წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

უყურეთ არხებს სტრიმინგში ვებ-გვერდზე TV.JW.ORG

უყურეთ არხებს სტრიმინგში ვებ-გვერდზე TV.JW.ORG

ვებ-გვერდზე tv.jw.org არის სტრიმინგის განყოფილება, რომელიც ტელევიზიის მსგავსად შეიცავს სხვადასხვა არხს თავისი პროგრამებით. აირჩიეთ არხი სტრიმინგში და უყურეთ მიმდინარე ვიდეოს. თუ გსურთ ვიდეოს თავიდან ყურება, შეჩერება, წინ ან უკან გადახვევა, შედით ვიდეოარქივის განყოფილებაში.

მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს, რომ უყუროთ არხებს სტრიმინგში:

 უყურეთ არხს სტრიმინგში კომპიუტერის მეშვეობით

დააჭირეთ სტრიმინგის ღილაკს. გაიხსნება არხის საწყისი გვერდი და ჩაირთვება მიმდინარე ვიდეო.

  • თუ გსურთ ვიდეოს მთელ ეკრანზე ყურება, გადაატარეთ კურსორი ვიდეოს და დააჭირეთ მის ქვემოთ მოცემულ მთელ ეკრანზე ჩვენების ღილაკს.

  • თუ აღარ გსურთ ვიდეოს მთელ ეკრანზე ყურება, დააჭირეთ კლავიატურაზე გასვლის (Escape) ღილაკს ან გადაატარეთ კურსორი ვიდეოს და დააჭირეთ ეკრანის სტანდარტული ზომის ღილაკს.

  • ვიდეოს რეზოლუციის შესაცვლელად გადაატარეთ კურსორი ვიდეოს, შემდეგ მიდით ვიდეოს პარამეტრებთან და აირჩიეთ ვიდეოს ხარისხი (შენიშვნა: ეს ფუნქცია ყველა ბრაუზერში არ არის ხელმისაწვდომი).

    შენიშვნა: რეზოლუციის მაღალი რიცხვი მიუთითებს ვიდეოს მაღალ ხარისხზე, რაც სწრაფ ინტერნეტკავშირს მოითხოვს. აირჩიეთ ინტერნეტის სიჩქარისა და ეკრანის ზომის შესაბამისი ხარისხი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარამეტრების შეცვლა კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობებში).

  • ხმის სიმაღლის შესაცვლელად გადაატარეთ კურსორი ვიდეოს, შემდეგ მიიტანეთ ხმის მარეგულირებელ ღილაკთან და ასწიეთ ან დასწიეთ ხმა.

დააჭირეთ ღილაკს თავიდან დაწყება, რათა გამოხვიდეთ არხის სტრიმინგის განყოფილებიდან და იხილოთ ვიდეო ვიდეოარქივის განყოფილებაში.

რჩევა: შედით პარამეტრების გვერდზე და მონიშნეთ არხი, რათა ყოველ ჯერზე, როცა სტრიმინგში შეხვალთ, თქვენთვის სასურველი არხი ჩაირთოს.

თუ სტრიმინგში დიდხანს უყურებთ და არ ცვლით არხს, ეკრანზე გამოჩნდება შეკითხვა, განაგრძობთ თუ არა ყურებას. ვინაიდან თითოეული ვიდეოს სტრიმინგში ყურება თანხებთანაა დაკავშირებული, არ გვსურს, რომ სტრიმინგი ჩართული იყოს, თუ არავინ უყურებს მას. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ სტრიმინგიდან გამოსვლა, დააჭირეთ ღილაკს დიახ და განაგრძეთ ვიდეოს ყურება.

 უყურეთ არხს სტრიმინგში მობილური მოწყობილობის მეშვეობით

შენიშვნა: არხის საყურებლად ინსტრუქცია მცირედით განსხვავდება სხვადასხვა ზომის ეკრანისა და ოპერატიული სისტემის მობილურ მოწყობილობებში. ქვემოთ აღნიშნულია რამდენიმე მათგანი.

