არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დააყენეთ და გამოიყენეთ სანიშნები Windows-ისთვის

დააყენეთ და გამოიყენეთ სანიშნები Windows-ისთვის

JW ბიბლიოთეკა

JW ბიბლიოთეკის ჩანიშვნის ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ჩაინიშნოთ თქვენთვის სასურველი ადგილი ნებისმიერ პუბლიკაციაში, ისევე როგორც დაბეჭდილ წიგნში იყენებთ ხოლმე სანიშნს. თითოეულ პუბლიკაციას აქვს 10 სხვადასხვა ფერის სანიშნი.

სანიშნების გამოსაყენებლად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

 ახალი სანიშნის დაყენება

შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ნებისმიერი სტატია, თავი, კონკრეტული აბზაცი ან ბიბლიური მუხლი.

სტატიის ან თავის ჩასანიშნად გახსენით აპლიკაციის ბრძანების ზოლი, შემდეგ დააჭირეთ სანიშნის ღილაკს. თქვენ მიერ გახსნილ პუბლიკაციაში გამოჩნდება სანიშნები. დააჭირეთ ნებისმიერ ცარიელ ველს, რათა ჩაინიშნოთ სასურველი სტატია ან თავი.

კონკრეტული აბზაცის ან ბიბლიური მუხლის ჩასანიშნად ჯერ დააჭირეთ ტექსტს, შემდეგ სანიშნის ღილაკს კონტექსტის მენიუში.

 სანიშნის პოვნა

ჩანიშნული ადგილის მოსაძებნად გახსენით ის პუბლიკაცია, სადაც დაყენებულია სანიშნი, შემდეგ გახსენით აპლიკაციის ბრძანების ზოლი და დააჭირეთ სანიშნის ღილაკს და აირჩიეთ ჩანიშნული ადგილი.

 სანიშნების წაშლა და შეცვლა

დაყენებული სანიშნი შეგიძლიათ წაშალოთ ან შეცვალოთ.

  • თუ გსურთ ჩანიშნული ადგილის გაუქმება, გახსენით აპლიკაციის ბრძანების ზოლი და დააჭირეთ სანიშნის ღილაკს. სანიშნის გვერდით დააჭირეთ სამწერტილს და აირჩიეთ ღილაკი წაშლა.

  • თუ გსურთ სანიშნის ჩანაცვლება, გახსენით აპლიკაციის ბრძანების ზოლი და დააჭირეთ სანიშნის ღილაკს. სანიშნის გვერდით, რომლის ჩანაცვლებაც გსურთ, დააჭირეთ სამწერტილს, შემდეგ ჩანაცვლების ღილაკს. სანიშნი დაყენდება იმ ადგილას, სადაც კითხულობთ. ეს დაგეხმარებათ, პუბლიკაციის კითხვისას ჩაინიშნოთ ის ადგილი, სადაც კითხვა შეწყვიტეთ. თქვენ შეგიძლიათ ამ ფუნქციის გამოყენება ბიბლიის ყოველდღიური კითხვის დროს.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.3 ვერსია, რომელიც Windows 8.0-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2014 წლის აგვისტოში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows 8.0-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.