წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

TV.JW.ORG-ზე არსებული ვიდეოარქივის გამოყენება

TV.JW.ORG-ზე არსებული ვიდეოარქივის გამოყენება

ვიდეოარქივი საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს უყუროთ ვიდეორგოლებს TV.JW.ORG-ზე. თქვენ შეგიძლიათ ვიდეორგოლი დააპაუზოთ ან გადაახვიოთ წინ და უკან. უყუროთ ერთ ან კოლექციაში არსებულ ყველა ვიდეოს ერთად. ქვემოთ მოცემული ნაბიჯები დაგეხმარებათ, იპოვოთ და უყუროთ სასურველ ვიდეორგოლებს.

 ვიდეორგოლის პოვნა და ჩართვა

როდესაც შეხვალთ განყოფილებაში ვიდეოარქივი, ეკრანზე კატეგორიებად დალაგებული ვიდეომასალა გამოჩნდება. თითოეულ კატეგორიას თან ერთვის სურათი და კატეგორიის სათაური. ზოგი ვიდეო შეიძლება შეგხვდეთ რამდენიმე კატეგორიაში. მაგალითად, ვიდეოფილმი „გზასაცდენილი შვილის დაბრუნება“ შეიძლება ნახოთ შემდეგ კატეგორიებში: ფილმები, ოჯახი და ახალგაზრდები.

ყველა კატეგორიის სანახავად ჩადით გვერდის ბოლოში

სასურველ კატეგორიაში შესასვლელად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ შესაბამისი კატეგორიის სურათზე ან სათაურზე. ეკრანის თავში განთავსებულ ბანერზე მოცემულია კატეგორიის სათაური და აღწერა, ხოლო ბანერის ქვემოთ მოცემულია კატეგორიაში შემავალი ვიდეოკოლექცია.

კომპიუტერით ან პლანშეტით სარგებლობისას: კოლექციაში არსებული მეტი ვიდეორგოლის სანახავად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ მარცხნივ ან მარჯვნივ განთავსებულ ისრებს.

სმარტფონით სარგებლობისას: კატეგორიაში შესვლისას კოლექციაში არსებული პირველივე ვიდეორგოლი გამოდის ეკრანზე. სხვა ვიდეორგოლების სანახავად დააჭირეთ ღილაკს მეტის ნახვა.

ვიდეორგოლის მოსანიშნად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ სურათს ან სათაურს. ეკრანის თავში განთავსებულ ბანერზე მოცემულია ვიდეორგოლის სათაური, აღწერა და ხანგრძლივობა.

ვიდეოს ჩასართავად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ჩართვის ღილაკს. (შენიშვნა: მობილურ მოწყობილობებზე, რომლებიც იყენებენ iOS-ის და Android-ის ოპერაციულ სისტემებს, ვიდეოგამშვების ჩატვირთვის შემდეგ საჭიროა, კიდევ ერთხელ დააჭიროთ ჩართვის ღილაკს).

ვიდეორგოლის კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში შესანახად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ჩამოტვირთვის ღილაკს (შენიშვნა: ფაილების ჩამოსატვირთად ზოგ მობილურ მოწყობილობაზე შეიძლება საჭირო იყოს დამატებითი ჩამომტვირთავი პროგრამის დაყენება). დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ იმ გაფართოების ვიდეორგოლზე, რომლის ჩამოტვირთვაც გსურთ.

თუ ვიდეორგოლის რაღაც ნაწილი უკვე ნაყურები გაქვთ და გსურთ, განაგრძოთ მისი ყურება დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს განახლება და განაგრძეთ ვიდეორგოლის ყურება იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდით. ვიდეორგოლის თავიდან ჩასართავად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს თავიდან დაწყება.

  • მინიშნება: ნაცვლად იმისა, რომ ყველა ვიდეორგოლს სათითაოდ უყუროთ, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ან დააჭიროთ ღილაკს ყველას ჩართვა, რომელიც მოცემულია კოლექციის სათაურის გასწვრივ და ერთიანად უყუროთ კოლექციაში არსებულ ვიდეორგოლებს.

    შენიშვნა: ჩვენება მას შემდეგ შეჩერდება, როცა კოლექციაში არსებულ ყველა ვიდეოს უყურებთ.

  • ვიდეორგოლების „ყველას ჩართვა“ რეჟიმში ყურებისას წინა ვიდეორგოლზე დასაბრუნებლად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს უკან გადასვლა.