შედარებით დიდი ზომის მობილურ მოწყობილობაში, როგორიცაა პლანშეტი, დააჭირეთ სტრიმინგის ღილაკს და ჩაირთვება არხის საწყისი გვერდი.

შედარებით პატარა ზომის მობილურ მოწყობილებაში, როგორიცაა სმარტფონი, დააჭირეთ მენიუს ღილაკს და შემდეგ სტრიმინგს, რათა ჩაირთოს არხის საწყისი გვერდი ან დააჭირეთ სტრიმინგის მარჯვნივ მოცემულ ქვედა ისარს და შემდეგ აირჩიეთ არხი სტრიმინგში.

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ ჩართვის ღილაკს.

  • ვიდეოს მთელ ეკრანზე საყურებლად ორჯერ დააჭირეთ სმარტფონის ეკრანს ან შეეხეთ ვიდეოს და შემდეგ მთელ ეკრანზე ჩვენების ღილაკს.

    შენიშვნა: ვიდეოს მთელ ეკრანზე ყურების დროს შესაძლოა გამოჩნდეს ვიდეოს ფუნქციები (შეჩერება, ჩართვა და წინ ან უკან გადახვევა), მაგრამ მათი გამოყენება შეუძლებელი იქნება.

  • iOS: თუ არ გსურთ ვიდეოს მთელ ეკრანზე ყურება, დააჭირეთ ვიდეოს, შემდეგ კი ეკრანის სტანდარტული ზომის ღილაკს ან ღილაკს დასრულება (Done).

    Android: თუ არ გსურთ ვიდეოს მთელ ეკრანზე ყურება, დააჭირეთ ვიდეოს, შემდეგ კი უკან დაბრუნების ღილაკს.

    Windows Mobile: თუ არ გსურთ ვიდეოს მთელ ეკრანზე ყურება, დააჭირეთ უკან დაბრუნების ღილაკს მოწყობილობაზე.

  • ვიდეოს რეზოლუციის შესაცვლელად დააჭირეთ ვიდეოს, შემდეგ კი ვიდეოს პარამეტრების ღილაკს. აირჩიეთ ვიდეოს ხარისხი (შენიშვნა: ეს ფუნქცია ყველა მობილურ მოწყობილობაში არ არის ხელმისაწვდომი).

    შენიშვნა: რეზოლუციის მაღალი რიცხვი მიუთითებს ვიდეოს მაღალ ხარისხზე, რაც სწრაფ ინტერნეტკავშირს მოითხოვს. აირჩიეთ ინტერნეტის სიჩქარისა და ეკრანის ზომის შესაბამისი ხარისხი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პარამეტრების შეცვლა კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობებში).

შემდეგი ვიდეოების სანახავად აირჩიეთ ფუნქცია არხები დეტალურად. შედარებით მცირე ზომის მობილურ მოწყობილობაში კი ჩამოსწიეთ გვერდი.

დააჭირეთ ღილაკს თავიდან დაწყება, რათა გამოხვიდეთ არხის სტრიმინგის განყოფილებიდან და იხილოთ ვიდეო ვიდეოარქივის განყოფილებაში.

რჩევა: შედით პარამეტრების გვერდზე და მონიშნეთ არხი, რათა ყოველ ჯერზე, როცა სტრიმინგში შეხვალთ, თქვენთვის სასურველი არხი ჩაირთოს.

 აირჩიეთ სხვადასხვა არხი კომპიუტერში ან პლანშეტში

თუ სტრიმინგში სტანდარტული ზომით უყურებთ ვიდეოს (და არა მთელ ეკრანზე), სხვა ხელმისაწვდომი არხების ჩამონათვალი ვიდეოს ქვემოთ იქნება მოცემული. დააჭირეთ არხის სახელწოდებას, რათა ეს არხი ჩაირთოს.

კომპიუტერსა და პლანშეტში არხები ნაჩვენებია ეკრანის ქვემოთ მთელ სიგრძეზე. სტრიმინგში მიმდინარე არხი მონიშნულია ლურჯი ზოლით, რომელიც არხის სახელწოდების ზემოთაა მოცემული.

დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ მარცხენა ან მარჯვენა ისარს, რათა იხილოთ სხვა არხები. დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ არხის სახელწოდებას, რათა ეს არხი ჩაირთოს.

კომპიუტერში არჩეულ არხზე მაშინვე ჩაირთვება მიმდინარე ვიდეო. iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებში უნდა დააჭიროთ ჩართვის ღილაკს, რათა ჩაირთოს ვიდეო.

 აირჩიეთ სხვადასხვა არხი სმარტფონში

თუ სტრიმინგში სტანდარტული ზომით უყურებთ ვიდეოს (და არა მთელ ეკრანზე), სხვა ხელმისაწვდომი არხების ჩამონათვალი ვიდეოს ქვემოთ იქნება მოცემული. დააჭირეთ არხის სახელწოდებას, რათა ეს არხი ჩაირთოს.

შედარებით პატარა ზომის მობილურ მოწყობილობაში, როგორიცაა სმარტფონი, სტრიმინგის არხების ჩამონათვალი ნაჩვენებია ვერტიკალურად, მიმდინარე ვიდეოს ქვემოთ. სტრიმინგში მიმდინარე არხი მონიშნულია ლურჯი ზოლით, რომელიც არხის სახელწოდების ზემოთაა მოცემული. დააჭირეთ არხის სახელწოდების მარჯვენა მხარეს მოცემულ ქვედა ისარს, რათა იხილოთ არხზე მიმდინარე ვიდეო. ნახეთ ჩამონათვალში სხვა ვიდეოები, მათი ხანგრძლივობა და დაწყების დრო.

დააჭირეთ ზედა ისარს, რათა დახუროთ არხის ჩამონათვალი.

არხის ასარჩევად დააჭირეთ არხის სახელწოდებას, შემდეგ კი ჩართვის ღილაკს, რათა უყუროთ არხზე მიმდინარე ვიდეოს.

 გამოიყენეთ ფუნქცია არხები დეტალურად

კომპიუტერსა და პლანშეტში არხები დეტალურად მოცემულია სტანდარტული ზომით (და არა მთელ ეკრანზე). შედარებით პატარა ზომის მობილურ მოწყობილობაში, მაგალითად სმარტფონში, იხილეთ არხების ჩამონათვალი.

დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს არხები დეტალურად, რათა იხილოთ სხვა ხელმისაწვდომი არხები და ამ არხებზე განთავსებული სხვა ვიდეოები.

არხზე განთავსებული ვიდეოები მოცემულია ჩამონათვალის სახით. არხზე მიმდინარე ვიდეო ჩამონათვალის თავშია მოცემული. სხვა ვიდეოების ხანგრძლივობა და დაწყების დრო იქვეა მითითებული.

დააჭირეთ მარცხენა ან მარჯვენა ისარს, რათა იხილოთ სხვა არხები. დააჭირეთ არხს, რომ დახუროთ არხები დეტალურად და გადახვიდეთ თქვენ მიერ შერჩეულ არხზე.

შენიშვნა: ფუნქციაში არხები დეტალურად ვიდეოს დაწყების დრო შეესაბამება თქვენი ქვეყნის სასაათო სარტყელს (იმ დროს, რომელიც თქვენს კომპიუტერსა თუ მობილურ მოწყობილობაშია ნაჩვენები). ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მაყურებელი ერთდროულად ვერ უყურებს არხზე ერთსა და იმავე ვიდეოს. მაგალითად, თუ თქვენ უყურებთ ვიდეოს 19:00 სთ-ზე, თქვენი ქვეყნის აღმოსავლეთით მცხოვრებნი ამ ვიდეოს ერთი საათით ადრე უყურებენ, თქვენგან დასავლეთით მცხოვრებნი კი ერთი საათით გვიან, როცა მათი ქვეყნების სასაათო სარტყელის მიხედვით 19:00 საათი შესრულდება.

კვლავ დააჭირეთ ღილაკს არხები დეტალურად, რათა ჩახუროთ ეს ფუნქცია და განაგრძოთ ვიდეოს ყურება.