წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

შეცვალეთ პარამეტრები კომპიუტერში, პლანშეტსა და სმარტფონში

შეცვალეთ პარამეტრები კომპიუტერში, პლანშეტსა და სმარტფონში

ვებ-გვერდზე tv.jw.org პარამეტრებში დააყენეთ თქვენთვის სასურველი პარამეტრები.

დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ პარამეტრების ღილაკს. თუ გსურთ, განაახლოთ პარამეტრები, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

შენიშვნა: ეს პარამეტრები იმუშავებს მხოლოდ იმ ინტერნეტ ბრაუზერზე და მობილურ მოწყობილობაზე, რომელზეც დააყენეთ. თუ ბრაუზერის მეხსიერებას გაასუფთავებთ, პარამეტრები დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.

 აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვიდეო რეზოლუცია

  • დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ თქვენთვის სასურველ ვიდეო რეზოლუციას.

  • თუ გსურთ, პარამეტრების დამახსოვრება, დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ დამახსოვრების ღილაკს.

რას ნიშნავს ეს რიცხვები? ჩამონათვალში მოცემული რიცხვები მიუთითებს ვიდეოს ზომასა და ხარისხზე. უმაღლესი რიცხვი მიუთითებს ვიდეოს მაღალ ხარისხზე, რაც სწრაფ ინტერნეტკავშირს მოითხოვს.

ქვემოთ აღწერილია თითოეული ვიდეო რეზოლუცია:

ვიდეო რეზოლუცია

აღწერა

240p

ყველაზე დაბალი ხარისხი. კარგად მუშაობს პატარა მობილურ მოწყობილობებზე.

360p

დაბალი ხარისხი. კარგად მუშაობს პატარა მობილურ მოწყობილობებზე.

480p

სტანდარტული ხარისხი. კარგად მუშაობს პლანშეტებზე, კომპიუტერებსა და ტელევიზორებზე.

720p

მაღალი ხარისხი (HD). კარგად მუშაობს კომპიუტერზე, რომლის ეკრანის რეზოლუციაა სულ მცირე 1024x768, ან HD ტელევიზორზე, რომლის რეზოლუციაა 1280x720.

1080p

უმაღლესი ხარისხი (HD). კარგად მუშაობს კომპიუტერზე, რომლის ეკრანის ვერტიკალური რეზოლუცია სულ მცირე 1080 პიქსელს შეადგენს, ან HD ტელევიზორზე, რომლის რეზოლუციაა 1920x1080.

რატომ უნდა შეცვალოთ ვიდეო რეზოლუცია? თუ ინტერნეტი დაბალი ხარისხისაა და ვიდეო, რომელსაც უყურებთ ხშირად წყდება, უკეთესია დაბალი რეზოლუციის ვიდეო გამოიყენოთ. დააყენეთ ვიდეო რეზოლუცია უმაღლეს რიცხვზე, რომელიც კარგად მუშაობს კომპიუტერსა და მოწყობილობაში. აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ დაბალი რეზოლუციის ვიდეო, რათა დაზოგოთ ინტერნეტ მოხმარების თანხა.

როგორ მუშაობს ეს ფუნქცია? ვებ-გვერდი TV.JW.ORG სტრიმინგში ვიდეოს მაღალი ხარისხით არ გიჩვენებთ, თუ პარამეტრებში არჩეული გაქვთ დაბალი ხარისხის რეზოლუცია (იხილეთ სტრიმინგი TV.JW.ORG-ზე).

თუ აირჩევთ ავტომატურ რეჟიმს, ვებ-გვერდი TV.JW.ORG აირჩევს უმაღლესი ხარისხის ვიდეო რეზოლუციას, რომელიც შეესაბამება თქვენი კომპიუტერისა თუ მოწყობილობის ეკრანის ზომას. ჩართეთ ან გამორთეთ ვიდეოს სუბტიტრები

 ზოგიერთ ვიდეოპროგრამას შეგიძლიათ უყუროთ სუბტიტრებით. სუბტიტრები იმ ენაზე გამოჩნდება, რომელ ენაზეც ვიდეოს უყურებთ.

  • თუ გსურთ სუბტიტრების ნახვა, მონიშნეთ ვიდეოს სუბტიტრებით ყურება (Display Subtitles When Available).

  • თუ აღარ გსურთ ვიდეოს სუბტიტრებით ყურება, მოხსენით მონიშვნა.

  • დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკზე დამახსოვრება, რომ დაიმახსოვროთ არჩეული პარამეტრები.

შენიშვნა: ეს პარამეტრები დაყენდება ყველა ვიდეოზე, რომელსაც სუბტიტრები აქვს და მათი ნახვა შეგეძლებათ სტრიმინგსა და ვიდეოარქივში.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი არხი სტრიმინგში

 სისტემა იმახსოვრებს თქვენ მიერ ბოლოს არჩეულ არხს და შემდეგ ჯერზე, როცა სტრიმინგში შეხვალთ, ისევ იმავე არხს გიჩვენებთ.

შესაძლოა გსურდეთ, კონკრეტული არხი ჩაირთოს თქვენს მოწყობილობაში ყოველ ჯერზე, როცა სტრიმინგში შედიხართ. თუ მშობელი ხართ, შესაძლოა გსურდეთ, რომ პლანშეტში, რომელსაც თქვენი შვილები იყენებენ, ავტომატურად ჩაირთოს ბავშვების არხი.

  • თუ გსურთ, სტრიმინგში ყოველთვის ერთი და იგივე არხი ჩაირთოს, პარამეტრებში აირჩიეთ არხის სახელი.

  • თუ გსურთ, საწყის მდგომარეობაზე დაბრუნება, პარამეტრებში აირჩიეთ ბოლოს არჩეული არხით დაწყება.

  • დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკზე დამახსოვრება, რომ დაიმახსოვროთ არჩეული პარამეტრები.