არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ძიების ფუნქცია Windows-ისთვის

ძიების ფუნქცია Windows-ისთვის

JW ბიბლიოთეკის ძიების ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი სიტყვა ან ფრაზა ბიბლიაში ან პუბლიკაციაში.

სიტყვის ან ფრაზის მოსაძებნად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 ძიება ბიბლიაში

ბიბლიაში შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა.

ბიბლიის კითხვისას, დააჭირეთ საძიებო ველს, შემდეგ ჩაწერეთ სიტყვა, რომლის ნახვაც გსურთ. სიტყვის ჩაბეჭდვისას, სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდება. დააჭირეთ სასურველ ვარიანტს ან დააჭირეთ კლავიატურაზე მოცემულ შეტანის (Enter) ღილაკს.

შეგიძლიათ ძებნის შედეგები დაახარისხოთ. ხშირად გამოყენებად მუხლებში მოცემულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ და შეიცავს ჩვენ მიერ მოძიებულ სიტყვას. ყველა მუხლში ნაჩვენებია ყველა მუხლი, რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობის მიხედვით. სტატიებში ნაჩვენებია ბიბლიის შესავალსა და დანართებში მოცემული ყველა სტატია, რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას.

თუ საძიებო ველში რამდენიმე სიტყვას ჩაწერთ, მონიშნეთ ზუსტი დამთხვევა, რათა მოგიძებნოთ მხოლოდ ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც ჩაბეჭდეთ.

 ძიება პუბლიკაციაში

პუბლიკაციაში შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა.

პუბლიკაციის კითხვისას, დააჭირეთ საძიებო ველს, შემდეგ ჩაწერეთ სიტყვა, რომლის ნახვაც გსურთ. სიტყვის ჩაბეჭდვისას, სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდება. დააჭირეთ სასურველ ვარიანტს ან დააჭირეთ კლავიატურაზე მოცემულ შეტანის (Enter) ღილაკს.

თუ საძიებო ველში, რამდენიმე სიტყვას ჩაწერთ, მონიშნეთ ზუსტი დამთხვევა, რათა მოგიძებნოთ მხოლოდ ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც ჩაბეჭდეთ.

 კონკრეტული საკითხის ძიება

თუ ჩამოტვირთეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული საკითხი. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ბიბლიის ან რომელიმე პუბლიკაციის კითხვისას აპლიკაციაში.

დააჭირეთ საძიებო ველს, შემდეგ ჩაწერეთ საკითხი, რომელსაც ეძებთ. ჩაბეჭდვისას ჩამონათვალში გამოჩნდება შესატყვისი საკითხები „საკვლევი ცნობარიდან“.

ეს ფუნქციები და აგრეთვე  JW ბიბლიოთეკის 1.3.4 ვერსია, რომელიც Windows 8.0-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2014 წლის ოქტომბერში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.