არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW მაუწყებლობა

JW მაუწყებლობა

JW მაუწყებლობა ინტერნეტ-ტელევიზიაა. ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია მიიღოს სულიერი განათლება ამ ტელევიზიის მეშვეობით. აქ ნახავთ როგორც ჩვენს სტუდიაში მომზადებულ გადაცემებს, ისე ვიდეორგოლებს ვებ-გვერდიდან jw.org. 24 საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერით შეგიძლიათ უყუროთ სხვადასხვა არხს ან არქივიდან სურვილისამებრ შეარჩიოთ ვიდეორგოლები თუ გადაცემები. აუდიო განყოფილებაში მოისმენთ სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის მუსიკას, დრამებს და ბიბლიის მხატვრულ კითხვას.

ჩვენი ინტერნეტ-ტელევიზია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე tv.jw.org. მისით შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპიუტერის, პლანშეტის, სმარტფონის და, თუ გაქვთ Amazon Fire TV-ის, Apple TV-ის ან როკუს (Roku) ციფრული მედიაფლეიერი, ტელევიზორის მეშვეობით.

 

ამ განყოფილებაში

უყურეთ არხებს სტრიმინგში ვებ-გვერდზე TV.JW.ORG

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ სტრიმინგის ფუნქციები კომპიუტერში, პლანშეტსა და სმარტფონში. აგრეთვე, როგორ ჩართოთ სხვადასხვა არხები და ისარგებლოთ ფუნქციით არხები დეტალურად.

TV.JW.ORG-ზე არსებული ვიდეოარქივის გამოყენება

უყურეთ ვიდეორგოლებს ნებისმიერ დროს. იპოვეთ და აკონტროლეთ ვიდეორგოლის პარამეტრები — დააპაუზეთ და გადაახვიეთ. ჩართეთ კოლექციაში არსებული ყველა ვიდეორგოლი ერთად.

მოუსმინეთ აუდიოჩანაწერებს ვებ-გვერდზე TV.JW.ORG

ისიამოვნეთ ბიბლიის მხატვრული კითხვისა და მუსიკის მოსმენით. მოუსმინეთ ერთ აუდიოპროგრამას ან მთლიან კრებულს.

შეცვალეთ პარამეტრები კომპიუტერში, პლანშეტსა და სმარტფონში

აირჩიეთ სასურველი ვიდეო რეზოლუცია, ჩართეთ ან გამორთეთ ვიდეოს სუბტიტრები, აირჩიეთ სასურველი არხი სტრიმინგში.