ადგილამდე გადაახვევთ, რომლის ყურებაც გსურთ, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.

    რჩევა: შეგიძლიათ წინ გადახვევის ღილაკს რამდენჯერმე დააჭიროთ, რათა უფრო სწრაფად გადაახვიოთ.

  • უკან გადახვევა: გააჩერეთ ვიდეო და უკან გადაახვიეთ. როდესაც იმ ადგილამდე გადაახვევთ, რომლის ყურებაც გსურთ, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.

    რჩევა: შეგიძლიათ უკან გადახვევის ღილაკს რამდენჯერმე დააჭიროთ, რათა უფრო სწრაფად გადაახვიოთ.

  • მარჯვენა ისარი: გააჩერეთ ვიდეო და გადაახვიეთ წინ 10 წამით. როდესაც იმ ადგილამდე გადაახვევთ, რომლის ყურებაც გსურთ, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.

  • მარცხენა ღილაკი: გააჩერეთ ვიდეო და გადაახვიეთ უკან 10 წამით. როდესაც იმ ადგილამდე გადაახვევთ, რომლის ყურებაც გსურთ, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.

  • ქვედა ისარი: რამდენიმე წამით ნახეთ ვიდეოს შესახებ ინფორმაცია. კვლავ დააჭირეთ ღილაკს, რომ ეკრანიდან გაქრეს ინფორმაცია.

  • ზედა ისარი და უკან დაბრუნების ღილაკი: დაბრუნდით ვიდეოს ინფორმაციის გვერდზე.

 უყურეთ უახლეს ვიდეოებს

JW მაუწყებლობის საწყის გვერდზე მოცემულია ვიდეოარქივის ორი კატეგორია:

  1. აქტუალური: ამ ჩამონათვალში მოცემულია ვიდეოები, რომლებიც ეხება კრების ყოველკვირეულ შეხვედრებს ან ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს.

  2. უახლესი: ამ ჩამონათვალში მოცემულია ექვსი უახლესი ვიდეო.

მიჰყევით შემდეგ მითითებებს, რათა აირჩიოთ ვიდეო ამ კატეგორიებიდან:

  • ზედა და ქვედა ისრის მეშვეობით მონიშნეთ კატეგორია.

  • დააჭირეთ ღილაკს დიახ, რომ ნახოთ ვიდეოები მონიშნულ კატეგორიაში.

  • ზედა და ქვედა ისრის მეშვეობით დაათვალიერეთ ვიდეოები.

  • დააჭირეთ ღილაკს დიახ, რომ აირჩიოთ მონიშნული ვიდეო და ნახოთ მის შესახებ ინფორმაცია.

    შენიშვნა: აირჩიეთ ყველას ჩართვა, რომ უყუროთ ყველა ვიდეოს ერთ-ერთი ამ კატეგორიიდან.