წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიის თარგმანები Windows-ისთვის

ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიის თარგმანები Windows-ისთვის

JW ბიბლიოთეკის უმთავრესი ფუნქცია ბიბლიის კითხვა და შესწავლაა.

თუ გსურთ ბიბლიის თარგმანების ჩამოტვირთვა, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 ბიბლიის ჩამოტვირთვა

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბიბლიის თარგმანები, რათა წაიკითხოთ და შეისწავლოთ ისინი მაშინაც, როცა ინტერნეტით არ სარგებლობთ.

  • ეკრანის ზემოთ განთავსებულ გრაფაში დააჭირეთ ბიბლიას და შემდეგ — წიგნებს, რათა ნახოთ ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი.

  • ხელმისაწვდომი ბიბლიის თარგმანების ჩამონათვალი რომ ნახოთ, გახსენით აპლიკაციის ბრძანების ზოლი, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ენები. თარგმანები, რომელთაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოძებნოთ ხელმისაწვდომი ბიბლიის თარგმანები, თუ საძიებო ველში ჩაწერთ ენის ან ბიბლიის თარგმანის დასახელებას. მაგალითად, ჩაწერეთ „int“, რათა მოძებნოთ „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ ინგლისურ ენაზე, ან ჩაწერეთ „port“ პორტუგალიურ ენაზე შესრულებული ბიბლიის ყველა თარგმანის მოსაძებნად.

  • ბიბლიის გასწვრივ, რომელიც არა გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. მის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ბიბლიას. მას შემდეგ, რაც ბიბლია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. ბიბლიის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ ბიბლიის ღილაკს.

თუ ვერ იპოვეთ ბიბლიის სასურველი თარგმანი, მოგვიანებით სცადეთ. როგორც კი ბიბლია ახალ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი, ის მაშინვე აიტვირთება ბიბლიოთეკაში.

 ბიბლიის თარგმანის წაშლა

თუ ბიბლიის თარგმანს აღარ იყენებთ ან გსურთ, გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაში, შეგიძლიათ წაშალოთ ის.

ეკრანის ზემოთ განთავსებულ გრაფაში დააჭირეთ ბიბლიას, შემდეგ — ენებს და შედით ბიბლიის თარგმანების ჩამონათვალში. დააჭირეთ სამწერტილს იმ ბიბლიის გვერდით, რომლის წაშლასაც აპირებთ, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს წაშლა.

 ბიბლიის განახლება

დროდადრო თქვენ მიერ ჩამოტვირთული ბიბლია შეიძლება განახლდეს.

თუ ბიბლია განახლდა, მის გასწვრივ გამოჩნდება განახლების ნიშანი. როდესაც ბიბლიას შეეხებით, გამოჩნდება შეტყობინება, რომ განახლება ხელმისაწვდომია. თუ გსურთ, განაახლოთ, დააჭირეთ ღილაკს ჩამოტვირთეთ. თუ გსურთ, განაგრძოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ვერსიის წაკითხვა, დააჭირეთ ღილაკს მოგვიანებით.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსია, რომელიც Windows 8.1-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.