წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს ვებ-გვერდზე TV.JW.ORG

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს ვებ-გვერდზე TV.JW.ORG

აუდიო განყოფილებაში განთავსებულია სხვადასხვა აუდიოჩანაწერი. მოუსმინეთ ცალკეულ პროგრამას ან რამდენიმეს თანმიმდევრულად.

დააჭირეთ აუდიო განყოფილების ღილაკს და იხილეთ აუდიოჩანაწერების კრებული. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს, რათა იპოვოთ და მოუსმინოთ აუდიოპროგრამებს:

 მოუსმინეთ აუდიოპროგრამას ან აუდიოჩანაწერების კრებულს

თითოეულ კრებულში, რომელსაც თავისი სახელწოდება აქვს, შედის აუდიოპროგრამები. ჩამოსწიეთ გვერდი, რათა იხილოთ ყველა კრებული.

კომპიუტერი ან პლანშეტი: დააჭირეთ მარჯვენა ან მარცხენა ისარს, რომ ნახოთ მეტი აუდიოპროგრამა ამ კრებულიდან.

სმარტფონი: თითოეული კრებულიდან გაიხსნება პირველივე აუდიოპროგრამა. თუ გსურთ, ამ კრებულიდან მეტის ნახვა დააჭირეთ სამწერტილს (See More).

აუდიოპროგრამის სანახავად დააჭირეთ სურათს ან მის ქვეშ მოცემულ სახელწოდებას. ეკრანის ზემოთ გამოჩნდება არჩეული პროგრამის სურათი და სახელწოდება.

აუდიოპროგრამის ჩასართავად დააჭირეთ ღილაკს ჩართვა. (შენიშვნა: iOS-ისა და Android-ის მოწყობილობებზე დააჭირეთ ჩართვის ნიშანს, როცა ეკრანზე აუდიოჩანაწერი გამოჩნდება.)

  • რჩევა: ერთი რომელიმე აუდიოპროგრამის ჩართვის ნაცვლად, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს ყველას ჩართვა და მოუსმინოთ ყველა აუდიოპროგრამას კრებულიდან.

  • დააჭირეთ არევის ღილაკს, რათა ჩართოთ ყველა აუდიოპროგრამა და მიუსმინოთ არათანმიმდევრულად.

    შენიშვნა: მას შემდეგ, რაც ყველა აუდიოპროგრამა გაჟღერდება, აუდიოჩანაწერი შეწყდება.

 აუდიოჩანაწერების მართვა

  • დააჭირეთ პაუზას, რომ დროებით გააჩეროთ აუდიოჩანაწერი.

  • დააჭირეთ ჩართვას, რომ განაახლოთ მისი მოსმენა.

  • გადაახვიეთ წინ ან უკან, თუ გსურთ, მოუსმინოთ აუდიოპროგრამის სხვადასხვა მონაკვეთს.

  • აირჩიეთ ღილაკი ყველას ჩართვა ან არევა, შემდეგ დააჭირეთ უკან გადასვლას, თუ გსურთ წინა აუდიოპროგრამის მოსმენა.

  • აირჩიეთ ღილაკი ყველას ჩართვა ან არევა, შემდეგ დააჭირეთ წინ გადასვლას, თუ გსურთ მომდევნო აუდიოპროგრამის მოსმენა.

  • თუ გსურთ შეცვალოთ ხმის სიმაღლე, გამოიყენეთ თქვენი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ხმის მარეგულირებლები.