არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს როკუს მედიაფლეიერის მეშვეობით

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს როკუს მედიაფლეიერის მეშვეობით

აუდიოს განყოფილებაში შედის რამდენიმე კატეგორია, მათ შორის მუსიკა და ბიბლიის მხატვრული კითხვა.

(შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია როკუ 3-ის პულტის დიაგრამების ინსტრუქცია. თქვენი პულტი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს).

JW მაუწყებლობის საწყისი გვერდიდან აირჩიეთ აუდიოს განყოფილება, რომ ნახოთ აუდიოჩანაწერების ჩამონათვალი. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს და მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს:

 მოუსმინეთ აუდიოპროგრამას

როკუ მედიაფლეიერის პულტზე მოცემული ისრების მეშვეობით დაათვალიერეთ აუდიოს გვერდი. სასურველი პროგრამის არჩევისას, გამოჩნდება ინფორმაციული ჩარჩო, სადაც ეწერება პროგრამის სახელი და მისი ხანგრძლივობა.

  • ზედა და ქვედა ისრები: ისრების მეშვეობით გადადით სხვა ჩამონათვალზე. მათი სახელწოდება ვიდეოების ზემოთ არის მითითებული.

  • მარცხენა და მარჯვენა ისარი: ისრების მეშვეობით დაათვალიერეთ ჩამონათვალში მოცემული აუდიოპროგრამები.

რჩევა: ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ნაჩვენები იქნება, რამდენი აუდიოპროგრამაა ჩამონათვალში და რომელი მათგანი გაქვთ მონიშნული.

პროგრამის ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს დიახ და გადადით აუდიოპროგრამის ინფორმაციის გვერდზე. აირჩიეთ ერთ-ერთი მოქმედება:

  • ჩართვა: უყურეთ აუდიოპროგრამას თავიდან.

  • შეჩერება: შეაჩერეთ პროგრამის ყურება.

  • განახლება: განაახლეთ აუდიოპროგრამის ყურება.

    შენიშვნა: სანამ იმყოფებით აუდიოპროგრამის ინფორმაციულ გვერდზე, სისტემა იმახსოვრებს თქვენ მიერ არჩეულ აუდიოპროგრამას. მას შემდეგ, რაც დახურავთ ამ გვერდს, აუდიოპროგრამის ჩანიშვნა უქმდება.

  • ყველას ჩართვა: ჩართეთ ყველა აუდიოპროგრამა ჩამონათვალში უახლესით დაწყებული.

    შენიშვნა: მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა აუდიოჩანაწერს მოისმენთ, ის შეწყდება.

 მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს

შეგიძლიათ მოუსმინოთ ცალკეულ აუდიოპროგრამებს ან ჩამონათვალიდან ყველას თანმიმდევრულად. ამისთვის გამოიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:

  • ყველას ჩართვა: აუდიოს გვერდიდან აირჩიეთ პროგრამა, რომლის მოსმენაც გსურთ, შემდეგ დააჭირეთ ყველას ჩართვას.

  • ყველას ჩართვა: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რომ მოუსმინოთ ყველას თანმიმდევრულად ჩამონათვალიდან.

  • არევა: აირჩიეთ ეს ფუნქცია, რომ მოუსმინოთ ყველას არათანმიმდევრულად ჩამონათვალიდან.

შენიშვნა: მას შემდეგ, რაც ჩამონათვალიდან ყველა აუდიოჩანაწერს მოისმენთ, ის შეწყდება.

 მართეთ აუდიოჩანაწერები

აუდიოპროგრამის მოსმენისას, როკუს პულტის მეშვეობით, შეგიძლიათ მართოთ ის შემდეგნაირად:

  • შეჩერება: შეაჩერეთ აუდიოპროგრამა. ხელახლა დააჭირეთ ღილაკს, რომ განაახლოთ მისი მოსმენა.

  • წინ გადახვევა: რამდენიმე წამით წინ გადაახვიეთ.

  • უკან გადახვევა: რამდენიმე წამით უკან გადაახვიეთ.

    რჩევა: ღილაკის თითოეული დაჭერისას დააკვირდით სადამდე გადაახვიეთ.

  • მარჯვენა ისარი: გადადით შემდეგ აუდიოპროგრამაზე ჩამონათვალიდან (ან, არევის შემთხვევაში გადადით ნებისმიერ სხვა პროგრამაზე).

  • მარცხენა ისარი: გადადით წინა აუდიოპროგრამაზე ჩამონათვალიდან (ან, არევის შემთხვევაში, წინა პროგრამაზე).

  • უკან დაბრუნების ღილაკი: დაბრუნდით აუდიოს გვერდზე.