  • ვიდეორგოლების „ყველას ჩართვა“ რეჟიმში ყურებისას მომდევნო ვიდეორგოლზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს წინ გადასვლა.

 ვიდეორგოლის პარამეტრების კონტროლი

ვიდეოარქივში ვიდეორგოლების ყურებისას თქვენ შეგიძლიათ შემდეგნაირად აკონტროლოთ ჩვენების პარამეტრები:

  • კომპიუტერში: იმისათვის, რომ ვიდეორგოლს მთლიან ეკრანზე უყუროთ, მიიტანეთ კურსორი ვიდეორგოლის მარჯვენა ქვედა კუთხეში და დააწკაპუნეთ ღილაკს მთლიან ეკრანზე ჩვენება.

    პლანშეტში ან სმარტფონში: ვიდეორგოლის მთელ ეკრანზე გასაშლელად დააჭირეთ ვიდეოს და შემდეგ ღილაკს მთლიან ეკრანზე ჩვენება.

  • კომპიუტერში: იმისათვის, რომ გამოხვიდეთ მთლიან ეკრანზე ჩვენების რეჟიმიდან, კლავიატურაზე დააჭირეთ ღილაკს გამოსვლა (Escape) ან კურსორი მიიტანეთ მარჯვენა ქვედა კუთხეში და დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩვეულებრივ რეჟიმში ყურება.

    iOS: იმისათვის, რომ გამოხვიდეთ მთლიან ეკრანზე ჩვენების რეჟიმიდან დააჭირეთ ვიდეოს და შემდეგ ღილაკს ჩვეულებრივ რეჟიმში ყურება.

    Android: იმისათვის, რომ გამოხვიდეთ მთლიან ეკრანზე ჩვენების რეჟიმიდან, დააჭირეთ ვიდეოს და შემდეგ ღილაკს ჩვეულებრივ რეჟიმში ყურება. ზოგი ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ძველი მოწყობილობა ვიდეორგოლს მხოლოდ მთლიან ეკრანზე აჩვენებს.

    Windows Mobile: იმისათვის, რომ გამოხვიდეთ მთლიან ეკრანზე ჩვენების რეჟიმიდან, მობილურ მოწყობილობაზე დააჭირეთ ღილაკს უკან დაბრუნება.

  • ვიდეოს დასაპაუზებლად დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს დაპაუზება.

  • დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ღილაკს ჩართვა, რათა გააგრძელოთ ვიდეორგოლის ყურება.

  • ვიდეორგოლის ყურებისას რომელიმე კადრზე გადასასვლელად ან სწრაფად გადასახვევად ვიდეორგოლის გამშვებში ინდიკატორი გასწიეთ წინ ან უკან.

  • კომპიუტერში: იმისთვის, რომ შეცვალოთ ვიდეორგოლის გაფართოების ხარისხი, მიიტანეთ კურსორი ვიდეორგოლის მარჯვენა ქვედა კუთხეში და დააწკაპუნეთ ღილაკზე პარამეტრები, შემდეგ კი აირჩიეთ სასურველი გაფართოება (შენიშვნა: ზოგ ვებ-ბრაუზერს ეს ფუნქცია არ აქვს).

    შენიშვნა: უმეტეს შემთხვევაში ვიდეორგოლები მოცემულია მაღალი ხარისხით, რომლის გაშვებასაც სწრაფი ინტერნეტი სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის ხარისხი, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენი ინტერნეტის სიჩქარეს და ეკრანის ზომას (დეტალების სანახავად შედით თქვენი კომპიუტერის, პლანშეტის ან სმარტფონის პარამეტრებში).

    პლანშეტში ან სმარტფონში: ვიდეორგოლის გაფართოების შესაცვლელად დააჭირეთ ღილაკს ვიდეორგოლის პარამტრები და აირჩიეთ სასურველი გაფართოება (შენიშვნა: ეს ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი ყველა მობილური მოწყობილობის ვიდეორგოლის გამშვებზე).

  • კომპიუტერში: ხმის სიმაღლის შესაცვლელად მიიტანეთ კურსორი ვიდეორგოლის მარჯვენა ქვედა კუთხეში და დააწკაპუნეთ ღილაკზე ხმის სიმაღლე. ხმის ასაწევად ან ჩასაწევად ხმის სიმაღლის ინდიკატორი ასწიეთ ან ჩასწიეთ.

    პლანშეტში ან სმარტფონში: ხმის სიმაღლის შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური მოწყობილობის აუდიოღილაკი.